თხილეული ბავშვთა კვებაში - სასარგებლოა თუ არა და როდიდან შევთავაზოთ

06-07-2023

თხილეული ნებისმიერი ჯანსაღი რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად მრავალი ჯიშისა და სახეობისა, შემადგენლობის მხრივ, მათ შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ არსებობს. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ ის, რომელიც მეტად მოგწონთ თქვენ და თქვენს შვილს. ნებისმიერი ჯიშის თუ სახის თხილეული გაჯერებული ცხიმების, უჯრედისების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების საუკეთესო წყაროა.  ერთი სიტყვით, ეს ყოველდღიური მოხმარების ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტია. თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ამ პროდუქტის მოხმარების დროს -  ყოველდღიური მაქსიმალური დოზა თქვენი ხელის გულზე უნდა თავსდებოდეს, თუ ბავშვზეა საუბარი, მაშინ - ბავშვის ხელის გულზე. 

თხილეული ბავშვთა კვებაში, თხილეული, თხილი,
თანამედროვე დიეტოლოგების აზრით, თხილეული  (არავითარ შემთხვევაში მარილიანი ან შაქრიანი) ბავშვის ყველაზე უსაფრთხო ხემსია.  
თუმცა სიფრთხილის დაცვა ამ პროდუქტის მიღების დროსაც აუცილებელია, ისევ და ისევ, განსაკუთრებით ბავშვებში:

იწვევს თუ არა თხილეული ალერგიას

თუ მშობელს აქვს ალერგია თხილეულზე, ბავშვს ეს პროდუქტი რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, მაგალითად, 6-8 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ დაქუცმაცებულ მდგომარეობაში ბავშვისთვის ჩვეულ, საყვარელ საკვებში დამატებით, მაგალითად, ხაჭოში. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში თხილეულის მიცემა უნდა შეწყვიტოთ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ ისევ სცადოთ. თუ ბავშვს იმ პროდუქტს, რომელზეც მის მშობლებს აქვთ ალერგია, უფრო გვიან ასაკში გაასინჯებთ, მაგალითად 5-6 წლის ასაკში, რისკი იმისა, რომ ისიც ალერგიული იქნება ამ პროდუქტის მიმართ, ერთიორად იზრდება. 

თხილეული ბავშვთა კვებაში, თხილეული, თხილი,

რისკი, რომ ბავშვს მთლიანი თხილეული გადასცდება

ჰიპერაქტიურ ბავშვებს მთლიანი თხილეული 5 წლის ასაკამდე არ უნდა მისცეთ, უმჯობესია დაქუცმაცებული სახით სხვა პროდუქტს დაუმატოთ. პედიატრები და დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ თხილეული.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო ეს პროდუქტი წასახემსებლად, შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ დესერტებშიც. 

ასევე დაგაინტერესებთ: