მოცვი შეგიძლიათ თქვენს პატარას მყარ საკვებზე გადასვლის პირველივე დღეებში გაასინჯოთ. ეს, ძირითადად, 6 თვის ასაკში ხდება.
მოცვი მცენარეთა იმავე ოჯახში შედის, რომელშიც კოწახური, მოცხარი და კუნელი. ამ კენკრის ველური ჯიშები დაბალ ბუჩქებზე ტყეებში და კლდეებზე იზრდება მთელ ამერიკაში, რომელიც მისი სამშობლოა. მოცვის ჯიშებს აქვს სხვადასხვა ფერი: შაბიამნისფერი, იასამნისფერი, მუქი ლურჯი, შავი. მოცვი ზაფხულის ცხელ თვეებში მწიფდება. ველური მოცვი უფრო მცირე ზომისაა და ბევრად უფრო ტკბილია, ვიდრე გამოყვანილი ჯიშები, რომლებიც, უმეტესად, კომერციულ ფერმებში, მაღალ ბუჩქებზე იზრდება. ეს ის მოცვია, რომელსაც ჩვენ დახლზე ვხედავთ.
დიახ, ძალიან. მოცვი K ვიტამინის არაჩვეულებრივად მდიდარი წყაროა. ის ასევე შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს რკინის ათვისებაში ეხმარება. ამიტომ, უმჯობესია მოცვი რკინით მდიდარ პროდუქტთან ერთად მიირთვათ, როგორებიცაა, მარცვლოვანი პროდუქტები - მაგალითად, ლობიო. თუმცა, სუპერ-პროდუქტის სტატუსს მოცვი მასში შემავალი ანტიოქსიდანტების ძლიერი ნაკრების გამო იმსახურებს. მოცვი ხილსა და ბოსტნეულს შორის გამორჩეულია ანტიოქსიდანტების სიმრავლით. ანტიოქსიდანტები ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ხელს უწყობს დნმ-ის მთლიანობის შენარჩუნებას და იმუნური სისტემის და ღვიძლის ფუნქციონირებას. კომენციულად წარმოებული კენკრა ხილსა და ბოსტნეულს შორის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პესტიციდს შეიცავს ხოლმე, რადგან მას ფრინველები მიირთმევენ. ამიტომ, უმჯობესია შეიძინოთ ორგანული პროდუქტი.
გაფრთხილება: მოცვი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ამიტომ თუ თქვენი პატარა დიდი რაოდენობით მოცვს მიირთმევს, ელოდეთ განავლის დიდ რაოდენობას.
ინგრედიენტები
• ½ ჭიქა შვრიის ბურღული
• ½ ჭიქა რძე,
• ¼ ჭიქა მოცვი
მომზადების წესი
1. ქვაბში აურიეთ შვრიის ბურღული და ქოქოსის რძე. დადგით ქურაზე და მიიყვანეთ დუღილის მდგომარეობამდე. შემდეგ დაუწიეთ ქურის ალს საშუალოდან დაბალზე.
2. სანამ შვრია იხარშება, გარეცხეთ მოცვი.
3. როდესაც შვრიის ფაფა შესქელდება, დაუმატეთ ჩანგლის ან საჭყლეტის გამოყენებით დაჭყლიტეთ მოცვი. მოაშორეთ ნარჩენი მოცვის კანი ან დაანაწევრეთ კანი საჭყლეტით.
4. გადაიტანეთ ჯამში და მიართვით თქვენს პატარას. შეგიძლიათ ბავშვს ნება დართოთ ხელით მიირთვას ფაფა ან კოვზით აჭამოთ. შეგიძლიათ კოვზი გაუვსოთ ფაფით და მას მისცეთ საშუალება დამოუკიდებლად აიღოს კოვზი.
მოცვის არომატთან კარგი შეხამებაა თხილეული: ნუში და ნიგოზი, ვანილი, დარიჩინი, ტკიბილი ხილი: ვაშლი, მსხალი და ატამი.
წყარო: solidstarts.com