რეკომენდებული ასაკი: 6 თვიდან
არ წარმოადგენს გავრცელებულ ალერგენს
დიახ. ზეითუნის ზეთი ჯანსაღი ცხიმების, ანტიოქსიდანტების და E ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა, რაც ჯანმრთელი იმუნური და ნერვული სისტემის განვითარებას უქმნის საფუძველს. ზეითუნის ზეთი ასევე შეიცავს პოლიფენოლს - მცენარეულ ნაერთს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია და სასარგებლოა გულისთვის. ზეითუნის ზეთი თავის სასარგებლო თვისებებს გრილ, ბნელ ადგილას შენახვისას ინარჩუნებს, ამიტომ უმჯობესია, თუ მას მაგიდაზე არ დატოვებთ და კარადაში შეინახავთ. გახსნის შემდეგ ყველაზე ოპტიმალურია ზეითუნის ზეთის მომდევნო 4 თვის განმავლობაში გამოყენება. ამის შემდეგ ის თავის გემოვნურ თვისებებს კარგავს.
ზეითუნის ზეთში შემავალი ნივთიერებების პროფილი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი მეთოდებით მზადდება და როგორ პირობებში ინახება. მაგალითად, რაც უფრო ნაკლებად გადამუშავებულია ზეთისხილი, რომლისგანაც ზეითუნის ზეთი მზადდება, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს ის და უფრო მაღალი ფასიც აქვს. იმისთვის, რომ თანხა დაზოგოთ შეგიძლიათ კერძების მოსამზადებლად ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ, ხოლო სალათის დრესინგისთვის ან გამზადებულ კერძზე მოსასხმელად - ყველაზე სუფთა და უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი.
★რჩევა: უმჯობესია იყიდოთ მინის ბოთლში ჩასხმული ზეითუნის ზეთი. პლასტმასის კონტეინერი შეიძლება შეიცავდეს ბისფენოლს, სინთეზურ ნივთიერებას, ან მის ანალოგებს, რომლებიც მავნებელია ბავშვის თავის ტვინისა და წინამდებარე ჯირკვლისთვის. ამასთან, პლასტმასში ჟანგბადის შეღწევადობა უფრო მეტია, ვიდრე მინაში და ის ზეითუნის ზეთს ხარისხს უკარგავს. ამიტომ, ყოველთვის შეინახეთ ზეითუნის ზეთი მინის ჭურჭელში.
ზეითუნის ზეთის მიღება ბავშვს შეუძლია მაშინვე, როგორც კი მყარ საკვებზე გადასვლას დაიწყებს, დაახლოებით 6 თვის ასაკში.
ბერძენი ფილოსოფოსი ჰომეროსი ზეითუნის ზეთს თხევად ოქროს უწოდებდა. ეს სახელწოდება მას მართლაც შეეფერება. ზეითუნის ზეთი არის ზეთისხილის ხის ნაყოფის ექსტრაქტი - ხის, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე უძველესი დროიდან ხარობს. ამ მცენარის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, მაგრამ არქეოლოგიური მტკიცებულებები მოწმობს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა ზეთისხილის გაწურვის და მისგან ზეთის გამოხდის ტექნიკა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8,000 წლის წინ შეიმუშავა. ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალო საშუალებადაც გამოიყენებოდა და რიტუალურ დატვირთვასაც ატარებდა ცერემონიების დროს.
ზეითუნის ზეთის ასობით ვარიანტი არსებობს მთელ მსოფლიოში. ეს პროდუქტი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მაგალითად, ზეითუნის ზეთს ცხობის დროს კარაქის ნაცვლად იყენებენ ან უბრალოდ დრესინგად ხილსა და ბოსტნეულზე.
ულუფა: 1 ჭიქა (150 გრ)
მომზადების დრო (20 წუთი)
ასაკი: 6 თვეზე მეტი
ინგრედიენტები
• 1 საშუალო ზომის სტაფილო, ყაბაყი, კარტოფილი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ბოსტნეული.
• 1 სუფრის კოვზი (13გრ) ზეითუნის ზეთი.
• 1 ჩაის კოვზი (5გრ) ლიმონის, ლაიმის, ან ფორთოხლის წვენი ან თქვენთვის სასურველი ციტრუსის წვენი.
მომზადების წესი
1. გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით ბოსტნეული ასაკისთვის შესაფერისი ზომის ნაჭრებად.
2. მოათავსეთ ბოსტნეული სტიმერში, ქვაბში, დაამატეთ წყალი ისე, რომ ქვაბის ძირიდან 2.5 სანტიმეტრის დონეზე იყოს.
3. დაახურეთ თავსახური და აადუღეთ წყალი.
4. მოთუშეთ ბოსტნეული 5-20 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე.
5. როდესაც ბოსტნეული მომზადდება, გადაიტანეთ ის ჯამში.
6. პირდაპირ მოასხით ბოსტნეულს ზეითუნის ზეთი და ცირტუსის წვენი, ან მანამდე აურიეთ ზეითუნის ზეთი და ციტრუსის წვენი, სანამ არ მოხდება წვენის ემულსირება.
7. ჯამში ფრთხილად აურიეთ ბოსტნეული, რომ დრესინგი თანაბრად გადანაწილდეს და გააგრილეთ კერძი ოთახის ტემპერატურამდე.
8. გადაიტანეთ კერძი ბავშვის თეფშზე. მიეცით ბავშვს უფლება თავად განსაზღვროს ულუფის ზომა.
9. დართეთ ბავშვს ნება თავად მიირთვას, საკუთარი თითებით ან შეგიძლიათ თქვენ მიაწოდოთ მას ბოსტნეულის ნაჭრები.
შენახვის წესი: კერძის ნარჩენები შეინახეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში, 4 დღემდე.
წყარო: solidstarts.com