ჩია ბავშვის მენიუში - როგორ შევთავაზოთ

07-01-2022

როდის შეუძლიათ პატარებს ჩიას თესლის მიღება?

ბავშვის კვების რაციონში ჩიას თესლის შეტანა შეგიძლიათ მყარი საკვების მიღების დაწყებისთანავე. ძირითადად, ეს 6 თვის ასაკში ხდება. მხედველობაში მიიღეთ, რომ მშრალი ჩიას თესლები გადაცდენის საშიშროებას ქმნიან - ისინი მოცულობაში იზრდებიან დალბობისას და ერთმანეთს ეკვრიან. არ წამოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს, ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას

საიდან მოდის ჩიას თესლი?

ჩიას თესლი ბალახოვანი მცენარის ყვავილობისას მოიპოვება, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში იზრდება ამერიკის კონტინენტზე. უძველეს დროში ჩიას თესლს სამკურნალო დანიშნულებით იყენებდნენ. მას ასევე რელიგიური და რიტუალური დატვირთვაც ჰქონდა. ჩიას პოპულარობა გასული საუკუნიდან დაიწყო, როცა ის „სუპერპროდუქტად“ აღიარეს.

ჩია, ჩია ბავშვებისთვის, ჩიას თესლი, ჩიას პუდინგი,

სასარგებლოა ჩიას თესლი ბავშვებისთვის?

დიახ, თუმცა ზომიერება არის დასაცავი. ჩია ყველაზე მდიდარი პროდუქტია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობის მხრივ. ის ასევე გამორჩეულია ცილის, კალციუმის, თუთიის, B6 და K ვიტამინის შემცველობით. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ უჯრედების ზრდას, მხედველობის, თავის ტვინის, ძვლების განვითარებას და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. ჩიას თესლი ასევე დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მისი ძალიან დიდი ოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს. ასევე ეს პროდუქტი შეიცავს ოქსალატებს, რომელიც თირკმლების გადატვირთვას იწვევს და შეიძლება ხელი შეეშალოს ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებას. თეთრ და შავ ჩიას თესლებს თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს -  თეთრი თესლი შეიცავს ოდნავ უფრო მეტი რაოდენობის უჯრედისს და ცხიმოვან მჟავებს. 
ჩიას თესლი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში. მთელი სახით ჩიას თესლი ოთახის ტემპერატურაზე 18 თვის განმავლობაში ინახება, ხოლო დაფქული სახით კი - 1 წელი.

სასარგებლოა ჩიას თესლი ყაბზობისთვის?

დიახ. ჩიას თესლი ძალიან დიდი რაოდენობით ხსნად უჯრედისს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის განვითარებას და ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი რაოდენობით ჩიას თესლი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს, რის შედეგადაც ბავშვმა შეიძლება ნაკლები საკვები მიირთვას და მოაკლდეს სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები. ამის გამო, უმჯობესია თავდაპირველად მცირე ულუფა შესთავაზოთ და რაოდენობა თანდათან გაზარდოთ.

ჩია, ჩია ბავშვებისთვის, ჩიას თესლი, ჩიას პუდინგი,

ახლავს თუ არა ჩიას თესლის მიღებას გადაცდენის რისკი?

დიახ. ჩიას თესლები სითხესთან (ნერწყვთან)  კონტაქტისას ზომაში იზრდება და ერთმანეთს ეწებება. გადაცდენის რისკი შესამცირებლად ჩაალბეთ ჩიას თესლი წყალში 30 წუთით და შეწებებული მარცვლები დააშორეთ ერთმანეთს ჩანგლით. არ მიაწოდოთ ბავშვს მშრალი ჩიას თესლები კოვზით და არ დაალევინოთ ჩიას თესლის შემცველი სასმელები 1 წლის ასაკამდე. საკვების მიღებისას ყოველთვის ბავშვთან ახლოს იყავით.

წარმოადგენს თუ არა ჩიას თესლი გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა. ჩიას თესლზე ალერგია იშვიათად ფიქსირდება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ადამიანებს, რომლებიც ალერგიულები არიან სეზამის მარცვლების მიმართ, ასევე აღენიშნებათ ალერგია ჩიას მიმართაც. თუ თქვენი შვილი ალერგიულია სეზამის მიმართ, ჩიას თესლის მიცემამდე დაეკითხეთ ალერგოლოგს.თავდაპირველად დაიწყეთ მცირე ულუფებით და დააკვირდით ბავშვს. თუ ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, თანდათან გაზარდეთ ულუფები.

როგორ მოვამზადოთ ჩიას თესლი ბავშვისთვის?

რადგან ჩიას თესლს ნეიტრალური გემო აქვს, ის შეგიძლიათ თავისუფლად დაუმატოთ სხვადასხვა კერძს, რათა გაზარდოთ მათი სარგებლიანობა. ჩიას თესლი კარგად ეხამება როგორც ტკბილ კერძებს, მაგალითად, გრანოლას, ასევე მარილიან კერძებსაც, მაგალითად, კატლეტს და ღვეზელს. ჩიას თესლს თავის წონაზე 10-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის წყლის შეწოვა შეუძლია, ამიტომ ის ცხობისას კვერცხის მაგივრად გამოიყენება, პროდუქტების ერთმანეთთან შესაკავშირებლად. ჩვილი ბავშვისთვის შეგიძლიათ დამბალი ჩიას თესლები ფაფაში ან იოგურტში შეურიოთ. უფრო მოზრდილი ბავშვისთვის ჩიას თესლები შეგიძლიათ სმუზების გასასქელებლად გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ჩიას თესლის გამოყენებით პუდინგი გამოაცხოთ.

ჩია, ჩია ბავშვებისთვის, ჩიას თესლი, ჩიას პუდინგი,

რეცეპტი: ჩიას თესლის პუდინგი

•    ულუფა: 2 ჭიქა (480 გრამი)
•    მომზადების დრო: 1 ½ საათი
•    ასაკი: 6 თვე+
ინგრედიენტები
•    1 მწიფე ბანანი 
•    ¾ ჭიქა (180 მლ) ქოქოსის რძე ან სხვა მცენარეული წარმოშობის რძე
•    3 სუფრის კოვზი (42 გრ) ჩიას თესლი 
•    ¼ ჩაის კოვზი (1 გრ) დაფქული დარიჩინი (სურვილისამებრ)
•    1 მწიკვი დაფქული პეკანი (სურვილისამებრ)  
•    1 მწიფე მანგო (სურვილისამებრ) 
მითითებები
1.    გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ბანანი. მოათავსეთ ის მინის ქილაში.
2.    დაამატეთ ბანანს ქოქოსის რძე, ჩიას თესლი და საკმაზები. დაახურეთ ქილას თავსახური და შეანჯღრიეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს.
3.    მოათავსეთ ქილა მაცივარში და დაელოდეთ სანამ თესლები ზომაში გაიზრდება და მიქსტურა გასქელდება - იდეალურია, თუ 1 ღამე დააყოვნებთ. თუ ამდენი დრო არ გაქვთ, დააყოვნეთ მიქსტურა სულ მცირე 1 საათით, შეანჯღრიეთ ქილა ყოველ 10 წუთში ერთხელ.
4.    როცა პუდინგი მომზადდება, გადმოიტანეთ ჯამში.
5.    თუ გსურთ, პუდინგს თავზე მოაყარეთ დაფქული პეკანი.
6.    გარეცხეთ, გააშრეთ და გათალეთ მანგო. ამოაცალეთ კურკა და დაჭერით, დადეთ ჩიას პუდინგის გვერდით.
7.    დართეთ ბავშვს ნება, მიირთვას დამოუკიდებლად, ხელებით და თავად განსაზღვროს რამდენს მიირთმევს.
შენახვის პირობები: პუდინგი შეინახეთ დახურულ კონტეინერში, მაცივარში, 1 კვირის განმავლობაში. დაჭრილი მანგო დახურულ კონტეინერში, მაცივარში ინახება 4 დღის მანძილზე.

წყარო:solidstarts.com

ასევე დაგაინტერესებთ: