პროდუქტის ტიპი: რძის პროდუქტი
რეკომენდებული ასაკი: 6 თვე
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები
როდის შეუძლიათ პატარებს მიირთვან ყველი მოცარელა?
ნედლი ყველი მოცარელა (არა მისი გამომშრალი ან შებოლილი ვარიანტები) შეგიძლიათ ბავშვს მყარ საკვებზე გადასვლის პირველივე დღეებიდან შესთავაზოთ, რაც, დაახლოებით, 6 თვის ასაკში ხდება.მოცარელა დიდი რაოდენობით კალციუმს (ჯანმრთელი ძვლებისთვის), ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (გულის სიჯანსაღისთვის) და პროტეინს (ჯანმრთელი ორგანიზმისთვის) შეიცავს. ნედლი მოცარელა ასევე მდიდარია სხვა ნივთიერებებითაც, რომლებიც პატარებს განვითარებისთვის სჭირდებათ. მათ შორისაა A და B ჯგუფის ვიტამინები.
უმეტესი სახეობის ყველი დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმის გადაჭარბებული რაოდენობის მიღება ვნებს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებსაც. საბედნიეროდ, ნედლი მოცარელა ბევრად ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს შეიცავს და ამიტომ ჩვილი ბავშვებისთვის შესანიშნავი პირველი საკვებია. თუმცა, მისი შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია და შეიძინეთ მოცარელა, რომელიც მოთავსებულია წყალში, რაც იმის დასტურია, რომ ის ნედლია.
ზოგადად ყველის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტს, რომელიც:
• პასტერიზებულია.
• ნატრიუმის დაბალი შემცველობა აქვს (100მგ-ზე ნაკლები ერთ ულფაში).
• დამზადებულია ნატურალური რძისგან.
• წარმოებულია სანდო წყაროს მიერ (არ შეიცავს ანტიბიოტიკებს ან დამატებულ ჰორმონებს).
ყველის ეს სახეობა იტალიიდან მოდის, სადაც მას ძროხის, ცხვრის რძისგან ამზადებენ. ნედლ მოცარელას საკმაოდ მცირეხნიანი ვადა აქვს, განსხვავებით მისი მშრალი ვარიანტისგან, რომელიც ჩხირების სახით იყიდება ხოლმე (ის არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს).
რეცეპტი: კაპრეზე ბავშვებისთვის
ინგრედიენტები
• ნედლი მოცარელა (მოთავსებული წყალში)
• ატამი, ვაშლატამა ან პომიდორი
• უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი
• ერთი ან ორი წვეთი ბალზამიკოს ძმარი
მომზადების წესი
1. დაჭერით ყველი ფართე, თხელ ნაჭრებად.
2. გათალეთ ხილი, ამოიღეთ კურკა და გაჭერით ის ოთხ ნაწილად (თუ იყენებთ პომიდორ ჩერის, ისიც გაჭერით ოთხად, რომ შეამციროთ გადაცდენის რისკი).
3. მოათავსეთ ხილისა და ყველის ნაჭრები ჯამში, რომელიც ფიქსირდება მაგიდის ზედაპირზე. მოასხით მასზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოს ძმარი და აურიეთ ჩანგლით. მიართვით ბავშვს და მიეცით მას უფლება, მიირთვას დამოუკიდებლად.
რა უხდება მოცარელას?
მოცარელას გემო კარგად ეხამება მჟავე არომატებს. მიირთვით ის ბადრიჯანთან, პომიდორთან ან ბოროკოლთან ერთად. ასევე, ის დამოუკიდებლადაც ძალიან გემრიელია.
წყარო: solidstarts.com