იოგურტი ბავშვის მენიუში - რა ასაკიდან გავასინჯოთ?

24-08-2022

როდის შეუძლია ბავშვს იოგურტის მირთმევა? 

იოგურტის მიღება შესაძლებელია, როგორც კი ბავშვი მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა იოგურტი ბავშვებისთვის?  

დიახ, იოგურტი მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით - ის შეიცავს კალციუმს, A ვიტამინს, B ჯგუფის ყველა ვიტამინს, თუთიას და კალიუმს. იოგურტი ასევე ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების შესანიშნავი წყაროა. აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვის რძისგან დამზადებილი, ცხიმის შემცველი იოგურტი.
აღსანიშნავია, რომ პრობიოტიკური კულტურები, რომლებიც რძეს იოგურტად აქცევს, წარმოუდგენლად სასარგებლოა ნაწლავის მიკრობიომის განვითარებისთვის. ნაწლავის მიკრობიომი გავლენას ახდენს გულის, ტვინის, მეტაბოლური სისტემის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება, როგორიცაა იოგურტი ან კეფირი, ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკრობული კოლონიების წარმოქმნას.

იოგურტი ბავშვისთვის, იოგურტი,

რომელი იოგურტია საუკეთესო არჩევანი ბავშვებისთვის?

უცხიმო, ჩვეულებრივი, პასტერიზებული იოგურტი საუკეთესო არჩევანია ბავშვებისთვის. ბერძნული იოგურტი კი განსაკუთრებით სასარგებლოა. ასევე აღსანიშნავია, რომ თხის, ბერძნული და ცხვრის რძისგან დამზადებული იოგურტი უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძისგან დამზადებული იოგურტი.

რამდენად დიდია იოგურტის გადაცდენის საშიშროება ბავშვებში?  

იოგურტი არ წარმოადგენს გადაცდენის მხრივ სახიფათო პროდუქტს. თუმცა, თეორიულად, ბავშვს შეიძლება ნებისმიერი საკვები ან სითხე გადასცდეს. როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო საკვებ გარემოს და ჭამისას დარჩით ბავშვთან ახლოს.

წარმოადგენს თუ არა იოგურტი გავრცელებულ კვებით ალერგენს?  

დიახ. იოგურტი, როგორც წესი, ძროხის რძისგან მზადდება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული კვებითი ალერგენია. თუ ბავშვი ალერგიულია რძის პროდუქტების მიმართ, იცოდეთ, რომ ეს ალერგია დროთა განმავლობაში ქრება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძროხის რძეზე ალერგიის მქონე ბავშვების უმეტესობას ის 6 წლის ასაკში აღარ აღენიშნება.
რძე არის საკვები ცილებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის ხშირი მიზეზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FPIES. FPIES არის დაგვიანებული ალერგიური რეაქცია საკვების ცილაზე, რომელიც იწვევს ღებინების და დიარეის უეცარ დაწყებას საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მკურნალობის გარეშე მან შეიძლება მნიშვნელოვანი დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. საბედნიეროდ, რძის ალერგიის სხვა ფორმების მსგავსად, FPIES, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება, ჩვეულებრივ 3-5 წლის ასაკში ქრება. ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებს იოგურტის მირთმევა შეუძლიათ, რადგან ეს პროდუქტი მცირე რაოდენობით ლაქტოზას და პრობიოტიკებს შეიცავს, რომლებიც ლაქტოზის დაშლაში იღებენ მონაწილეობას. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს რძის მიმართ ალერგია აქვს, რძის პროდუქტების შეთავაზებამდე კონსულტაცია გაიარეთ ალერგოლოგთან.

იოგურტი ბავშვისთვის, იოგურტი,

რა ფორმით მივაწოდოთ იოგურტი ბავშვს?  

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს უცხიმო რძისგან დამზადებული, პასტერიზებული იოგურტი. ბერძნული იოგურტი შესანიშნავია ამ ასაკის ბავშებისთვის. ნება მიეცით ბავშვს ხელით აიღოს იოგურტი და/ან მიირთვას წინასწარ შევსებული კოვზიდან.
9-დან 12 თვემდე: ამ ასაკში ჩვილები იწყებენ თითების უფრო მოხერხებულად გამოყენებას და შეუძლიათ დამოუკიდებლად აიღონ წინასწარ გავსებული კოვზი. განაგრძეთ ცხიმიანი, პასტერიზებული იოგურტის შეთავაზება. 
12-დან 24 თვემდე: ამ ასაკობრივ დიაპაზონში, შეგიძლიათ ბავშვს გავსებული კოვზი ჯამის გვერდით დაუდოთ და წაახალისოთ, რომ აიღოს ის დამოუკიდებლად.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს რძის პროდუქტები ძალიან ხშირად არ აჭამოთ, რადგან რძის პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს. ბავშვს დღეში მხოლოდ 2-დან 2,5 პორცია რძის პროდუქტი ან კალციუმით მდიდარი სხვა საკვები სჭირდება.

იოგურტი ბავშვისთვის, იოგურტი,

რეცეპტი: ბერძნული იოგურტი ბანანთან ერთად

ინგრედიენტები:
•    ¼ ჭიქა (60 მლ) ბერძნული იოგურტი
•    სურვილისამებრ: მწიკვი დარიჩინი 
•    ½ ცალი საშუალო ზომის ბანანი 
მომზადების წესი:
•    მოათავსეთ იოგურტი პატარა თასში. სურვილისამებრ დაუმატეთ მას დარიჩინი.
•    ბანანი გაჭერით შუაზე, სიგრძივად და თითით გაყავით სამ ნაწილად.
•    6-დან 12 თვემდე ბავშვებს აჩვენეთ, როგორ ჩაყონ ბანანის ჩხირები იოგურტში. უფრო დიდი ასაკის ბავშვებს ასწავლეთ ბანანის დაჭყლეტა.
შენახვა: დარჩენილი იოგურტი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, ერთი კვირის განმავლობაში.

გემოების შეხამება:
იოგურტის გემო უხდება ხილის არომატს, როგორიცაა, მოცვი, ჟოლო, ბანანი, ბროწეული, კივი, მსხალი ან მარწყვი. ის ასევე შესანიშნავად ეხამება არაქისს, მაკადამიის თხილს, ფსტას, სეზამის და სელის თესლს. 

წყარო: solidstarts.com