ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა, თუმცა შემთხვევების 90%-ში ბავშვებში ალერგიულ რეაქციას იწვევს 6 პროდუქტი: რძე, კვერცხი, არაქისი, თხილი, სოიო, ხორბალი. მოზრდილებში კი სერიოზულ ალერგიულ რეაქციას განაპირობებს 4 ძირითადი პროდუქტი: არაქისი, თხილ, თევზი და მოლუსკებისმაგვარი პროდუქტი. ხილსა და ბოსტნეულზე ალერგია იშვიათობაა და, როგორც წესი, არც ისე სერიოზული.
ძროხის რძე
რძეზე ალერგია ყველაზე ხშირად ემართებათ 3 წლამდე ბავშვებს. ამ ასაკში ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიხატებოდეს ეგზემით ან კოლიკებით, რაც რძის პროდუქტის რაციონიდან ამოღებით მალევე ქრება. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირია პროდუქტის მიღების შემდეგ გულისრევა, თუმცა უფრო სერიოზული შედეგებიც ფიქსირდება ხოლმე. ბავშვების უმეტესობას, თუ ძროხის რძეს ვერ იტანს, იგივე რეაქცია აქვს თხის რძეზეც, ამიტომ ჩანაცვლებას აზრი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში იმუნური სისტემის გაძლიერებასთან ერთად ალერგიაც გადის, მაგრამ თუ ბავშვს ლაქტოზის აუტანლობა აქვს, მაშინ კვების რაციონი აუცილებლად პედიატრთან ერთად უნდა განიხილოთ.
რძე და რძის პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის, მაგრამ თუ ბავშვს რძეზე ალერგია აქვს, ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ:
იხილეთ უფრო ვრცლად სტატია ლაქტოზის აუტანლობაზე
კვერცხი
ბავშვებს კვერცხზე ალერგიის დროს რეაქცია ძირითადად კვერცხის ცილაზე აქვთ, თუმცა ცილის გულისგან განცალკევება ისე, რომ აბსოლუტურად არ ჰქონდეს მასთან შეხება, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ამიტომ ალერგიის შემთხვევაში ეს პროდუქტი მთლიანად უნდა ამოიღოთ ბავშვის რაციონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ბავშვისთვს მისი ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება ხორცით, თევზით, რძის პროდუქტებით და მარცვლეულით.
არაქისი და თხილი
არაქისი თხილი არ არის, ამიტომ შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს ალერგია არაქისზე და არა თხილზე, თუმცა სიფრთხილის დაცვა მაინც აუცილებელია. ისევე, როგორც კვერცხი, არაქისიც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა არა შეუცვლელი.
სოიო
სოიოზე ალერგია ბავშვბში ისევე გამიხატება, როგორც ძროხის რძეზე, შეიძლება თავი იჩინოს გამონაყარმა, ქავილმა, სუნთქვის გართულებამ.
ხორბალი და გლუტენი
როგორც წესი, ბავშვის რაციონში პირველ რიგში ერთვება ბრინჯისა და შვრიის ფაფა, რადგამ ის ნაკლებად ალერგიულია. ყველაზე ალერგიული, როგორც წესი, ხორბალია, ამიტომ ის ბავშვის რაციონში მოგვიანებით ერთვება ხოლმე. ხორბალზე ბავშვს სესაძლოა ჰქონდეს ორი ტიპის ალერგია, პირველი ჩვეულებრივი, როგორიც არის მაგალითად ჭინჭრის ციება და სუნთქვის გართულება, მეორეს კი ცელიაკია ეწოდება. ის უშუალო კავშირშია გლუტენთან. ამ დროს ბავშვს უზიანდება ნაწლავის ლორწოვანი გარსი, რაც პრობლემას უქმნის მომნელებლ სისტემას. ეს შესაძლოა მშობელმა მაშინვე ვერ შეატყოს, თუმცა მანიშნებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს დიარეა, მუცლის ტკივილი. სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეიძლება მშობლებმა ამის შესახებ ბავშვის მოზარდობამდე ვერც კი გაიგონ. და ბოლოს, თუ რომელიმე პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვს რაიმე შენიშნეთ, ალერგიული რეაქცია, სასწრაფოდ გამოთიშეთ ეს პროდუქტი მისი რაციონიდან და რაციონის შესადგენად მიმართეთ პედიატრს, დიეტოლოგს.
წყარო: komarovskiy.net