თანამედროვე დედების კლუბი — სივრცე, სადაც ყველა დედის ხმა ისმის

ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოში ძალიან ცოტა ონლაინ სივრცე არსებობდა, სადაც დედებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, კითხვების დასმა, ემოციებზე საუბარი და ერთმანეთის მხარდაჭერა.

სწორედ ამ საჭიროებიდან შეიქმნა Facebook ჯგუფი „თანამედროვე დედების კლუბი“ — ადგილი, რომელიც დღეს უკვე 90 000-ზე მეტ დედასა და მომავალ დედას აერთიანებს. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ვსაუბრობთ დედობაზე, ორსულობაზე, ბავშვების ჯანმრთელობაზე, აღზრდასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მშობლობას თან ახლავს.

დედების ხშირად დასმულმა კითხვებმა და სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის საჭიროებამ გვიბიძგა შეგვექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა — modernmoms.ge.

Modernmoms.ge არის თანამედროვე საინფორმაციო სივრცე დედებისთვის, სადაც თქვენ იპოვით სასარგებლო და სანდო ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • ორსულობის დაგეგმვა და ორსულობის პერიოდი
  • მშობიარობა და დედობის პირველი ეტაპები
  • ბავშვის ზრდა, განვითარება და აღზრდა
  • ჩვილის მოვლა და ჯანმრთელობა
  • დედების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გაძლიერება
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება
  • ოჯახური ურთიერთობები, კულინარია და ყოველდღიური რჩევები

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ მხოლოდ სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება მედიცინის, მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და თანამედროვე აღზრდის მიდგომებს.

Modernmoms.ge — ეს არის ყველა დედის სივრცე.
აქ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა:

  • მიიღოთ პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე;
  • გაეცნოთ პროფესიონალების რჩევებს;
  • გაიგოთ მეტი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ;
  • გაუზიაროთ სხვებს თქვენი გამოცდილება და მოსაზრება.

ჩვენ გვჯერა, რომ დედობა უფრო მარტივი და ძლიერი ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს ვუსმენთ და გვერდში ვუდგავართ.

გვიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით — modernmoms.ge ❤️

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა კომპანიასთან და ორგანიზაციასთან, რომლის მთავარი ღირებულებაა დედისა და ბავშვის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი.

 

საავტორო უფლებების შესახებ

modernmoms.ge-ზე გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს შპს „მოდერნ მამს“-ის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ:ფოსტაზე:
mmcmodernmomsclub@gmail.com