ბანანი ბავშვებისთვის - როდის შევიტანოთ რაციონში?

17-07-2022

როდის შეუძლიათ ბავშვებს, მიირთვან ბანანი?

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,
ბანანი ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე შეიტანოთ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა ბანანი ბავშვებისთვის?

დიახ. ბანანი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც სხეულს უზრუნველყოფს ენერგიით და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B6, ვიტამინი C და კალიუმი. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ნერვული სისტემის განვითარებას, კანის ჯანმრთელობას, რკინის შეწოვას და არტერიული წნევის რეგულირებას.
ბონუსი: ბანანი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ბევრი კენკრა, მწვანილი და ბოსტნეული!

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,
ბანანის შემადგენლობა განსხვავდება მისი სიმწიფის მიხედვით. მაგალითად, ყველა ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, მაგრამ ნაკლებად მწიფე ბანანი შეიცავს უფრო მეტ პრებიოტიკებს, ვიდრე მწიფე ბანანი, რომელიც შეიცავს უფრო მეტ ხსნად ბოჭკოს.
ბევრი სარგებლის მიუხედავად, ბანანს ბევრი ნაკლიც აქვს. ჩვეულებრივ, ბანანს უხვად ასხურებენ პესტიციდებს. საბედნიეროდ, ბანანის კანის გაცლის შემდეგ მცირდება პესტიციდების ზემოქმედება. მათთვის, ვინც ამჯობინებს ქერქის (დიახ, ის საკვებია!) და მისგან დამზადებული საკვების (როგორიცაა ბანანის ქერქის ფქვილის) მირთმევას, სასურველია ორგანული პროდუქტების შეძენა. აუცილებლად კარგად გარეცხეთ კანი მომზადებამდე, რათა მოაშოროთ პესტიციდების ნარჩენები.

იწვევს თუ არა ბანანის მირთმევა ყაბზობას? ამცირებს თუ არა ბანანი დიარეას?

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,


მიუხედავად გავრცელებული აზრისა, მტკიცებულება იმისა, რომ ბანანი იწვევს ყაბზობას, არ არსებობს. სინამდვილეში, კვლევები ადასტურებს, რომ ბანანს შეუძლია ხელი შეუწყოს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

მოუმწიფებელი მწვანე ბანანი უფრო მეტ სახამებელსა და ბოჭკოს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებას. ის ასევე შეიცავს ტანინებსაც. ტანინი პოლიფენოლის სახეობაა, რომელიც პირის ღრუდან სითხეს იწოვს. ტანინების ჭარბად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, მაგრამ მწვანე ბანანის მირთმევა ამგვარ ეფექტს არ იძლევა.
თუ გაწუხებთ ყაბზობის საშიშროება, შესთავაზეთ ბავშვს მწიფე ბანანი. როდესაც ბანანი მწიფდება, მასში სახამებლის და ტანინის შემადგენლობა იკლებს. მწიფე ბანანის მირთმევა ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და სასარგებლოა ყაბზობის დროს. 

★რჩევა: მომწიფების პროცესის დასაჩქარებლად შეინახეთ მწვანე ბანანი ყავისფერ ქაღალდის პარკში. მომწიფების შემდეგ გააცალეთ კანი და მოათავსეთ საყინულეში, ჰერმეტულ კონტეინერში, სადაც ის ინახება რამდენიმე თვის განმავლობაში. 

რამდენად დიდია ბანანის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,


ბანანი გადაცდენის მხრივ სახიფათო საკვებად არ ითვლება, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, რადგან ადვილად ეკვრება ბავშვის პირის ღრუს ლორწოვანს. თუმცა, დამუშავებული ბანანი (როგორიცაა გამხმარი ბანანი და ბანანის ჩიფსები) ბავშვებისთვის უფრო სახიფათოა. რისკის შესამცირებლად შესთავაზეთ ბავშვს ნედლი ბანანი და თავი შეიკავეთ შემწვარი ან გამომშრალი პროდუქტების შეთავაზებისგან მეორე დაბადების დღემდე. როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო კვებით გარემოს, დარჩით ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ჭამის დროს და გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ასაკის შესაბამისი შეთავაზებები. 

წარმოადგენს თუ არა ბანანი გავრცელებულ კვებით ალერგენს?

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,


არა. მიუხედავად იმისა, რომ ბანანი არ განიხილება გავრცელებულ კვებით ალერგენად, მასზე ალერგიული რეაქციები დაფიქსირებულია. პირები, რომლებსაც აქვთ ალერგია ამბროზიის ან ლატექსის მიმართ, ან აწუხებთ ორალური ალერგიის სინდრომი (ასევე უწოდებენ საკვების მტვრის ალერგიის სინდრომს), შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი ბანანის მიმართაც. ორალური ალერგიის სინდრომი, როგორც წესი, იწვევს ზომიერ, დროებით ქავილს, ჩხვლეტას ან წვის შეგრძნებას პირის ღრუში, რომელიც ჩვეულებრივ თავისთავად ქრება. ბანანის მოხარშვამ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ორალური ალერგიის სიმპტომები.
ბანანის მიმართ შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ FPIES (საკვების პროტეინებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი). ეს არის დაგვიანებული ალერგიული რეაქციის ტიპი, რომელსაც ახასიათებს ღებინება, დიარეა, დაბალი არტერიული წნევა და გაუწყლოება. სიმპტომები საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩნდება. 

როგორ მოვამზადოთ ბანანი ბავშვისთვის?

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს გაფცქვნილი ბანანის ნახევარი. გაყავით ბანანი სამ სიგრძივ ნაწილად, ან დაჭყლიტეთ ის და შესთავაზეთ ბავშვს კოვზით. თუ შეამჩნევთ, რომ ბანანი ეწებება ბავშვის პირის ღრუს, შეამცირეთ ნაჭრის ზომები.
9-დან 12 თვემდე: ბანანის სამ თანაბარ ნაწილად გაყოფილი ნაჭრების შეთავაზება ამ ასაკში შესანიშნავი ვარიანტია. ბავშვს უვითარდება პინცეტის რეფლექსი. ბანანის ნაჭრები შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს ამ უნარის განსავითარებლად. ბანანი შეგიძლიათ დაამატოთ იოგურტს ან შვრიის ფაფას.
12-დან 18 თვემდე: შესთავაზეთ ნაკბენის ზომის ნაჭრები — ან თუ თავს კომფორტულად გრძნობთ, შუაზე გაჭრილი ან თუნდაც მთლიანი ბანანი. ნაჭრების ზომა ბავშვის კვების უნარებზეა დამოკიდებული.
18-დან 24 თვემდე: ეს მშვენიერი დროა მთელი ბანანის შეთავაზებისთვის. სცადეთ ასწავლოთ ბავშვს ბანანის კანის გაცლა - ეს სახალისო აქტივობაა პატარებისთვის.

რეცეპტი: ბანანი დარიჩინით მზესუმზირის სოუსთან ერთად

ინგერდიენტები:
•    1 საშუალო ზომის ბანანი
•    2 სუფრის კოვზი (28 გრ) უმარილო, უშაქრო მზესუმზირის კარაქი
•    1 ჩაის კოვზი (5 მლ) თბილი წყალი 
•    ¼ ჩაის კოვზი (1,5 გრ) დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი:
•    გაჭერით ბანანი შუაში.
•    დაჭერით ბანანი მრგვალ ნაჭრებად და შემდეგ თითის ნაზი ზეწოლით გამოყავით მისი ნაწილები.
•    მზესუმზირის თესლის კარაქი, წყალი და დარიჩინი ათქვიფეთ თასში ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. თუ საჭირო გახდა, სოუსის კონსისტენციის მისაღებად დაამატეთ წყალი. 
•    მიართვით ბავშვს და მიეცით მას ხელით კვების უფლება. აჩვენეთ, თუ როგორ ჩააგდოს ბანანის ნაჭრები სოუსში და ნება მიეცით დამოუკიდებლად გააკეთოს ეს. თუ ეს არ გამოვიდა, ჩაყარეთ ბანანი სოუსის თასში, დაჭყლიტეთ ის, აიღეთ კოვზით და დადეთ კოვზი თასის გვერდით რათა ბავშვმა ის თავად აიღოს, ან მიაწოდეთ მას კოვზი.
შენახვა: შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 5 დღემდე.

ბანანი, ბავშვთა კვება, ბანანი მენიუში, დამატებითი კვება, ბანანი ბავშვის მენიუში,

გემოების შეხამება:

ბანანის არომატი კარგად ერწყმის ტროპიკულ ხილს, როგორიცაა გუავა, ლიჩი, მანგო და პაპაია და კენკრას, როგორიცაა მაყვალი, მოცვი, მარწყვი. სცადეთ ბანანის შერწყმა თხილეულთან, როგორიცაა ნუში, კეშიუ, ქოქოსი, მიწისთხილი ან კაკალი. ბანანს ასევე უხდება რძის პროდუქტები, როგორიცაა, კეფირი, რიკოტა ყველი ან იოგურტი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, გოგრა ან ტკბილი კარტოფილი და მარცვლეული, როგორიცაა, ამარანტი, ქინოა ან ბრინჯი.

წყარო:solidstarts.com