ზეთისხილი ბავშვის მენიუში

13-10-2021

პროდუქტის ტიპი: ხილი 
რეკომენდირებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
არ წარმოადგენს გავრცელებულ ალერგენს

როდის შეუძლიათ პატარებს მიირთვან ზეთისხილი?
ბავშვს შეგიძლიათ ზეთისხილი შესთავაზოთ მაშინვე, როგორც კი ის დამატებით მყარი საკვების მიღებას დაიწყებს. ეს, ძირითადად, 6 თვის ასაკში ხდება. თუმცა, უმჯობესია დაიცადოთ სანამ ბავშვს 1 წელი შეუსრულდება, რომ მას რეგულარულად აჭამოთ ზეთისხილი. ზეთისხილი საკმაოდ დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს - მნიშნელოვან მინერალს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა მცირე დოზებში, თუმცა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს დიდი რაოდენობით მიღებისას. 

სასარგებლოა თუ არა ზეთისხილი ბავშვებისთვის?
დიახ, თუმცა ზომიერი რაოდენობით. ზეთისხილი კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლო უჯრედისის და ჯანსაღი ცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს, რომელიც საჭიროა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების განვითარებისთვის. ზეთისხილი მდიდარია E ვიტამინით, რაც საჭიროა ტვინის, კანის და მხედველობის განვითრებისთვის, A და C ვიტამინს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, და რკინას, რომელიც ხელს უწყობს სისხლით ჟანგბადის გავრცელებას. ის ასევე შეიცავს სასარგებლო მცენარეულ შენაერთებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები. როგორც ყველა სხვა ხილი და ბოსტნეული, ზეთისხილი საკვები ნივთიერებების მრავალფეროვან ნაკრებს შეიცავს. სხვადასხვა ფერის და ჯიშის ზეთისხილის მირთმევა კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს გემოებს და მიღებულ სასარგებლო ნივთიერებებს.
★რჩევა:
დაკონსერვებული ზეთისხილი გაუხსნელ ქილაში გრილ და ბნელ საკუჭნაოში რამდენიმე თვე ინახება. თუ დაკონსერვებული არ არის ან ქილა გახსნილა, ზეთისხილი ინახება დაახლოებით 1 თვის მანძილზე, მაცივარში.

ზეთისხილი უძველესი ხილია, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოდის. იმის მიუხედავად, რომ ზეთისხილის ხეები მილიონობით წელია რაც ჩვენს პლანეტაზე იზრდება, ადამიანებმა მათი კულტივირება მხოლოდ 2 ათასი წლის წინ დაიწყეს, სავარაუდოდ, საბერძნეთში. დღესდღეობით ზეთისხილი თბილი კლიმატის ქვეყნებში, ფერმებში მოჰყავთ. გამოყვანილია მისი ასობით ჯიში. მათ აქვთ სხვადასხვა ფერი და ზომა: ყავისფერი, მწვანე, შავი, რაც დამოკიდებულია მათი გამოყვანის მეთოდებზე და სიმწიფის ხარისხზე.

რეცეპტი: ზეთისხილის რგოლები დაჭყლეტილ მუხუდოსთან და ფორთოხალთან ერთად.
ულუფა: 1, ბავშვისთვის განკუთვნილი.
ინგრედიენტები
•    ½ ჭიქა მუხუდო
•    4 უკურკო ზეთისხილი
•    1 ფორთოხალი
•    1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი
1.    გაავლეთ წყალი მუხუდოს იმისთვის, რომ მოაშოროთ ზედმეტი ნატრიუმი. დაჭყლიტეთ მუხუდო, რომ შეამციროთ გადაცდენის რისკი. 
2.    გაჭერით ზეთისხილი ოთხად ან დაჭერით რგოლებად, რომ თავიდან აიცილოთ გადაცდენა.
3.    დაჭერით ფორთოხალი სეგმენტებად: პირველ რიგში გარეცხეთ და გააშრეთ ხილი, შემდეგ მოაშორეთ მას კანი და თეთრი ძგიდეების გასწვრივ დაჭერით სეგმენტებად. მოაცილეთ მას ყველა კურკა.
4.    მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ჯამში. ბავშვებისთვის, რომლებიც ახლახანს იწყებს მყარი საკვების მიღებას, უმჯობესია გამოიყენოთ ჯამი, რომელიც ფიქსირდება მაგიდის ზედაპირზე.
მიართვით ბავშვს კერძი: დართეთ მას ნება ჭამოს თითებით ან მოათავსეთ საკვები კოვზზე და მიაწოდეთ კოვზი ბავშვს. 
შენახვის წესი:  სალათი შეინახეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში

წყარო: solidstarts.com