პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს
როდის შეუძლია ბავშვს კარტოფილის მიღება?
კარტოფილი ბავშვის მენიუში შეგიძლიათ მაშინვე ჩასვათ, როცა ის მყარი საკვების მირთმევას დაიწყებს. ეს დაახლოებით 6 თვის ასაკიდან ხდება.
სასარგებლოა თუ არა კარტოფილი ბავშვებისთვის?
დიახ. კარტოფილი ბავშვს ამარაგებს აუცილებელი ენერგიით, ფოლიუმის მჟავით, რკინით, ვიტამინ B6-ით, C ვიტამინით და ქლორით, რომელიც ტვინის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. კარტოფილი უჯრედისის ისეთ კატეგორიას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.კარტოფილის მოყვანა პირველად სამხრეთ ამერიკის აიმარას და ქეჩუას ტომების ფერმერებმა ისწავლეს. კოლონიზაციის შემდეგ ეს ბოსტნეული აზიაში და ევროპაშიც გავრცელდა და მალე მთელი მსოფლიოს მენიუში უნივერსალური პროდუქტი გახდა. კარტოფილის მრავალი სახეობა და ვარიაცია არსებობს და თითოეულ მათგანს დამახასიათებელი ფერი, ფორმა და გემო აქვს.
უნდა გავთალოთ თუ არა კარტოფილი?
კარტოფილის კანი ანტიოქსიდანტებს და სასარგებლო მცენარეულ ნივთიერებებს შეიცავს, თუმცა კარტოფილი ზრდისას ნიადაგიდან რკინას იწოვს, რომელიც მის კანში მარაგდება. კარტოფილის კანი დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს და პესტიციდებს შეიცავს, ამიტომ ამ ნივთიერებების საზიანო გავლენისგან ბავშვის დასაცავად უმჯობესია მან გათლილი კარტოფილი მიიღოს.
რჩევა: მოაშორეთ კარტოფილს შავი წერტილები და ბოლქვები, სანამ მოამზადებთ. კარტოფილის ბოლქვი დიდი რაოდენობით სალინს შეიცავს, რომლის ჭარბად მიღებაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კარტოფილის მაღალ ტემპერატურაზე მომზადება ამცირებს მასში სელენის შემცველობას.
რამდენად დიდ საფრთხეს წარმოდგენს კარტოფილი გადაცდენის მხრივ?
თუ კარტოფილი საკმარისად და ასაკის შესაბამისადაა მომზადებული, მისი გადაცდენის შანსი ძალიან მცირეა. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოებისთვის კვებისას ბავშვის სიახლოვეს უნდა იყოთ.
წარმოადგენს თუ არა კარტოფილი გავრცელებულ კვებით ალერგენს?
არა, კარტოფილის მიმართ ალერგია იშვიათია. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ეგზემა ან სხვა კვებითი ალერგია, შეიძლება ასევე ჰქონდეთ ალერგიული რეაქცია კარტოფილზეც. ამის გარდა, ადამიანები ორალური ალერგიის სინდრომით (საკვების მტვრის სინდრომი) სენსიტიური არიან გაუთლელი ან არასაკმარისად მომზადებული კარტოფილის მიმართ. ორალური ალერგიის სინდრომი იწვევს ქავილის შეგრძნებას პირის ღრუში, არ წარმოადგენს საშიშ რეაქციას და გრძელდება მცირე დროით.აღწერილია ერთეული შემთხვევები, როცა კარტოფილის მიმართ განვითარდა სიცოცხლისთვის საშიში, ანაფილაქსიური რეაქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც ალერგიული არიან ლატექსის მიმართ.
როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ბავშვებისთვის?
6 თვიდან: შესთავაზეთ ბავშვს კარტოფილის მოზრდილი ნაჭრები, რომელთა ხელში დაჭერას და დამოუკიდებლად მირთმევას შეძლებს, ან დაუდეთ კარტოფილის პიურე კოვზზე და მიაწოდეთ. ასევე შეგიძლიათ პიურეს შეურიოთ დედის რძე, ხელოვნური რძე, ყველი ან იოგურტი, დაფქვილი თხილი ან მცირეოდენი ზეთი. შეგიძლიათ კარტოფილს შეურიოთ ბავშვისთვის ძნელად მოსახელთებელი საკვები, როგორიცაა მოხარშული ბრინჯი, ბარდა, ამარანტი, რათა მათი მირთმევის პროცესი უფრო კომფორტული გახდეს.
9 თვიდან: ამ ასაკში ბავშვები იწყებენ მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღების უნარის განვითარებას. შეამცირეთ კარტოფილის ნაჭრების ზომა და მიეცით ბავშვს საშუალება ივარჯიშოს მათ აღებაში.
12 თვიდან: შესთავაზეთ ბავშვს კიდევ უფრო პატარა ზომის ნაჭრები და სცადეთ ასწავლოთ ჩანგლის და კოვზის გამოყენება. ეცადეთ არ დააძალოთ ბავშვს ჩაგლის გამოყენება, მან შეიძლება ისევ თითებით ჭამა არჩიოს, რაც ამ ასაკისთვის სრულიად ბუნებრივია. ჩანგლის და სხვა საკვები მოწყობილობების გამოყენებას ბავშვები საშუალოდ 18-24 თვის ასაკში სწავლობენ.
რეცეპტი: კოლკანონი (კარტოფილის პიურე ირლანდიურად)
ინგრედიენტები:
• 1 დიდი კარტოფილი
• 1 კბილი ნიორი
• 1 მცირე ზომის ხახვი
• 4 ისპანახის ღერო, ან 1 ჭიქა გაყინული ისპანახის ფოთლები
• 2 სუფრის კოვზი დაუმარილებელი კარაქი ან ზეითუნის ზეთი
• ½ ჭიქა რძე
• ¼ ჭიქა ყველი მასკარპონე, რიკოტა ან დაუმტკბარი იოგურტი
მომზადების წესი:
• გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით კარტოფილი მსხვილ ნაჭრებად.
• მოათავსეთ კარტოფილი ქვაბში და დაფარეთ წყლით.
• მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, შემდეგ დაახურეთ ქვაბს თავსახური და დაიყვანეთ ცეცხლი საშუალო დონეზე. მოხარშეთ კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე.
• სანამ კარტოფილი იხარშება, გაფცქვენით და დაკეპეთ ხახვი და ნიორი. მოაშორეთ ისპანახის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი.
• გაადნეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი და ხახვი და მოთუშეთ 5 წუთით.
• დაამატეთ ხახვს და ნიორს ისპანახი და მოთუშეთ, სანამ ფოთლები ხასხასა ფერს შეიძენს, დაახლოებით 3 წუთით.
• დაუმატეთ რძე. როდესაც ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ მოხარშული კარტოფილი, ყველი ან იოგურტი. დაჭყლიტეთ კარტოფილი ერთიანი ტექსტურის მიღებამდე.
• გამორთეთ გაზქურა და გააგრილეთ კერძი ოთახის ტემპერატურამდე.
• მიეცით ბავშვს უფლება, დამოუკიდებლად მიირთვას პიურე ჯამიდან, ასევე შეგიძლიათ აიღოთ პიურე კოვზით და მიაწოდოთ კოვზი ბავშვს. მისართმევი ულუფის განსაზღვრა მიანდეთ ბავშვის მადას.
შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში.
გემოების შეხამება:
მოამზადეთ კარტოფილი მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეულებთან, როგორებიცაა: ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, თალგამი, გოგრა, ძირთეთრა, კეჟერა, ან არტიშოკი. ასევე კარტოფილს უხდება ცხიმიანი პროდუქტები, როგორებიცაა: ყველი, იოგურტი, ხაჭო, ხორცპროდუქტები. კარტოფილის კერძის შესაკმაზად გამოიყენეთ ლიმონის წვენი, ტარხუნა, ცხარე წიწაკა, ნიორი, ლიმონგრასი, ოხრახუში, კიმჩი.