თაფლი - რატომ უნდა შეიკავოთ თავი და წლამდე ბავშვს არ გაასინჯოთ ის

30-04-2022

რეკომენდებული ასაკი: 12 თვე + 

გაფრთხილება - თაფლი შეიძლება შეიცავდეს Clostridium botulinum-ის სპორებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვილების ბოტულიზმი. ეს იშვიათი, მაგრამ პოტენციურად ფატალური დაავადებაა. ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან 12 თვემდე ასაკის ბავშვები. ასე რომ, დაელოდეთ ბავშვის პირველ დაბადების დღეს, სანამ მის კვების რაციონში თაფლს შეიტანთ.

უსაფრთხოა თუ არა თაფლი ჩვილი ბავშვებისთვის?
არა. არასოდეს მისცეთ თაფლი ჩვილ ბავშვს, თუნდაც ის სტერილიზებული იყოს. თაფლის მიღება ასოცირებულია ჩვილებში ბოტულიზმის გაზრდილ რისკთან - იშვიათი, მაგრამ პოტენციურად ფატალური მდგომარეობა, გამოწვეული Clostridium botulinum-ის სპორებით, რომლებიც მრავლდებიან ბავშვის ნაწლავში და წარმოქმნიან ტოქსინებს, რომლებიც თავს ესხმიან ნერვულ სისტემას.

ჩვილების ბოტულიზმი ემართება 12 თვემდე ასაკის ბავშვებს. ამ ასაკში ნაწლავის მიკრობიომი ჯერ კიდევ ვითარდება, რაც ჩვილ ბავშვებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ზემოთ ხსენებული პათოგენის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი თაფლს სტერილიზაციას უტარებს, გლობალურ ბაზარზე არსებობს არათანმიმდევრული რეგულაციები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ პროდუქტის უსაფრთხოებას. 

როდის შეუძლიათ ბავშვებს მიირთვან თაფლი?
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოდ ითვლება თაფლის ბავშვის კვების რაციონში პირველი დაბადების დღის შემდეგ შეტანა, შეიძლება უკეთესი იყოს დაელოდოთ მეორე დაბადების დღემდე შაქრისა და დამატკბობლების (მათ შორის აგავას, ფინიკის სიროფის და ნეკერჩხლის სიროფის) ბავშვისთვის მიწოდებას. ჭარბი რაოდენობით დამატკბობლების მიღებამ, როგორიცაა თაფლი, შეიძლება შეამციროს თქვენი შვილის დაინტერესება სხვა საკვების მიმართ და გაზარდოს სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი, უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე. ჩვილები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან სიტკბოსკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დაეხმაროთ თქვენს შვილს, განუვითარდეს ინტერესი უფრო მრავალფეროვანი გემოს მქონე საკვების მიმართ, რომელიც არ შეიცავს შაქარს. 

სასარგებლოა თუ არა თაფლი ბავშვებისთვის?
არა. ვიმეორებთ, თაფლი არ არის უსაფრთხო საკვები ჩვილებისთვის, რადგან მას შეუძლია თქვენი შვილი ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმის რისკის ქვეშ დააყენოს. თუ ბავშვის ასაკი 12 თვეზე მეტია, მისაღებია თაფლის მცირე რაოდენობით შეთავაზება. პედიატრიის ამერიკის აკადემია რეკომენდაციას უწევს მცირე რაოდენობით თაფლის მიღებას (2-დან 5 მლ-მდე) ხველის სამკურნალოდ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. როცა მზად იქნებით ბავშვისთვის თაფლის შესათავაზებლად, მას ასობით ვარიანტი შეგიძლიათ გაასინჯოთ, თითოეული განსხვავებული გემოთი, რომელიც დამოკიდებულია ფუტკრის დიეტაზე. თაფლში შემავალი საკვები ნივთიერებების პროფილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ფუტკრის კვების რაციონისა და თაფლის ფორმის მიხედვით, მაგალითად, ნედლი თაფლი  უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე დამუშავებული თაფლი. კვლევების საფუძველზე არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთი სახეობის თაფლს შეიძლება ჰქონდეს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება, მაგრამ ჩამოყალიბებული აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს თაფლის სამკურნალო მიზნებით გამოყენების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, თაფლის რომელ სახეობას აირჩევთ, ყველა მათგანს ერთი საერთო აქვს - შაქარი. თაფლს აკლია ცილები და ცხიმები, მაგრამ მდიდარია ნახშირწყლებით, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. თაფლი არის იდეალური ბუნებრივი დამატკბობელი, რადგან ის შეიცავს უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ მისმა ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას. 
და ბოლოს, შეეცადეთ შეიძინოთ თაფლი სანდო წყაროსგან, რადგან ზოგიერთი თაფლი შეიცავს დამაბინძურებლებს. თაფლი შეიძლება დაბინძურდეს პესტიციდებით, ფუნგიციდებით, მძიმე ლითონებით, ბაქტერიებით, ანტიბიოტიკებით და რადიოაქტიური მასალებითაც კი იმ გარემოში, სადაც ფუტკარი ცხოვრობს. ასევე გავრცელებულია თაფლის შერევის პრაქტიკა სიმინდის სიროფთან, რათა გაიზარდოს მისი რაოდენობა. 

უნდა შევთავაზოთ თუ არა ბავშვებს თაფლის ფიჭა?
დიახ, მაგრამ ზომიერად და გარკვეული სიფრთხილით. ფიჭა შეიცავს თაფლს, ფუტკრის ცვილს, ფუტკრის მტვერს და სხვა კომპონენტებს (როგორიცაა პროპოლისი და სამეფო ჟელე). ჟელემ, რომელიც სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება თაფლის ფიჭაში, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. თაფლის ცვილისებრი კომპონენტი სასარგებლოა გულისა და ღვიძლისათვის, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია კუჭის პრობლემებთან. ფიჭის  ცვილისებრი კონსისტენციის გამო არსებობს გადაცდენის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად დაჭერით ფიჭა პატარა ნაჭრებად, რომელთა დაღეჭვასა და გადაყლაპვას ბავშვი მარტივად შეძლებს.

რამხელაა თაფლის ფიჭის გადაცდენის რისკი ბავშვებში?
ეს შესაძლებელია მაშინაც, თუ თაფლს ბავშვი მიირთმევს დამოუკიდებლად და მაშინაც, თუ ის სხვა რთულად დასაღეჭ საკვებთან არის შერეული (როგორიცაა უმი ვაშლი). რისკის შესამცირებლად შეზღუდეთ თაფლის რაოდენობა, რომელსაც ბავშვს სთავაზობთ და/ან კარგად აურიეთ ის სხვა საკვებში.

როგორ შევთავაზოთ თაფლი ბავშვს პირველად?
6-დან 12 თვემდე: მოერიდეთ ჩვილებისთვის თაფლის შეთავაზებას ბოტულიზმის რისკის გამო.
12-დან 24 თვემდე: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის პირველი დაბადების დღის შემდეგ თაფლის მირთმევა უსაფრთხოა, გასათვალისწინებელია, რომ თაფლი ბევრ შაქარს შეიცავს - და ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენს შვილს უფრო მრავალფეროვანი გემოები შესთავაზოთ, და არა მაინცდამაინც შაქარი და ტკბილეული.

24 თვის+: შეგიძლიათ თაფლი აქტიურად დანერგოთ ბავშვის კვების რაციონში. დაასხით მცირე რაოდენობით თაფლი საკვებს, როგორიცაა კარაქიანი პური, შვრიის ფაფა, იოგურტი, ან შეურიეთ სოუსებს და სმუზებს. 

რეცეპტი: ბრუსკეტი რიკოტითა და თაფლით (2 წლის ასაკიდან)
ინგრედიენტები:
•    1 ნაჭერი პური
•    1 სუფრის კოვზი რიკოტა (ან მისი მსგავსი სხვა ყველი)
•    1/4 ჩაის კოვზი არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
•    1/4 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
•    1/4 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი:
•    პური შებრაწეთ ტოსტერში, ტაფაზე ან წინასწარ გახურებულ ღუმელში, სანამ ხრაშუნა არ გხდება.
•    გახუხულ პურს ზემოდან წაუსვით რიკოტა (ან რომელიმე სხვა ყველი).
•    ზემოდან დაასხით ზეთი, ლიმონის წვენი და თაფლი. 
•    სუფრაზე მიტანის წინ პური დაჭერით ასაკისთვის შესაფერის ზომებად.

გემოების შეხამება:
სხვადასხვა ტიპის თაფლს ძალიან განსხვავებული გემოები აქვს, მაგრამ სიტკბო ყველა გამთგანს აერთიანებს. თაფლს ხშირად იყნებენ როგორც რაფინირებული შაქრის შემცვლელს პურისა და ცომეულის წარმოებაში. სცადეთ მისი შერწყმა სხვა საკვებთან, რათა დააბალანსოთ გემოები, დაწყებული ყველით, როგორიცაა თხის ყველი, მასკარპონე ან რიკოტა. გამოიყენეთ ის ისეთ ხილის ტორტთან, როგორიცაა ვაშლი, მოცვი ან ანანასი, ბუნებრივად ტკბილ ბოსტნეულთან, როგორიცაა ჭარხალი, სტაფილო ან იამსი, პიკანტურ საკვებთან, როგორიცაა წიწაკა, ან მჟავე საკვებთან, როგორიცაა პომიდორი. ზოგს უყვარს პიცაზე თაფლის დასხმაც კი უყვარს! 

წყარო: solidstarts.com