ისპანახი ბავშვის მენიუში - რა ასაკიდან შევთავაზოთ?

29-05-2022

პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
რეკომენდებული ასაკი: 6 თვე +
ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს

ისპანახის მირთმევა ბავშვს შეუძლია დაიწყოს, როგორც კი მზად იქნება მყარ საკვებზე გადასასვლელად, რაც ჩვეულებრივ, დაახლოებით 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა ისპანახი ბავშვებისთვის?

დიახ – თუმცა ეს არ არის რკინით ისეთი მდიდარი სუპერპროდუქტი, როგორადაც მარკეტოლოგები წარმოგვიჩენენ. მართალია, ახალი ისპანახი შეიცავს რკინას, მაგრამ მასში რკინის რაოდენობა არ არის ისეთი მაღალი, როგორც ადრე ფიქრობდნენ. ისპანახის მოხარშვა და მისი მირთმევა C ვიტამინის შემცველ საკვებთან ერთად ეხმარება ორგანიზმს მეტი რაოდენობის რკინის ათვისებაში.
ისპანახის ნაკლებად ცნობილი სარგებელი არის ის, რომ ეს ბოსტნეული ძალიან მდიდარია K ვიტამინით და სასარგებლო მცენარეული ნივთიერებებით, რომლებსაც პოლიფენოლები ეწოდება. ეს ნუტრიენტები ხელს უწყობს ძვლების და სისხლის უჯრედების ჯანსაღ ფუნქციონირებას. ისპანახი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინებს და მცენარეულ ანტიოქსიდანტებს - კაროტინოიდებს, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას. 

შესაძლოა გსმენიათ, რომ ისპანახი შეიცავს ნიტრატებს - ბუნებრივ მცენარეულ ნაერთებს, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ სისხლში ჟანგბადის დონეზე, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში. ჩვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, უფრო მგრძნობიარენი არიან ნიტრატების ზემოქმედების მიმართ. 
★რჩევა: ისპანახი შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი, გაყინული ან კონსერვირებული სახით. ჩვილებისა და პატარებისთვის ახალი ისპანახის მომზადებისას ჯერ კარგად გარეცხეთ ის. ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული ზრდისთვის საჭიროებენ პესტიციდებს.

რამდენად დიდია ისპანახის გადაცდენის საშიშროება ბავშვებში?

ისპანახი არ წარმოადგენს დახრჩობის საშიშროებას, თუმცა, თეორიულად, ბავშვს შეიძლება გადაცდეს ნებისმიერი საკვები. ნედლი ან მოხარშული ისპანახის ნაწილაკები შეიძლება მიეკრას ბავშვის ენას, ხოლო მთლიანი, ნედლი ისპანახის ფოთლების ღეჭვა და გადაყლაპვა განსაკუთრებით რთულია ჩვილებისთვის. რისკის შესამცირებლად წვრილად დაჭერით უმი ან მოხარშული ისპანახი.

ისპანახი, რეცეპტი, ვიტამინი, მყარი კვება,

წარმოადგენს თუ არა ისპანახი გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა. ისპანახზე ალერგია იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი. ლატექსის მიმართ ალერგიის მქონე პირებს შეიძლება გამოეხატოთ ალერგიული რეაქცია ისპანახის მიმართ, ან გამოუვლინდეთ ორალური ალერგიის სინდრომი (ასევე ცნობილი როგორც საკვების მტვრის ალერგია). ორალური ალერგიის სინდრომი ჩვეულებრივ იწვევს მოკლედლევადიან სიმპტომებს - ქავილი, ჩხვლეტა ან წვა პირის ღრუში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს საშიში რეაქცია. იმის გამო, რომ ისპანახი მდიდარია ჰისტამინით ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მგრძნობიარეა ჰისტამინის მიმართ, ასევე შეიძლება გამოეხატოს ალერგიის სიმპტომები დიდი რაოდენობით ისპანახის მიღების შემდეგ. 

როგორ მოვამზადოთ ისპანახი ბავშვებისთვის? (იხილეთ რეცეპტი - დააკლიკეთ აქ) 

6-დან 12 თვემდე: გარეცხეთ, მოხარშეთ და დაჭერით ისპანახი, შემდეგ მოაყარეთ მწვანილად დაჭრილ რბილ საკვებს, რომელიც ბავშვისთვის ადვილი მისაღებია, მაგალითად, მარცვლეულის ფაფებს, ბოსტნეულის პიურეს ან იოგურტს. ასევე შეგიძლიათ, მოხარშული და დაფქული ისპანახი შეურიოთ კვერცხით მომზადებულ კერძებს, როგორიცაა ფრიტატა, ან მიართვათ ბავშვს დამოუკიდებლად, ზეთით, ან ციტრუსის წვენთან ერთად, რომელიც შეიცავს ვიტამინი C-ს და ეხმარება ბავშვის ორგანიზმს ისპანახში არსებული მცენარეული რკინის ათვისებაში. ისპანახის ღეროები საკვებად ვარგისია, თუმცა ბევრი ბავშვი მას აფურთხებს, რადგან არ მოსწონს მათი ტექსტურა.  
12-დან 24 თვემდე: 12 თვის შემდეგ პატარები ხშირად იწყებენ უარის თქმას ბოსტნეულსა და მწვანილზე, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ბავშვის დიეტაში ეს პროდუქტები. განაგრძეთ მოხარშული და დაქუცმაცებული ისპანახის შეთავაზება. მოხარშული და დაჭრილი ისპანახი მოაყარეთ კვერცხის კერძებს. იმისთვის, რომ ბავშვი დაინტერესდეს ამ საკვებით, მოიწვიეთ, რათა დაგეხმაროთ უმი ისპანახის გარეცხვაში ან გაყინული მწვანილის გალღობაში მიკროტალღურ ღუმელზე ღილაკების დაჭერით. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ბავშვის ღეჭვის და ყლაპვის უნარი უფრო კოორდინირებულია და მას შეუძლია გადააფურთხოს საკვები, როდესაც მის გადაყლაპვას ვერ ახერხებს (ჩვეულებრივ, 24 თვის ასაკში), 

გემოების შეხამება:

ისპანახს აქვს ბალახოვანი არომატი, რომელიც კარგად ეხამება ბევრ საკვებს, როგორიცაა: ავოკადო, ბრინჯი, კვერცხი, მოცარელას ყველი, კარტოფილის პიურე ან ყველი რიკოტა, თხილეული, როგორიცაა ნუში, თხილი ან კაკალი, პარკოსნები, როგორიცაა ბარდა, წიწიბურა ან ოსპი. გამოიყენეთ ხორცის შესაკმაზად, როგორიცაა ქათმის, ცხვრის ან ღორის ხორცი. დააბალანსეთ ისპანახის ოდნავ მწარე გემო ტკბილი ხილით და ბოსტნეულით, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, ვაშლატამა, ატამი, ქლიავი ან მარწყვი. შეურიეთ მას ცოტაოდენი სანელებლები, როგორიცაა კუმინი, ნიორი, ან ჯანჯაფილი და ლიმონის, ლაიმის, ფორთოხლის ან თქვენი საყვარელი ციტრუსისგან მიღებული წვენი.