ავოკადო ბავშვის კვებაში 6 თვიდან

03-10-2021

პროდუქტის ტიპი: ხილი
რეკომენდებულია: 6 თვის ასაკიდან +

როდის შეუძლიათ ბავშვებს ავოკადოს ჭამა?

ავოკადოს მიღება ბავშვს შეუძლია, მყარ საკვებზე გადასვლისთანავე დაიწყოს. ეს, ძირითადად, 6 თვის ასაკში ხდება. მწიფე ავოკადო არის რბილი და შეცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ამიტომ ის არაჩვეულებრივი პირველი პროდუქტია ბავშვისთვის. 
ავოკადოს ისტორია იწყება ამერიკის კონტინენტზე, სადაც მას მიირთმევდნენ აცტეკები მრავალ ფორმაში, მათ შორის, საქვეყნოდ ცნობილი გვაკამოლის სახით. კოლონიზაციის შედეგად ავოკადოს თესლი ევროპაში ჩამოვიდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

ავოკადო, გვაკამოლე, ბავშვთა კვება, ბავშვის მენიუ, ავოკადო ბავშვისთვის,

რამდენად სასარგებლოა ავოკადო ბავშვებისთვის?

ავოკადო არის პოპულარული პირველი პროდუქტი ბავშვებისთვის და მარტივია იმის გაგება, თუ რატომ. ეს პროდუქტი მარტივი მოსამზადებელია და შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისსა და ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ტვინის განვითარებისთვის. ავოკადო ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით: ფოლიუმის მჟავით და B6 ვიტამინით. ის ასევე შეიცავს E ვიტამინს და თუთიას, რაც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. ავოკადო ზეთის კარგი ჩამნაცვლებელია, რადგან მდიდარია ცხიმებით.
ავოკადოს შეძენისას ალბათ შეგხვდებათ ორი ტიპის ავოკადო: დიდი ზომის, გლუვი ზედაპირით და შედარებით მცირე ზომის, უხეში ზედაპირით. მათი შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უფრო დიდი და მწვანე ნაყოფი შედარებით ნაკლები რაოდენობის ცხიმს შეიცავს. იმის მიუხედავად, თუ რომელ ნაირსახეობას აირჩევთ, დარწმუნდით, რომ მისი კანი დაზიანებული არ არის და მცირე ზეწოლისას ოდნავ რბილია.

★რჩევა: ავოკადო დამწიფებას მოკრეფის შემდეგ იწყებს. თუ თქვენ გინდათ, ჯერ კიდევ უმწიფარი, მაგარი ავოკადო სწრაფად დამწიფდეს, მოათავსეთ პარკში ვაშლთან ან ბანანთან ერთად. ვაშლი და ბანანი გამოყოფს ეთილენის აირს, რომელიც დამწიფების პროცესს აჩქარებს. ხოლო თუ პირიქით, უკვე მწიფე ავოკადო გაქვთ და გინდათ შეინახოთ დიდი ხნით, მოათავსეთ მაცივარში და დამწიფების პროცესი შენელდება. 

 

ავოკადო, გვაკამოლე, ბავშვთა კვება, ბავშვის მენიუ, ავოკადო ბავშვისთვის,

რეცეპტი: გვაკამოლი
რაოდენობა: დაახლოებით 1 ჭიქა 
მომზადების დრო: 5 წუთი

ინგრედიენტები
•    1 საშუალო ზომის ავოკადო
•    1 სუფრის კოვზი (8გრ) ზეითუნის ზეთი
•    1/2 ლაიმის წვენი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი/15 გრ)
მომზადების წესი
1.    ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ავოკადო ჯამში ერთიანი მასის მიღებამდე.
2.    შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ლაიმის წვენი.
3.    მოათავსეთ გვაკამოლი ჯამში და მიეცით ბავშვს საშუალება, ჭამოს ხელით ან აჭამეთ კოვზით.
შენახვის წესი: შეფუთეთ კონტეინერი ჰერმეტულად. ის მაცივარში შეინახება 2 დღით.

წყარო: solidstarts.com

ასევე დაგაინტერესებთ: