ისპანახისა და თხის ყველის ფრიტატა

29-05-2022

ინგრედიენტები:
•    3 ცალი კვერცხი
•    2 ½ ჭიქა ახალი (75 გრამი) ან ¼ ჭიქა (75 გრამი) გაყინული ისპანახი
•    ½ ხახვი (60 გრამი) 
•    1 სუფრის კოვზი (14 გრამი) ზეითუნის ზეთი
•    1 უნცია (28 გრამი) ახალი პასტერიზებული თხის ყველი (სურვილისამებრ) 

მომზადების წესი:
•    ათქვიფეთ კვერცხები.
•    გარეცხეთ და გააშრეთ ისპანახი, წვრილად დაჭერით და გადადეთ გვერდზე. 
•    გაფცქვენით და დაჭერით ხახვი.
•    გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე პატარა ტაფაში, შემდეგ დაუმატეთ ხახვი და მოურიეთ. მოშუშეთ ხახვი, სანამ ის რბილი და გამჭვირვალე გახდება, დაახლოებით 5 წუთით. 
•    დაამატეთ ისპანახი ტაფაში და დააყოვნეთ 1 წუთით, რათა ის ორთქლზე მოიწალოს. მოურიეთ ტაფაში არსებული პროდუქტები. მოშუშეთ მანამ, სანამ ისპანახი მთლიანად არ გაშრება. 
•    ჩაასხით ათქვეფილი კვერცხები ტაფაში და აურიეთ მწვანილთან და ხახვთან ერთად. დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ თავსახური და შეწყვით კვერცხები გამაგრებამდე და კიდეების დახვევამდე,

დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. 
•    ფრიტატას მოაყარეთ თხის ყველი. დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მანამ, სანამ ფრიტატას შიგთავსი ბოლომდე არ გამაგრდება, კიდევ 3 წუთი.
•    ფრიტატა დაჭერით ზოლებად, ორი თითის სიგანის ნაჭრებად. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. 
•    მიართვით ბავშვს ფრიტატას ზოლები და მიეცით მას ხელით კვების უფლება. ნება დართეთ ბავშვის მადას განსაზღვროს ერთჯერადი ულუფის ზომა. თუ ბავშვს უჭირს ფრიტატას ზოლების აღება თავად აიღეთ ის თეფშიდან და მიაწოდეთ ბავშვს. 
შენახვა: კერძი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 4 დღის განმავლობაში ან საყინულეში 2 თვის განმავლობაში.