გოგრის თესლი ბავშვის მენიუში

28-05-2022

გოგრის თესლი - როდის შეუძლიათ ბავშვებს გოგრის თესლის/კარაქის მირთმევა? 

წვრილად დაფქული გოგრის თესლი და გოგრის თესლის კარაქი (გათხელებული ვაშლის სოუსით, დედის რძით, ხელოვნური საკვებით, იოგურტით ან სხვა სითხით, რათა შემცირდეს გადაცდენის რისკი) შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვებს, როგორც კი ისინი მზად იქნებიან მყარ საკვებზე გადასასვლელად, დაახლოებით 6 თვის ასაკში.

არის თუ არა გოგრის თესლი სასარგებლო ბავშვებისთვის?

დიახ. ის მდიდარია ცილებით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. გოგრის თესლს (და გოგრის თესლის კარაქს) აქვს ვიტამინებისა და მინერალების განსაკუთრებული შემადგენლობა, საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, როგორიცაა ვიტამინი K და სპილენძი, რკინა და მაგნიუმი. ის ასევე არის თუთიის ერთ-ერთი უმდიდრესი მცენარეული წყარო, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში ჩვეულებრივ დეფიციტური ნივთიერებაა. 

რამდენად დიდია გოგრის თესლის გადაცდენის რისკი ჩვილ ბავშვებში? 

მთლიანი გოგრის თესლის ან თხილის მიღება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყოველთვის დაკავშირებულია დახრჩობის საფრთხესთან, ამიტომ ბავშვს ის უნდა მიეწოდოს უსაფრთხო ფორმით. 
რისკის შესამცირებლად წვრილად დაფქვით თესლი ან წვრილად გახეხეთ კარაქი იოგურტთან ერთად (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის სოუსი, დედის რძე ან ხელოვნური საკვები) ან შეიძინეთ გოგრის თესლის ფხვნილი (ხშირად იყიდება როგორც „გოგრის თესლის პროტეინის ფხვნილი“ – მოძებნეთ ბრენდები მხოლოდ ერთი ინგრედიენტით).

წარმოადგენს თუ არა გოგრის თესლი გავრცელებულ კვებით ალერგენს? 

არა, თხილისა ან სეზამის მარცვლებისგან განსხვავებით,  გოგრის თესლი არ არის გავრცელებული ალერგენი. ამის მიუხედავად ყველა ადამიანი უნიკალურია. ყურადღებით დააკვირდით თქვენს პატარას, როდესაც პირველად აწვდით ახალ საკვებს. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს შვილს აქვს კვებითი ალერგია, ეწვიეთ ალერგოლოგს ტესტირებისთვის. 

როგორ მოვამზადოთ გოგრის თესლი ბავშვებისთვის?

6-დან 12 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მცირე რაოდენობით გოგრის თესლის კარაქი, გათხელებული დედის რძით, ხელოვნური საკვებით ან იოგურტით ან მოაყარეთ მცირე რაოდენობით წვრილად დაფქული გოგრის თესლი ხილს. გამოიყენეთ ყავის საფქვავი ან სანელებლების საფქვავი. არ შესთავაზოთ ბავშვს დაფქული თესლი დამოუკიდებლად, რადგან ის წებოვანია და შესაძლოა ყელში გაეჭედოს. 
12-დან 24 თვემდე: განაგრძეთ იოგურტით გათხელებული გოგრის თესლის კარაქის მცირე რაოდენობით შეთავაზება ან დაუმატეთ დაფქული თესლი სხვა კერძებს ან საკვებს. ამ ასაკში ბავშვი უკვე მზადაა ტოსტზე წასმული თხილის ან გოგრის თესლის კარაქის გასასინჯად, თუმცა დარწმუნდით, რომ კარაქი თანაბრად და თხელ ფენად არის გადანაწილებული ტოსტზე. 

წყარო solidstarts.com

იხილეთ რეცეპტი