ჯანჯაფილი შეიძლება შეიტანოთ ბავშვის კვების რაციონში, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკიდან ხდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ნედლი ჯანჯაფილი შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, თუ უსაფრთხოდ არ იქნება მომზადებული.
★რჩევა:ჯანჯაფილისყიდვისას დააკვირდით, რომ მისი ფესვები მყარია და ნაოჭები არ აქვს. ახალი ჯანჯაფილი ოთახის ტემპერატურაზე 5 დღემდე ინახება, მაცივარში - 3 კვირამდე, საყინულეში - 6 თვემდე. გამომშრალი ჯანჯაფილის ნაჭრების შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე, საკუჭნაოში, რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჯანჯაფილი შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ბოჭკოს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მინერალებს. მასში 400-მდე განსხვავებული ნაერთი შედის, მათ შორისაა პოლიფენოლები - გინჯეროლი, კვერცეტინი, ზინგერონი და ტერპენები (რომლებიც მცენარეებს სპეციფიკურ არომატს აძლევს) - რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ღებინების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.
არა.ჯანჯაფილი, მისი ხშირად გამოყენებული ფორმით (გახეხილი, დაჭრილი, დაფქული და ა.შ.), არ წარმოადგენს გადაცდენის და დახრჩობის საშიშროებას, თუმცა თეორიულად, ბავშვს შეიძლება ნებისმიერი სახის საკვები გადასცდეს. რისკის შესამცირებლად, თხლად დაჭერით ან გახეხეთ ჯანჯაფილი და თავი შეიკავეთ ბავშვისთვის ჯანჯაფილის საღეჭი რეზინის შეთავაზებისგან, რაც დახრჩობის რისკს წარმოადგენს.
ჯანჯაფილი არ შედის გავრცელებულ ალერგენთა სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯაფილზე ალერგია იშვიათია, ის მაინც ფიქსირდება და ზოგჯერ მძიმე ფრომითაც შეიძლება გამოვლინდეს. როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეთავაზებისას, დაიწყეთ მცირე ზომის ულუფებით. თუ არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირდა, თანდათან გაზარდეთ ულუფების ზომა.
6-დან 12 თვემდე:
ბავშვის საკვებში დაამატეთ მცირე რაოდენობით გახეხილი ჯანჯაფილი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი ჯანჯაფილის ფხვნილი, რომელიც ბავშვს დაეხმარება ბოსტნეულის მონელებაში. შეურიეთ ის რბილ საკვებში, როგორიცაა ბრინჯის ფაფა, ოსპი ან შვრია. მთლიანი ან დაფხვნილი ჯანჯაფილი შეურიეთ მსხვილ, რბილ კიმჩის ბრინჯის ბურთულებს ან ხორცის ბურთულებს, რომლებიც ადვილად ასაღებია ბავშვისთვის.
12-დან 18 თვემდე:
განაგრძეთ ბავშვისთვის საკვების შეზავება ჯანჯაფილის ნაჭრებით ან დაფქული ჯანჯაფილით. ამ ასაკში არ არის აუცილებელი მისი გახეხვა - მისაღებია ჯანჯაფილის თხელი ნაჭრებიც. სცადეთ ჯანჯაფილის დამატება კრეპებში, ბლინებში, მაფინებსა და პურში. თბილი ჯანჯაფილის ჩაი ასევე მისაღებია ამ ასაკში და შესანიშნავი საშუალებაა ბავშვისთვის ჭიქიდან სმაში ვარჯიშისთვის.
18-დან 24 თვემდე:
განაგრძეთ ჯანჯაფილის დამატება კერძებში. სცადეთ დაამატოთ ის სმუზებში და განაგრძეთ ჯანჯაფილის ჩაის შეთავაზება ღია ჭიქაში, როგორიცაა ჰიბისკუსის და ჯანჯაფილის ჩაი, ლიმონიანი ჯანჯაფილის ჩაი ან ჯანჯაფილის და კურკუმას ჩაი.
ჯანჯაფილის სოუსი ბოსტნეულისთვის
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შენახვა: ჯანჯაფილის სოუსი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 4 დღის განმავლობაში.
წყარო: solidstarts.com
ასევე დაგაინტერესებთ: