ყურძენი ბავშვისთვის - როდის და რა ფორმით შევთავაზოთ

13-02-2023

როდის შეუძლიათ ბავშვებს ყურძნის მირთმევა?

იმის გამო, რომ ყურძენი ჩვილი ბავშვებისთვის უსაფრთხო საკვებს არ წარმოადგენს, თვითკვების სწავლისას მისი მენიუში ჩართვა 9 თვის ასაკამდე არ არის სასურველი.

არის თუ არა ყურძენი ბავშვებისთვის სასარგებლო?

დიახ. ყურძენი შეიცავს ბოჭკოს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და K ვიტამინს. სხვა ფერადი ხილისა და ბოსტნეულის მსგავსად, ყურძენში უხვადაა ძლიერი ანტიოქსიდანტები, სახელწოდებით ფიტონუტრიენტები, რომლებიც იცავენ უჯერედების მთლიანობას და ამცირებენ მრავალი დაავადების რისკს.
ყურძენი ასევე მდიდარია ბუნებრივი შაქრით, რის გამოც მას ხშირად იყენებენ ტკბილეულის წარმოებაში. 

წარმოადგენს თუ არა ყურძენი გადაცდენის საშიშროებას?

დიახ. ყურძენი მრგვალი და სრიალაა და მისი დაღეჭვა რთულია. რისკის შესამცირებლად, ბავშვს შესთავაზეთ მხოლოდ მსხვილი, წაგრძელებული ფორმის ყურძენი, გაჭერით ის სიგრძეზე და ამოიღეთ წიპწები.

ყურძენი, ყურძენი ბავშვებისთვის,

არის თუ არა ყურძენი გავრცელებული კვებითი ალერგენი?

არა. ყურძენზე ალერგია იშვიათია, თუმცა - არა გაუგონარი. თეორიულად, ინდივიდს შეიძლება ალერგია ნებისმიერ საკვებზე ჰქონდეს. 
როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეთავაზებისას, დაიწყეთ მცირე ულუფით. თუ არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირდა, თანდათან გაზარდეთ ულუფის ზომა.

როგორ შევთავაზოთ ყურძენი ბავშვს?

6-დან 9 თვემდე:
დაელოდეთ, სანამ ბავშვს განუვითარდება პინცეტის რეფლექსი და შეძლებს დამოუკიდებლად აიღოს ყურძნის ნაჭრები. ყურძნის თითოეული მარცვალი გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად, რათა შეამციროთ გადაცდენის რისკი. შეარჩიეთ ყურძენი დიდი და წაგრძელებული ფორმის მარცვლებით.

9-დან 12 თვემდე:
შესთავაზეთ ყურძნის მარცვლები (გაჭრილი სიგრძეზე) ბავშვს დამოუკიდებლად ასაღებად. სასურველია ის იყოს დიდი და წაგრძელებული, და არა პატარა და მრგვალი. თუ გსურთ, დატოვეთ კანი, მაგრამ დარწმუნდით, რომ ამოიღეთ წიპწები. 

ყურძენი, ყურძენი ბავშვისთვის,

რეცეპტი ცისარტყელას სალათი

ინგრედიენტები:
4 ყურძენის მარცვალი
4 დიდი ზომის მარწყვი
1 ცალი ბანანი
1 ცალი კივი
½ ჭიქა (74 გრ) მოცვი
1 ცალი ფორთოხალი
½ ჭიქა (120 მლ) იოგურტი (სურვილისამებრ)
1 ჩაის კოვზი (5 გრ) დაფქული მიწის თხილი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:
გამოიყენეთ ხილის ნებისმიერი კომბინაცია ინგრედიენტების სიიდან. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ხილი და პრობლემა არ არის, თუ ხილის რომელიმე სახეობა არ მოგეპოვებათ. 

  • გარეცხეთ ხილი და გაათავისუფლეთ ღეროების, კურკების, წიპწების და ფოთლებისგან.
  • ბანანი და კივი დაჭერით ნაკბენის ზომის ნაჭრებად.
  • თხლად დაჭერით მარწყვი და გააბრტყელეთ მოცვი თითებს შორის.
  • ყურძნის მარცვლები დაჭერით ოთხ თანაბარ ნაწილად.
  • გადაიტანეთ ხილის თასში. 
  • ფორთოხალი გაჭერით შუაზე და ერთი ნახევრიდან წვენი გამოწურეთ და ხილს დაასხით.
  • ნაზად აურიეთ ხილის ნაჭრები.
  • სურვილისამებრ, ზემოდან მოაყარეთ დაფქული მიწის თხილი.

შენახვა: ცისარტყელას სალათი ინახება მაცივარში, ჰერმეტულ კონტეინერში, 3 დღის განმავლობაში.

წყარო: solidstarts 

ასევე დაგაინტერესებთ: