ნუში ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე შეიტანოთ, როცა ის მზად იქნება მყარი საკვების მისართმევად, რაც, ძირითადად, 6 თვის ასაკში ხდება.
ნუში ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, მცენარეული ცილებს და გულისთვის სასარგებლო ცხიმებს, ასევე უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მათ შორისაა: კალციუმი, თუთია, ვიტამინი E და რკინა.
არა. 12 თვემდე (ჩვილობის ასაკი) ერთადერთი სითხე, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს, არის დედის რძე, ან ხელოვნური საკვები და 6 თვის შემდეგ დამატებით, მცირე რაოდენობით, წყალი.
დიახ. მთლიანი ნუში, მისი ნაჭრები, ან კარაქი ითვლება საშიშროებად ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ ნუში წვრილად დაფქვათ და დაუმატოთ სხვა საკვებს, ხოლო ნუშის კარაქი გასათხიერებლად შეურიეთ ვაშლის პიურეს, იოგურტს, დედის რძეს, ხელოვნურ საკვებს ან წყალს.
დიახ. ნუში, ისევე როგორც სხვა სახეობის თხილეული ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, თუმცა ერთი სახეობის თხილზე ალერგია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თხილი უნდა ამოიღოთ რაციონიდან.
6-დან 12 თვემდე:
გლუვი კონსისტენციის ნუშის კარაქს შეურიეთ ვაშლის პიურე, იოგურტი, რძე, ან წყალი, ან წვრილად დაფქული ნუში დაუმატეთ სხვა საკვებს, რომელსაც წებვადობა ახასიათებს, როგორიცაა ავოკადო ან ბანანი. ასევე შეგიძლიათ დესერტის მომზადებისას ცომს დაუმატოთ ნუშის კარაქი, ან ნუშის ფქვილი. თავი შეიკავეთ ტოსტზე წასმული თხილის კარაქის შეთავაზებისგან, რადგან პურმა და თხილის კარაქმა ერთად შეიძლება გამოიწვიოს გადაცდენა.
12-დან 24 თვემდე:
განაგრძეთ გლუვი ნუშის კარაქის შერევა იოგურტში, მარცვლეულის ფაფაში, ან გამომცხვარ პროდუქტებში და დაფქული ნუშის სხვა კერძებსა და საკვებში დამატება. ამ ასაკში შესაძლოა ბავშვი მზად იყოს ტოსტზე წასმული თხილის კარაქის მისართმევადაც. თუმცა, დარწმუნდით, რომ კარაქი თხლად არის წასმული და მასთან ერთად შესთავაზეთ ჭიქა რძე ან წყალი.
ინგრედიენტები:
• ¾ ჭიქა უცხიმო ბერძნული იოგურტი
• 1 ჩაის კოვზი გლუვი კონსისტენციის მქონე ნუშის კარაქი
• 1 ცალი ბანანი
მომზადების წესი:
შეურიეთ ბერძნული იოგურტი და ნუშის კარაქი თასში.
გაყავით ბანანი სამ ნაწილად და ჩადეთ იოგურტში.
წყარო: solidstarts
ასევე დაგაინტერესებთ: