პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
რეკომენდირებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს
სატაცურის მიღება ბავშვმა შეიძლება დაიწყოს როგორც კი მზად იქნება მყარ საკვებზე გადასასვლელად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვისა ასაკში ხდება. სატაცურის გრძელი, ჯოხის მსგავსი ფორმა ჩვილებისთვის ადვილად დასაჭერია. თავიდანვე ნუ ელით რომ ბავშვი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს, ამ ბოსტნეულის ბოჭკოვანი ტექსტურა ართუნელს მის მოკბეჩას, დაღეჭვისა და გადაყლაპვას.
★რჩევა: სატაცურის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ბოსტნეულის ბოლოებს და არა მის სისქეს. ნორჩ სატაცურს მჭიდრო და სველი ბოლოები აქვს.
დიახ. სატაცური მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ცხოველქმედებას და ამინომჟავების წარმოებას, ასევე ვიტამინ B6-ით, რომელიც ეხმარება ბავშვებს ცილების და ნახშირწყლების გადამუშავებაში. ზოგადად, რაც უფრო ფერადია საკვები, მით უფრო მეტ ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს. არც სატაცურია გამონაკლისი: მწვანე და მეწამული სატაცური შეიცავს უფრო მეტ ვიტამინ A-ს, მცენარეულ რკინას და ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ბოსტნეულის თეთრი სახეობა. თუმცა, სატაცურის ყველა სახეობა შეიცავს უამრავ ბოჭკოს და პრებიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და ჯანსაღი მიკრობიომის ჩამოყალიბებას.
ხშირად, სატაცურის მიღება, ნახშირწყლებისა და ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას და დისკომფორტს, ამიტომ ნელ-ნელა გაზარდეთ მისი ულუფა ბავშვის კვების რაციონში. რაფინოზა, შაქრის სახეობა, რომელიც ასევე გვხვდება ლობიოში, მარცვლეულში და სხვა ბოსტნეულში, მათ შორის ბროკოლში, ბრიუსელის კომბოსტოსა და კომბოსტოში, ამის ერთ-ერთი გამომწვევია. სატაცური ასევე შეიცავს ფრუქტინებს, რომლებიც შეიძლება ძნელად ასათვისებელი იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის და იწვევს შებერილობას. და ბოლოს, სატაცურში შემავალი ბოჭკო რჩება მოუნელებელი მანამ სანამ არ მიაღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც ბაქტერიები ამუშავებენ მას ფერმენტაციის გზით, რაც იწვევს აირების წარმოქმნას.
სატაცურის ყიდვისას, შეძლებისდაგვარად, აირჩიეთ ახალი პროდუქტი. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ აირჩიეთ დაკონსერვებული სატაცური დაბალი ნატრიუმის შემცველობით და BPA-ის.
★რჩევა: სატაცური უნდა ინახებოდეს მაცივარში, ან ნესტიან პირსახოცში გახვეული უჯრაში, ან წყლიან ჭიქაში, ყვავილების მსგავსად. სასარგებლო ნივთიერებები იშლება მოსავლის აღებიდან რამდენიმე დღეში, ამიტომ მიირთვით ის შეძენიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში.
სატაცურის ფორმა ცილინდრულია, გარდა ამისა, მისი ღეჭვა რთულია. დახრჩობის რისკის შესამცირებლად სატაცური მოხარშეთ დარბილებამდე და გაჭერით სიგრძეზე იმისთვის, რომ ნაჭრები აღარ იყოს მრგვალი.
არა. სატაცურზე ალერგია იშვიათია, მაგრამ არა შეუძლებელი. პირებს, რომლებიც მგრძნობიარე არიან Liliaceae-ს ოჯახის მცენარეების მიმართ (ნიორი, პრასი, ხახვი) შეიძლება გამოუვლინდეთ ალერგიული რეაქცია სატაცურზე, ჰქონდეთ ჭინჭრის ციება ან კონტაქტური დერმატიტი.
6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მთლიანი სატაცურის ღეროები. თუ სატაცურს ორთქლზე მოამზადებთ ან მოხარშავთ მან შეიძლება სტუქტურა დაკარგოს და ბავშვს გაუჭირდეს მისი აღება, ამიტომ გაითვალისწინეთ სხვა მომზადების წესები, როგორიცაა გრილზე ან ტაფაზე შეწვა. სატაცურის ღეროები ფანტასტიკური საკვებია ორალურ-მოტორული უნარების, განსაკუთრებით ენის მოძრაობისა და ღეჭვის გასაუმჯობესებლად. იმისთვის რომ შეამციროთ გადაცდენის რისკი მომზადებული სატაცური გაჭერით სიგრძეზე, შემდეგ დაჭერით და შეურიეთ ისეთ საკვებს, როგორიცაა კვერცხი, მარცვლეულის სალათები და ბოსტნეულის პიურე. და გახსოვრეთ, სატაცურის მიღებამ შესაძლოა ბავშვის შარდს დამახასიათებელი სუნი მისცეს!
9-დან 18 თვემდე: ამ ასაკში ჩვილებს უვითარდებათ პინცეტის რეფლექსი (სადაც ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ხვდება), რაც მათ საშუალებას აძლევს აიღონ საკვების პატარა ნაჭრები. ამგვარად, კარგი დროა სატაცურის ნაჭრების ზომის შესამცირებლად.
18-დან 24 თვემდე: ამ ასაკში მეტი არჩევანი გაქვთ. სცადეთ გაზარდოთ ნაჭრების ზომა და მიართვათ ბავშვს მთლიანი სატაცურის ღერო, რათა ასწავლოთ პატარას კბენა და ღეჭვა (ან გადაფურთხება საჭიროების შემთხვევაში), ან შესთავაზეთ მას დაკეპილი სატაცური დამოუკიდებლად, შეზავებული მარტივი სანელებლებით, ან არეული რბილ საკვებში. დაახლოებით 18 თვის ასაკში ბევრი ჩვილი ასევე მზად არის უმი სატაცურის მისართმევად.
ინგრედიენტები:
• 225 გრამი სატაცური
• 1 სუფრის კოვზი (14 გრამი) ზეითუნის ზეთი
• 2 ჩაის კოვზი (10 გრამი) ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
• გარეცხეთ სატაცური.
• მოჭერით უხეში ბოლოები.
• დაჭერით სატაცური ასაკისთვის შესაფერისი ზომის ნაჭრებად ან თუ გსურთ შეინარჩუნეთ მთლიანი ღეროები.
• ორთქლზე მოამზადეთ სატაცური დარბილებამდე, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
• სატაცური გადაიტანეთ თასში. მოასხით ზეთი და ლიმონის წვენი.
• მოათავსეთ კერძი ბავშვის ჯამზე. დართეთ ბავშვს ნება თავად განსაზღვროს, თუ რამდენს მიირთმევს.
• მიეცით ბავშვს ხელით კვების საშუალება. თუ გსურთ წაახალისოთ ჩანგლის გამოყენება, აიღეთ ჩანგლით საკები და დადეთ ჯამის გვერდით, რათა ბავშვმა სცადოს მისი აღება, ან მიაწოდეთ ის ბავშვს.
ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 2 დღის განმავლობაში.
გემოების შეხამება:სატაცური უხდება სახამებლის შემცველ საკვებს, როგორიცაა კუსკუსი, ფრიკე, ხორბალი, ქინოა, მაკარონი, მეწამული კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და თეთრი კარტოფილი, ცილოვანი პრიდუქტები, როგორიცაა კვერცხი, თევზი, თხილეული, როგორიცაა ნუში, მიწის თხილი და კაკალი, სოკო. სატაცურის შეხამება შეგიძლიათ სხვა ბალახოვან ბოსტნეულთან, როგორიცაა არტიშოკი, ბროკოლი, ბარდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააძლიეროთ სატაცურის არომატი ლიმონის, ლაიმის ან ფორთოხლის წვენით, ყველი პარმეზანით და პომიდორით.
წყარო: solidstarts
ასევე დაგაინტერესებთ: