როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის?

29-08-2021

როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის?

იმისთვის, რომ  პატარას დასაძინებელი ადგილი სრულიად უსაფრთხო იყოს რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. 

უსაფრთხო ძილი, ძილი, sids, ზურგზე ძილი,

 

  • ბავშვი ძილისას ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ.
  • ნუ ჩააცმევთ ბავშვს ბევრ ტანსაცმელს ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახურება
  • შეინარჩუნეთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა რომ ბავშვი დაიცვათ გადახურებისგან
  • ხშირად ანიავეთ ოთახი,სადაც ბავშვს სძინავს 
  • ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო მშობლებთან სიახლოვეს წოლაა. დააწვინეთ ბავშვი თქვენს საძინებელში პირველი 1 წლის ან მინიმუმ პირველი 6 თვის მანძილზე. არა თქვენს საწოლში, არამედ თქვენს ოთახში.
  • გამოიყენეთ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე მატრასი.
  • არ გამოიყენოთ ბალიში და საწოლის ბამპერები.
  • დარწმუნდით, რომ თეთრეული საწოლის ზომის შესაბამისია.
  • ჩვილ ბავშვს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეძინოს უფროსების საწოლში, დივანზე ან მანქანის სპეციალურ სავარძელში.
  • არ მოწიოთ და არც სხვას მისცეთ უფლება მოწიოს ბავშვთან სიახლოვეს.
  • არ დააწყოთ ბალიშები, საბნები, გადასაფარებლები, რბილი ნივთები, სათამაშოები ბავშვის დასაძინებელ ადგილთან ახლოს.
  •  ყოველთვის დარწმუნდით, რომ ბავშვის სახე ძილის დროს დაფარული არ არის.
  • არ დააფაროთ პატარას მასზე გაცილებით დიდი ზომის საბანი.
  • მიეცით ბავშვს ძილისას საწოვარა.
  • არასდროს არ დატოვოთ ბავშვი მუცელზე მწოლიარე მეთვალყურეობის გარეშე! როდესაც ბავშვს ღვიძავს მუცელზე წოლას მისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს, წაიკითხეთ ვრცლად Tummy Time-ს შესახებ

ძილისას უსაფრთხოების ზომების დაცვა ამცირებს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

მნიშვნელოვანია რომ, ჩვილს აუცილებლად ეძინოს არა მუცელზე ან გვერდზე, არამედ- ზურგზე! 

უსაფრთხო ძილი, ძილი, sids, ზურგზე ძილი,

 

ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის (SIDS) სინდრომის თავიდან ასაცილებლად:

  • ორსულმა ქალმა უნდა იაროს პრენატალურ მეთვალყურეობაზე.
  • არ უნდა მოწიოთ თამბაქო, მარიხუანა, არ დალიოთ ალკოჰოლი და არ მიიღოთ ნარკოტიკები ორსულობისას.
  • არ მოწიოთ იმ გარემოში სადაც ბავშვს სძინავს.
  • მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს ვაქცინაციასთან და საპროფილაქტიკო ვიზიტებთან დაკავშირებით.
  • ძუძუთი კვება ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევებს ამცირებს. თუ ძუძუთი კვებისას ბავშვთან ერთად თქვენს საწოლში ჩაგეძინებათ, გაღვიძებისთანავე გადააწვინეთ ის თავის საწოლში.


წყარო nichd.nih.gov;  mayoclinic.org

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან. 

ასევე დაგაინტერესებთ: