სპეციალისტების მტკიცებით, იმისათვის, რომ ბავშვის დაძინება მშობლებისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს, საჭიროა ძილისწინა რიტუალების შემოღება.
რატომ? იმიტომ, რომ:
1. რიტუალი ეხმარება ბავშვს, აქტიური სიფხიზლის ფაზიდან ძილის ფაზაში გადავიდეს.
2. რიტუალი უნდა იყოს ბავშვისთვის სასიამოვნო და მისაღები, ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს მის მოდუნებას.
3. ამ დროს მთავარია თანმიმდევრობა და განმეორებითი მოქმედებები.
4. რიტუალი უნდა გამოიყენოთ როგორც ღამის, ისე დღის ძილის დროს.
5. ღამის ძილის წინ რიტუალს 40 წუთი დაუთმეთ, დღის ძილის წინ კი - 30.
მითია მოსაზრება, რომ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინება არ უნდა ასწავლოთ. რეალურად ყველაფერი ინდივიდუალურია, თუ თქვენს შვილს ეს მოსწონს და თქვენთვისაც მოსახერხებელია, აზრის შეცვლას არ გირჩევთ.
რეალურად ბავშვმა დღის განმავლობაში საკმარისად უნდა იძინოს იმისთვის, რომ მისი ღამის ძილი იყოს ჯანსაღი და ხანგრძლივი.
ნიშნები იმისა, რომ ბავშვს ძილი აკლია
სანამ დარწმუნებით იტყვით, რომ თქვენს შვილს საკმარისად სძინავს, დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება მსგავსი ნიშნები:
(3 თვემდე ბავშვი)
წყარო: spimalysh