ბალიში ასოცირდება კომფორტთან და მოხერხებულ ძილთან. ბალიშები ძალიან ხშირად არის ნახსენები ზღაპრებში, ბალიშზე სძინავთ უფლისწულებს და ფერიებს. ბალიშს ატანენ დედები შვილებს მზითვებში, ბალიშს იყოფენ ერთმანეთში მეუღლეები. ერთი სიტყვით, ბალიში არის სიყვარულის, კეთილდღეობის, კომფორტის, მზრუნველობის სიმბოლო. სწორედ ამიტომ უჭირთ ხოლმე დედებს შვილების ბალიშზე უარის თქმა. უჭირთ სწორედ ფსიქოლოგიურად, რადგან ბალიშის დადებით დედები თითქოს მეტად ზრუნავენ შვილებზე...
მიუხედავად ამ ყველაფრისა მსოფლიოს პედიატრები ერთხმად იძლევიან რეკომენდაციას, არ გამოიყენონ ბალიში წლამდე, უფრო სწორად კი - ორ წლამდე ბავშვებისთვის.
რაღა დარჩენია მშობელს? თუ თქვენი შვილისთვის კარგი გინდათ, თუ გინდათ, თქვენი შვილი იყოს ჯანმრთელი და განვითარდეს სწორად, მოდით, დაუჯერეთ მსოფლიოს წამყვან პედიატრებს და დროებით უარი თქვით ამ სიამოვნებაზე. 2 წლამდე ბავშვს ბალიში არ სჭირდება. არც დიდი და არც პატარა, არც მაგარი, და არც რბილი, არც ბუმბულის და არც სინთეტიკური. არანაირი.
ევგენი კომაროვსკი „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“