ძილის დარღვევა და პრობლემები სკოლის ასაკის ბავშვებში

13-08-2022

რა სახის ძილის პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებში?

მნიშვნელოვანი ფაქტები ბავშვებში ძილის პრობლემებისა და ძილის დარღვევების შესახებ:
 • სკოლის ასაკის ბავშვების მესამედზე მეტს აწუხებს ძილის პრობლემები.
 • ღამის ძილის არასრულფასოვნება ართულებს ფუნქციონირებას დღის განმავლობაში, ჩნდება პრობლემები ბავშვის ქცევასა და სწავლების პროცესში.
 • ბავშვის ძილთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს. მშობლებს ხშირად უჭირთ იმის დადგენა, რომ ბავშვს ძილის პრობლემები ან დარღვევები აქვს.
 • ძილის პრობლემებისა და ძილის დარღვევების უმეტესობა განკურნებადია. სამწუხაროდ, ზოგიერთის განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ მათი მართვა შესაძლებელია.

არსებობს მთელი რიგი ძილის პრობლემები და დარღვევები, რომლებიც, სკოლის ასაკის ბავშვს შეიძლება აწუხებდეს.

ძილის დარღვევა, ძილი, პრობლემები, ძილის პრობლემები,

ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი

თუ თქვენს შვილს უჭირს საღამოს გონივრულ დროს დაძინება, ან ღამით ერთზე მეტჯერ იღვიძებს, მას შეიძლება ძილთან დაკავშირებული ქცევის დარღვევა ჰქონდეს. ის, როგორც წესი, ვლინდება შეუსაბამო ქცევებით დაძინების დროის მოახლოებასთან ერთად. 
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ღამით ხვრინავს, ძალიან მოუსვენარად სძინავს და დილით დაღლილი იღვიძებს, შეიძლება ის ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომით იტანჯებოდეს. ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი (OSAS) არის სუნთქვის პრობლემა ძილის დროს. არსებობს ბევრი ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს OSAS-ზე, მაგ: ხმამაღალი ხვრინვა, ხმაურიანი სუნთქვა, ან სუნთქვა პაუზებით. OSAS ასევე შეიძლება ასოცირდებოდეს ღამის ოფლიანობასთან, პირით სუნთქვასთან, უცნაურ პოზებთან ძილის დროს და დილით თავის ტკივილთან. OSAS-ის გავლენით შეიძლება შეფერხდეს ბავშვის ზრდის პროცესი. მას შეიძლება ჰქონდეს ქცევის და სწავლის პრობლემები დღის განმავლობაში. OSAS ბავშვებში, როგორც წესი, გამოწვეულია დიდი ზომის ტონზილებით და/ან ადენოიდებით. ქირურგიული მკურნალობა ბავშვებში OSAS-ის მკურნალობის საუკეთესო გზაა, რაც ნუშისებრი ჯირკვლების და ადენოიდების ამოღებას გულისხმობს. ზოგიერთ ბავშვს OSAS-ის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვს. Რისკ- ფაქტორებია: სიმსუქნე, ვიწრო ძვლის სტრუქტურა სახეზე, დაუნის სინდრომი, ნევროლოგიური პრობლემები, სუსტი კუნთები, ან სასის ნაპრალი.

ძილის დარღვევა, ძილი, პრობლემები, ძილის პრობლემები,

მოუსვენარი ფეხის სინდრომი (RLS)

თუ თქვენს შვილს აქვს ჩაძინების სირთულე, უჩივის დისკომფორტის შეგრძნებას ფეხებში, უჭირს დაწოლისას საწოლში გაჩერება და აქვს ადგომის და სიარულის მოთხოვნილება, მას შეიძლება მოუსვენარი ფეხის სინდრომი აწუხებდეს (RLS). ეს მოძრაობის დარღვევაა, რომელიც ფეხებში უცნაურ შეგრძნებებს იწვევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფეხები მოსვენებულ მდგომარეობაში გადადის, ანუ როცა ბავშვი დასაძინებლად წვება. უსიამოვნო შეგრძნებები აიძულებს ბავშვს ამოძრაოს ფეხები ან იაროს. ფეხების ამოძრავებიდან ცოტა ხანში ის შვებას გრძნობს, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებები მალევე ბრუნდება. შესაბამისად, RLS-ს შეუძლია გაართულოს დაძინების პროცესი და გააუარესოს ძილის ხარისხი. ამან, თავის მხრივ,  შეიძლება გამოიწვიოს ქცევის და სწავლის პრობლემები დღის განმავლობაში. 

ძილის დარღვევა, ძილი, პრობლემები, ძილის პრობლემები,

 

ძილის დროს კიდურების პერიოდული მოძრაობები (PLMS)

თუ ბავშვი ხშირად მოძრაობს ძილის დროს და დილით დაღლილი იღვიძებს, იმის მიუხედავად, რომ საკმარისად დიდხანს ეძინა, მას შესაძლოა ძილის დროს კიდურების პერიოდული მოძრაობები (PLMS) ჰქონდეს. ამ სინდრომის დროს ბავშვის სხეულის ნაწილები ძილის დროს თვითნებურად მოძრაობს. ყველაზე ხშირად ჩართულია ქვემო კიდურები. მათი მოძრაობა გაუცნობიერებლად ხდება მთელი ღამის განმავლობაში, პერიოდულად, რაც აუარესებს ძილის ხარისხს. PLMS-ის მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს, მაგ.: რკინის დანამატები, ვარჯიში და/ან მედიკამენტები. PLMS შეიძლება თანაარსებობდეს მოუსვენარი ფეხების სინდრომთან ერთად. 
თუ თქვენი შვილი ღამით უეცრად ძალიან შეშფოთებული და შეწუხებული იღვიძებს, ძილში ამოძრავებს კიდურებს, სძინავს უცნაურ პოზებში, ან ყვირის ძილის დროს, მას შეიძლება პარასომნია ჰქონდეს. პარასომნია ძილის პრობლემების ჯგუფია, სადაც ბევრი მდგომარეობა ერთიანდება. ისინი ყველაზე გავრცელებულია 2-დან 8 წლამდე ბავშვებში. პარასომნიის გავრცელებული ტიპებია: კოშმარები, ძილის დროს სიარული, ძილის დროს ლაპარაკი და ძილის შიში. რისკ-ფაქტორებს შეადგენენ არასაკმარისი ძილი, ან ძლიერი სტრესი. ბავშვს პარასომნისს განვითარების უფრო მაღალი შანსი აქვს, თუ მის რომელიმე მშობელს ბავშვობაში პარასომნია ჰქონდა. პარასომნიები, ჩვეულებრივ, ბავშვებში ნორმალურ მოვლენად ითვლება და არ საჭიროებს მკურნალობას, გარდა იმ შემთხვევებსა, როდესაც არსებობს რისკი იმისა, რომ ბავშვმა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. 

ძილის დარღვევა, ძილი, პრობლემები, ძილის პრობლემები,

ღამის კრუნჩხვები

ბავშვებში ასევე გვხვდება ღამის კრუნჩხვები. მათი დასაწყისი შეიძლება იყოს ჩაძინებისას, ძილის დროს ან დილით, გაღვიძების შემდეგ. ისინი შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ ბავშვს არასოდეს ჰქონია კრუნჩხვები დღის განმავლობაში. ბავშვმა ამ დროს შეიძლება არც გაიღვიძოს, თუმცა, ღამის კრუნჩხვები მნიშვნელოვნად არღვევს ნორმალური ძილის პროცესს.

კლასიკური უძილობა

თუ თქვენს შვილს უჭირს ჩაძინება და/ან უჭირს ძილის გაგრძელება ღამით გაღვიძების შემდეგ, ან დილით ძალიან ადრე იღვიძებს, ეს შეიძლება კლასიკურ უძილობაზე, ანუ ინსომნიაზე მიანიშნებდეს. ბავშვებში ინსომნიის მიზეზი ხშირად ძილთან დაკავშირებული ქცევის პრობლემები, შფოთვა, დეპრესია ან მომატებული სტრესია. ძილისწინა რუტინის და ჩვევების ჩამოყალიბებამ შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა.  

ძილის დარღვევა, ძილი, პრობლემები, ძილის პრობლემები,

 

დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი (DSPS)

თუ თქვენი შვილი ადრეულ ბავშვობაში საღამოს 10 საათზე დაძინებას შეეჩვია, მაგრამ ახლა სკოლაში სიარულის გამო იძულებულია დასაძინებლად უფრო ადრე წავიდეს და ამასთან ადაპტაცია ძალიან უჭირს, მას შეიძლება დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი (DSPS) ჰქონდეს. DSPS გამოწვეულია სხეულის საათის, ანუ ცირკადული რიტმის თავისებურებით. DSPS-ის გავლენით, სხეულის საათი მომართულია მოგვიანებით დასაძინებლად. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს ეტაპობრივად შეცვალოთ - ძილის დრო ყოველ საღამოს 15 წუთით უფრო ადრე გადაწიეთ.

ნარკოლეფსია


თუ დღის განმავლობაში ბავშვს ძალიან ეძინება და პერიოდულად კუნთების ძლიერ სუსუტეს განიცდის, რის შედეგადაც ეცემა, მას შეიძლება ნარკოლეფსია აწუხებდეს. ასეთი ეპიზოდები შეიძლება კვირაში რამდენჯერმე ხდებოდეს. ნარკოლეფსია ნევროლოგიური დარღვევის შედეგია, რომლის დროსაც ღვიძილისას ტვინი ვერ აკონტროლებს ძილის სურვილს. შედეგად ბავშვს დღის განმავლობაში ძილის უეცარი შეტევები და კატაპლექსია (კუნტებში ძალის უეცარი დაკარგვა) აქვს. ამ პრობლემის აღმოსაფრხვრელად სასურველია მიაკითხოთ პედიატრიულ ძილის სპეციალისტს. 

 

წყარო: sleephealthfoundation.org