ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვს უჭირს დილით გაღვიძება ან ისტერიკები ემართება და უარს აცხადებს ბაღში ან სკოლაში წასვლაზე. სიტუაცია ალბათ ბევრ მშობელს ეცნობა. დილის განწყობაზე კი მთელი დღეა დამოკიდებული.
სიმკაცრე, აგრესია და უხეშობა არავის სიამოვნებს და მით უმეტეს მცირეწლოვან ბავშვს. თუ ბავშვს უჭირს დილთ გაღვიძება, მას უნდა დაეხმაროთ, აგრესია და გაბრაზება კი მაქსიმალურად უნდა განაგდოთ. არსებობს ასევე რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც კარგი იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აგრესია ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ასევე მშობელმა საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენოს ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს დილით.