რა სარგებლობა მოაქვს საწოვარას

02-11-2021

თანამედროვე პედიატრებს საწოვარას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ყველანაირად ცდილობენ, ამ ნივთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობა მთლიანად მშობელს დააკისრონ.

მთავარი რჩევა საწოვარასთან დაკავშირებით ასეთია:

  • შეინახეთ სუფთად, სტერილურად და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ ბავშვს.
  • თავად დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გალოკოს საწოვარა და არც იმასთან დაკავშირებული მითები უნდა გაავრცელოს, როგორ აშორებდნენ ცხოველები ენით ნაშიერს ჭუჭყსა და აქედან გამომდინარე სხვადასხვა საშიშროებას. ცხოველები, სხვათა შორის, არ ეწევიან თამბაქოს, არ ღეჭენ საღეჭ რეზინს, არ ღებულობენ სხვადასხვა მედიკამენტს, არ წვანან საავადმყოფოებში და არ აქვთ კარიესი... ეს სია ძალიან ვრცელია. 

საწოვარა ბევრნაირი არსებობს, არჩევანი ძალიან დიდია. განსხვავებაა ზომაში, ფორმაში და შემადგენლობაში. წინასწარ იმის განსაზღვრა, რომელი უფრო მოეწონება თქვნეს შვილს, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ რომელიმე მოეწონა, გირჩევთ ანალოგიური შეიძინოთ და საჭიროების შემთხვევაში იქონიოთ და არ მიმართო ექსპერიმენტებს. საწოვარას მთავარი არსი დედის რძის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. საერთო ჯამში კი, თუ საწოვარა ბავშვის ასაკის შესაბამისი, უსაფრთხო და ხარისხიანია არანაირ უარყოფით რექციას არ ახდენს არც ჩვილზე და არც დედაზე, არც რძის რაოდენობაზე. საწოვარა წოვითი რეფლექსების დაკმაყოფილების და დამშვიდების საშუალებაც არის. დროთა განმავლობაში საწოვარა ძალიან კარგად ანაცვლებს დედის ძუძუს და ის ხდება ბავშვის კომფორტის საშუალება.  ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ  უნდა საწოვარა, არის მაშინ, თუ დედას უნდა ბავშვის საკუთარი რძით გამოკვება. ამ დროს ბავშვმა უნდა წოვოს  ძუძუ, რათა გააუმჯობესოს ლაქტაცია. და ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია საწოვარასთან დაკავშირებით:  გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საწოვარა სტატისტიკურად ამცირებს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევებს. 
 

ევგენი კომაროვსკი „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“