ძილის მნიშვნელობა ბავშვებისთვის

17-08-2021

როდესაც უფროსები წარმოვიდგენთ  ძილის დანაკლისს, გვახსენდება უხასიათობა, ენერგიის ნაკლებობა, დღეში რამდენიმე ჭიქა ყავის მირთმევა. თუმცა პატარებში ძილის ნაკლებობის ნიშნები შეიძლება  ასეთი თავსაჩინო სულაც არ იყოს.
ნიშნები, რომ თქვენს პატარას ძილი აკლია:
•    ხშირად წუწუნებს
•    უხასიათოდაა
•    ხშირად გეწინააღმდეგებათ
•    ხშირად იცვლის ქცევის მანერას
•    ჰიპერაქტიურია 

რამდენი ხანი უნდა ეძინოთ ბავშვებს?
იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი პატარას ძილის მოწესრიგება, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, თუ  რა რაოდენობის ძილი სჭირდებათ მათ.
ეს რიცხვი განსხვავებულია წლოვანების მიხედვით:
•    ახალშობილები: დღე-ღამეში 18 საათამდე (თუმცა, რამდენიმე საათში ერთხელ იღვიძებენ კვებისთვის)
•    1-2 თვის ჩვილები: გადაბმულად შეიძლება ეძინოთ 4-5 საათი.
•    3-6 თვის ჩვილები: ღამის განმავლობაში 8-9 საათი, დღისით მცირეხნიანი თვლემა (რამდენიმეჯერ)
•    6-12 თვის ჩვილები: დღე-ღამეში14 საათი, დღის განმავლობაში 2-3 ხანმოკლე თვლემით
გახსოვდეთ, რომ ეს რეკომენდებული საშუალო ხანგრძლივობებია. ყველა ჩვილი განსხვავებულია. ზოგს მეტი ძილი სჭირდება, ზოგი კი ნაკლები ძილითაც მშვენივრად გრძნობს თავს.
გახსოვდეთ, რომ ჩვილებს, რომლებიც ღამით იღვიძებენ (განსაკუთრებით 6 თვეზე ნაკლების ასაკის), დიდი ვარაუდით, რაიმე სახის დისკომფორტი აწუხებთ, რომელიც მას თქვენ უნდა შეუმსუბუქოთ. ყოველთვის კეთილგონივრული არ არის მოვთხოვოთ ჩვენს პატარებს, ეძინოთ მთელი ღამის განმავლობაში  კვების ან საფენის გამოცვლის საჭიროების გარეშე.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის კარგი აზრია რჩევისთვის პედიატრს მიმართოთ, თუ თქვენს პატარას ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
 

წყარო: healthline.com