აღზრდის სამი ევროპული მეთოდიკა: ვალდორფი, მონტესორი და რეჯიო ემილია

19-09-2021

ევროპაში მრავალი საგნმანათლებლო კონცეფცია ჩაისახა. თუ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარებაზე ადრეულ ასაკში , ყველაზე გავრცელებული და ცნობილი გახლავთ ევროპული წარმოშობის სამი მიდგომაა  - ვალდორფის, მონტესორისა და რეჯიო ემილიას. სამივე მათგანი ტრადიციული სწავლების სერიოზული ალტერნატივაა. აღნიშნული მეთოდებისადმი ინტერესი და სწრაფვა დღითიდღე იზრდება, თუმცა იზრდება სპეციალისტების კითხვები და დასკვნები იმასთან დაკვშირებით, რითი ჰგავს და განსხვავდება ეს სამი მეთოდი ერთმანეთისაგან.
აშკარაა, რომ ამ სამივე მეთოდის მიხედვით ბავშვებისადმი მიდგომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აღნიშნული სამივე მეთოდის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვები არიან საკუთარი განვითარების მთავარი მოქმედი პირები, შინაგანი მამოძრავებელი ძალების გავლენით მიისწრაფვიან ახლის შეცნობისა და განვითარებისკენ.

როგორ ხდება რალურ ცხოვრებაში სწავლების ამ მეთოდების დანერგვა?

რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ინდივიდუალურია და ამა თუ იმ მეთოდის მთლიანად გადმოღება ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს პრინციპული და საკვანძო მიდგომები, რომელსაც ითვალისწინებენ ხოლმე პედაგოგები და სპეციალისტები. სამივე მეთოდიკა აშკარად იდეალისტურია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის წინააღმდეგ და მშვიდობისკენ არის მიმართული. აღნიშნული მეთოდების საბაზისო კონცეფცია გახლავთ საზოგადოების გაჯანსაღება ბავშვებისადმი მიდგომით, მათი მხარდაჭერით, ხელშეწყობით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავისუფალ და სრულყოფილ პიროვნებებად. ამ მეთოდების მიმდევარი საგანმანათლებლო ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა ეს მეთოდი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ და სწავლებები მხოლოდ ლოზუნგებად არ დარჩეს.

ვალდორფი, მონტესორი, რეჯიო ემილია,

ვალდორფისეული სწავლების მეთოდი

ავსტრიელმა ფილოსოფოსმა და მეცნიერმა რუდოლფ შტაინერმა გამოიგონა ვალდორფისეული მიდგომა.მას აინტერესებდა როგორც სულიერი, ისე მეცნიერული მიდგომა. მას უნდოდა ამ ორი ცნების გაერთიანება და საფუძველი დაუდო ანტროფოსოფიას (სწავლება ადამიანის ნამდვილი ბუნების შესახებ). 1919 წელს, სიგარეტის ფაბრიკის მფლობელმა შტუტგარტში, ემილ მოლტმა ფაბრიკის თანმშრომლების შვილებისთვის სკოლის ორგანიზება გადაწყვიტა და ამისთვის შტაინერი მიიწვია. მათი მიზანი იყო სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა. ახალი სასწავლო დაწესებულება უარს ეუბნებოდა იმ დროს გამეფებულ წეს-ჩვეულებებს და ბიჭები და გოგონები სწავლობდნენ ერთ საკლასო ოთახში. სკოლაში ღებულობდნენ ყველა ბავშვს მიუხედავად ასაკისა, წარმომავლობისა და განათლებისა, არ არსებობდა არავითარი მისაღები გამოცდები. სკოლა იყო ზოგადსაგანმანათლებლო (იწყებოდა სკოლამდელი და მთავრდებოდა სრული საშუალო განათლებით). თავისუფალი იყო გარე ორგანიზაციების ზემოქმედებისგან და ადმინისტრაციული ორგანო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო.  აღნიშნული ტიპის სკოლა მსოფლიოს 60-მდე  ქვეყანაში ფუქნციონირებს და მათი რიცხვი 1000-ს აღწევს. 

რუდოლფ შტაინერს სწამდა შინაგანი სულისა და ხორცის ერთობლიობის. მას სჯეროდა, რომ სწორი აღზრდა  აღადგენს ბალანსს აზროვნებას, ნებისყოფასა და გრძნობებს შორის. მისი თეორიის მიხედვით, ბავშვები გადიან ე.წ. ცოდნის სპირალისებურ, აღმავალ  გზას, სამ შვიდწლიან ციკლს, იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ცოდნა სჭირდება პატარა ბავშვს განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. 7 წლამდ ბავშვები სწავლობენ მაგალითებითა და მიბაძვით. წარმოსახვითი თამაშები ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაში. 
განსაკუთრებით არის გამახვილებული ყურადღება 

  • საკუთარი სხეულის შეცნობაზე;
  • შემოქმედებით და სამშენებლო-კონსტრუქციულ თამაშებზე;
  • ზეპირმეტყველების განვითარებაზე;
  • ზღაპრების მოყოლასა და სიმღერაზე.

აქტიურ და მშვიდ თამაშებს შორის ბალანსს მივყავართ გარკეულ ციკლამდე, განრიგამდე, რომელსაც პედაგოგები მიყვებიან და იმეორებენ ყოველწლიურდ, ყოველკვირეულად, ყოველდღიურად, მათ შორის დღესასწაულებზე.
7-დან 14 წლამდე ბავშვები მეცადინეობენ ერთი და იგივე საკლასო ოთახში ერთი და იმავე მასწავლებელთან.  ისინი ყალიბდებიან ერთ მჭიდრო კოლექტივად, რომელიც საკუთარი ფანტაზიითა და გონებით სწავლობს სამყაროს. შტაინერის მეთოდი ითვალისწინებს სწავლებას არა სახელმძღვანელოებით, არამედ მულტისენსორული მეთოდებით. ბავშვები უსმენენ მასწავლებელს და შემდეგ ყველაფერს გადმოსცემენ საკუთარი  ხერხებით, შეიძლება ითქვას, რომ ქმნიან საკუთარ სახელმძღვანელოს.

ვალდორფი, მონტესორი, რეჯიო ემილია,

მონტესორის სწავლების მეთოდი

მარია მონტესორი იტალიაში ერთ-ერთი პირველი ქალბატონია, რომელმაც ექიმის დიპლომი აიღო. 1907 წელს მან რომის ერთ-ერთ ღარიბ რაიონში გახსნა და სათავეში ჩაუდგა სკოლას 2-დან 7 წლამდე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც თავისი მიდგომებით, საოცრად განავითარა და წინ წაიყვანა.მარია მონტესორის მეთოდი მსოფლიოში გავრცელდა და იხმარებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომში ფაშისტურმა რეჟიმმა გააკრიტიკა აღნიშნული მეთოდი და ქალბატონი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.
აშშ-ში მისი სისტემისადმი ინტერესი 1910 წელს ძალიან დიდი იყო, თუმცა 1920 წლისთვის ის მოდიდან გადავიდა და კარგა ხნით დავიწყებას მიეცა.თუმცა მოძრაობა იზრდებოდა და იფურჩქნებოდა ევროპასა და ინდოეთში. დღესდღეობით კი ამერიკაში 5000-მდე სკოლა არსებობს, რომელიც თავს მონტესორის სკოლას უწოდებს. მონტესორის მეთოდი სრულიად ბავშვის კეთილდღეობისკენ არის მიმართულია. მონტესორის მეთოდით კლასები დაკომპლექტებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებით, რათა  შეინარჩუნონ კავშირი სახვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის.
დაბადებიდან სან წლამდე ბავშვი გაუცნობიერებლად შეიწოვს ნებისმიერ ინფორმციას, ხოლო 3-დან 6 წლამდე - შეგნებულად. ორივე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვს სჭირდება სტიმული, მოქმედების კოორდინცია, წესრიგი, არჩევანის თავისუფლება და კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მეცადინეობის საშუალება. სახელმძღვანელობეს ქმნიან სკოლის მასწავლებელები. 
6-დან 12 წლამდე ბავშვებს გარე სამყაროს შეცნობის უფრო დიდი ინტერესი უჩნდებათ. 12-დან 18 წლამდე კი ცდილობენ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. იხილეთ ვრცლად მონტესორის მეთოდის შესახებ

ვალდორფი, მონტესორი, რეჯიო ემილია,

რეჯიო ემილიას სწავლების მეთოდი

ლორის მალაგუცის ხელმძღვანელობით რეჯიო ემილია, საბავშვო ბაღიდან, რომელსაც მშობლები მართავდნენ, გადაკეთდა საქალაქო სისტემად, რომელსაც დღესდღეობით იტალიაში წამყვანი როლი აკისრია. რეჯო ემილია - ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პედაგოგები, მშობლები და ბავშვები გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს ახალი საზოგადოების შენება. შედეგად შიქმნა სახელმწიფო ბაღებისა და გახანგრძლივებულების სამაგალითო სისტემა.ლორის მალაგუცის, დამფუძნებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, ეს ბაღი იქცა სამაგალითო სისტემად, რომელმაც მოიცვა არა მარტო ევროპა, არამედ აზია, ჩრდილოთ ამერიკა, ავსტრალია და კონტინენტის სხვა ქვეყნები. პროგრამა გათვლილია 6 წლამდე ბავშვებისთვის. ვალდორფისა და მონტესორისგან განსხვავებით, რეჯიო ემილია არ გახლავთ სრულფასოვანი მეთოდიკა, აკრედიტაციითა და  მასწავლებლების სერთიფიკატებით. სამაგიეროდ, ყოველთვის აღნიშნავენ ამ სკოლის გამოცდილებას და ხარისხს. მეთოდი ძირითადად სკოლამდელ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამ თეორიის, მიხდვით განათლების საფუძველი ურთიერთობებია, ამიტომ მთავარი ყურადღება ბავშვისა და ზრდასრულების ურთიერთობაზეა გამახვილებული. პედაგოგები მაქსიმალურად ითვალისწინებენ ბავშვების ინტერესებს, არ ასწავლიან სპეციალურად წერა-კითხვას, ბავშვები ამას თავად სწავლობენ.  პროგრამას ყოველთვის აქვს მიზანი, თუმცა არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული სისტემა. სწავლის პროცესი მიმდინარეობს ბავშვისა და ზრდასრულის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მისი სურვილის მიხედვით.რეჯიო ემილიას მიდგომა გათვალისწინებული იყო მუნიციპალური საბავშვო დაწესებულებებისთვის და არ ითვალისწინებდა 6 წლის ზემოთ ბავშვების აღზრდას. 

სამივე მიდგომას აერთიანებს ის, რომ ის მიმართულია ბავშვის განვითარებაზე და აღზრდაზე ისე, რომ მასწავლებელი ბავშვისთვის იყოს მისაბაძი მაგალითი. ასევე სამივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების თანამშრომლობა მშობლებთან. თუმცა სხვადასხვანაირია სწავლების პროცესები.

ასევე დაგაინტერესებთ: