ბოლო დროს მონტესორის მეთოდი სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ფაქტია, რომ შედეგი აქვს. ალბათ ბევრ ადამიანს დააინტერესებს იმ წარმატებულ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მონტესორის მეთოდით აღიზარდნენ. მოდით ვნახოთ ზოგიერთი მათგანის ვინაობა:
• Google-ის დამფუძნებელი სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი
• Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფრი ბეზოსი
• Wikipedia-ს შემქმნელი ჯიმი ვეილსი
• ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში გაბრიელ გარსია მარკესი
• მუსიკალური მაგნატი შონ კუმბსი
• მსოფლიო დონის მევიოლინე ჯოშია ბელი და კიდევ მრავალი სხვა ადამიანი.
ცნობილია ასევე, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილთაშვილი სწორედ მონტესორის სკოლის აღსაზრდელია, იმ სკოლისა, რომელიც დამთავრებული აქვს პრინც ჰარის და პრინც უილიამს. ეს ფაქტი დიდი ალბათობით იმის მანიშნებელია, რომ სამეფო ოჯახი ამ სკოლით აშკარად კმაყოფილია.
აქ მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რომ მონტესორის სკოლის აღზრდილები მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ხდებიან, არამედ ის, რომ უმეტესობა არის ბედნიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, საყვარელი საქმით დაკავებული ადამიანი.
საინტერესოა ის მომენტიც, რომ ჯეფ ბეზოსმა გააკეთა მონტესორის სკოლა შეჭირვებული ოჯახებისთვის, თავად კი, 2 წლის ასაკიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სკოლის მოსწავლე იყო. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი წარმატებული ადამიანები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მონტესორის მეთოდი მათ ძალიან დაეხმარა ჩამოყალიბებაში, ასწავლა ფოკუსირება საყვარელ საქმეზე და ბედნიერების აღქმა და ტკბობა.
ასევე დაგაინტერესებთ: