აბაზანის მოწყობა მონტესორის პრინციპით

03-03-2022

ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ აბაზანა მონტესორის პრინციპის მიხედვით, რომელი ნივთები უნდა იყოს ბავშვისთვს ხელმისაწვდომი. ყველაფერი იმის შესახებ, რაც ბავშვებს ამა თუ იმ უნარების ათვისებაში დაეხმარება. 

საკუთარი თავის მოვლის ზონის მოწყობის მთავარი პრინციპები:

  • აბაზანა და საპირფარეშო ის ადგილია, სადაც ბავშვს დამოუკიდებლად მოუწევს საკუთარი თავის მოვლა, პირის დაბანა, კბილების გახეხვა და ა. შ.
  • ქოთანი ბავშვს რამდენიმენაირი შეიძლება შესთავაზოთ: ჩვეულებრივი პლასტმასის ქოთანი, რომელიც ადვილად ექვემდებარება აქეთ-იქით გადატანას.
  • სპეციალური სავარძელი, რომელიც მონტაჟდება დიდ უნიტაზზე და ბავში მასზე სპეციალური კიბის საშუალებით უნდა ავიდეს.
  • კონსტრუქცია, რომელიც აერთიანებს სავარძელსა და სპეციალურ საფეხურებს, რომლითაც ამ კონსტრუქცაზე არის შესაძლებელი  ასვლა.
  • ქოთნის შერჩევის დროს პირველ რიგში ბავშვის კომფორტზე უნდა იზრუნოთ, თავდაპირველად ჩვეულებრივი პლასტმასის ქოთანი უნდა შესთავაზოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კონსტრუქციით ჩაანაცვლოთ. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოთანი ბავშვს შეესაბამებოდეს დიამეტრითა და სიმაღლით. 
  • უნიტაზზე დასადები სავარძელი დიამეტრით უნიტაზს უნდა შეესაბამებოდეს, ამით გამორიცხვათ ბავშვის გადმოვარდნის რისკს.
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოთანი ბავშვს ყოველთვს ხელთ ჰქონდეს, მისთვის ადვილად მოსახმარი იყოს. 
  • კიბიანი კონსტრუქცია არ უნდა სრიალებდეს, უნდა იყოს მაქსიმალურად მყარი.  
  • ბავშვისთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე ტუალეტის ქაღალდი,სარეცხის ჩასაყრელი ყუთი,სუფთა თეთრეული. 
  • ასევე ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი კბილის ჯაგარისი, კბილის პასტა, ჭიქა, რომელიც არ გატყდება და არ დაიჟანგება,საპონი და შამპუნი,პატარა პირსახოცი და ტანის გასამშრალებელი. აღნიშნული ნივთები შეგიძლიათ განათავსოთ ნიჟარაზე ან კედლებზე. 
  • ბავშვის დასაბანი ზონა შეგიძლიათ მოაწყოთ როგორც ნიჟარასთან, ისე აბაზნასთან ახლოს. 
  • ყველა ეს ნივთი თქვენს შვილს საკუთარი თავის მოვლის პროცედურებს გაუადვილებს და თან გაუხალისებს. 
  • თუ ბავშვს ჰყავს უფროსი და ან ძმა, კარგი იქნება კბილები მასთან ერთად გაიხეხოს, რათა მის მაგალითზე დაინახოს, როგორ ხდება ეს.