იმისათვის, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა ვასწავლოთ, აუცილებელია ყველაფერს ისე გავუკეთოთ ორგანიზება, რომ ბავშვს ჩაცმის პროცესი სიამოვნებას ანიჭებდეს. შემოგთავაზებთ მონტესორისეულ რამდენიმე იდეას, რომლიც დაგეხმარებათ მიაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაცმას.
ბავშვს მოხერხებული სამოსი შეურჩიეთ
სამოსის ყიდვის დროს ეცდეთ შეარჩიოთ ისეთი სამოსი, რომ ბავშვმა მარტივად ჩაიცვას. შარვლები და ქვედაბოლოები უმჯობესია იყოს რეზინზე, წელვადი, რათა ბავშვმა ის თავად ჩაიცვას, ასევე - ფართო მაისურები და შარვლები, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. მაისურს თავის გასაყოფი უნდა ჰქონდეს ისეთი ზომის, რომ თავი ადვილად გაყოს და ამ პროცესმა დისკომფორტი არ შეუქმნას. ვიწრო შარვლები, რომელიც რთულად იწევა და ასევე ჩაწევის დროს უქმნის ბავშვს პრობლემას, უმჯობესია არ შეარჩიოთ, რადგან ბავშვ ჩაცმის პროცესს შეაძულებს.
ასევე მნიშვნელოვანია სამოსის შესაკრავი იყოს მარტივად გასახსნელი და იყოს ელვა შესაკრავი და არა დუგმა ან ღილი.
თუ მაინცდამაინც ღილებიან სამოსს შეარჩევთ, ეცადეთ ღილები იყოს დიდი ზომის, რომ ბავშვი ეცადოს მის დამოუკიდებლად შეკვრას და გახსნას და ეს პროცესი განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყოს დაკავშირებული. ასევე ყურადღება მიაქციეთ ქუდებს. ეცადეთ არ ჰქონდეს ზედმეტი შესაკრავები, რათა ბავშვმა მარტივად ჩამოიცვას თავზე და მოიხსნას.
ასევე ხელთათმანები, ეცადეთ იყოს მაქსიმალურად კომფორტული და არ ჰქონდეს მოჭერილი, ასევე გაიკეთოს ადვილად.
რა თქმა უნდა, ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლოა სამოსის შესაკრავებიც და ტიპიც თანდათანობით გართულდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად.
ბავშვს საკუთარი კარადა გამოუყავით
ეცადე კარადა იყოს იმ ზომის და თაროები განლაგებული იყოს ისე, რომ ბავშვმა თავად შეძლოს მისთვის სასურველი ტანსაცმლის აღება. ან გაუკეთეთ საკიდი, რომელზეც თავად მოახერხებს ტანსაცმლის გადაკიდებას.
მიეცით ბავშვს საშუალება, თავად აირჩიოს ტანსაცმელი
კარგი იქნება, თუ ბავშვი თავად აირჩევს, რისი ჩაცმა უნდა, მაგრამ არჩევანის გაკეთება უმარავი სამოსიდან რთული იქნება. ეცადეთ, რომ შეძლოს სასურველის არჩევა 2-3 ხელი სამოსიდან, ეს მისთვის ბევრად მარტივი და სახალისო იქნება.
მის დასახმარებლდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომენტარები, კომპლიმენტები და ა.შ.
დაეხმარეთ ტანსაცმლის წინასწარ შერჩევაში
თუ ბავშვი დილით სწრაფად უნდა მოემზადოს, რომ წავიდეს ბაღში ან სკოლაში, მიაჩვიეთ იგი ტანსაცმლის წინა საღამოს გამზადებას, რათა მეორე დღეს არჩევანის გაკეთებაში დროა არ დაეხარჯოს.
თუ ბავშვი ჩაცმის დროს შეგეწინააღმდეგებათ და გაღიზინდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა პატარასთვის ჩაცმის პროცესი არავითარ ნეგატივთან არ იყოს დაკავშირებული. ეცადეთ ბავშვმა სამოსი ამინდის შესაბამისად შეარჩიოს, ეს, რა თქმა უნდა, აქსესუარებსაც ეხება, იქნება ეს ქუდი, ხელთათმანი, საწვიმარი თუ სხვა რამ. გაუკეთეთ სპეციალური საკიდი, რომ ბავშვმა სახლში დაბრუნების შემდეგ თავად მოახერხოს ქურთუკის დაკიდება. ფეხსაცმელიც უნდა ელაგოს ისე, რომ პატარამ თავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახერხოს მისი ნახვა და და ჩაცმა. ბავშვებს ძალიან უყვართ ქოლგების გამოყენებაც, როგორც ამას უფროსები აკეთებენ ხოლმე, ამიტომ საბავშვო ქოლგა ისეთ ადგილზე ჰქონდეს, რომ საჭიროების დროს თავად აიღოს.
დახმარება ჩაცმის დროს
აჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა ჩაიცვას ეს თუ ის სამოსი, ზოგჯერ ჩვენთვის ძალიან მარტივი ჩაცმის პროცესი ბავშვისთვის შესაძლოა დაკავშირებული იყოს სირთულეებთან. შეგიძლიათ დაეხმაროთ ისე, რომ ბავშვსაც ჰქონდეს აქტივობის საშუალება. ჩაცმის პროცესის დროს თუ რამის გამო გაჭირვეულდა და გაღიზიანდა, ეცადეთ, რომ თამაშად აქციოთ პროცესი, ბავშვი გაამხიარულოთ ან გააცინოთ.
ფეხსაცმელის ჩაცმა
ფეხსაცმელიც, ისევე, როგორც ტანსაცმელი, ადვილად უნდა იცმეოდეს და იხდებოდეს. ეს ბავშვისთვის მთავარია. დაუდგით შემოსასვლელში პატარა სკამი, შესათავაზეთ ჩამოჯდომა და ისე ჩაცმა, რათა პროცესი მაქსიმალურად მარტივი იყოს. მიეცით საშუალება, საკუთარ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს მოუაროს. სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვს ჩვევად უქციეთ დაათვალიეროს ფეხსაცმელი ან ქურთუკი, თუ ნახავს, რომ ჭუჭყიანია, უნდა ეცადოს მის მოწესრიგებას და ისე დაბინავებას. ასევე ტანსაცმელი, ძილის წინ უნდა შეამოწმოს, თუ ჭუჭყიანია სამოსი, გასარეცხ ნივთებთან ერთად სპეციალურ კალათაში მოათავსოს.