მარია მონტესორის მეთოდის მთავარი არსი და პრინციპი

11-09-2021

მონტესორის მეთოდის მთავარი დადებით მხარე მის სისტემურობასა და მთლიანობაშია, რაც იძლევა საშუალებას ჩამოყალიბდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარების ლოგიკური პროცესი, რომელიც აქტუალური იქნება ბავშვის დაბადებიდან მის ზრდასრულობამდე. მონტესორის მეთოდის მოკლედ გადმოცემა რთულია, ეს იგივეა,  ფიზიკა და ქიმია რომ აღწეროთ ორი სიტყვით, თუმცა შევეცდებით გადმოგცეთ მთავარი მომენტები.

ბავშვის ცხოვრებასთან ადაპტაციის პრინციპები
დავიწყოთ ამ სისტემის ფუნდამენტური თემით. სამეცნიერო პედაგოგიკა განიხილავს ბავშვის აღზრდას, როგორც უფროსების მიერ დაგეგმილ ორგანიზებულ პროცესს, მიმართულს  ბავშვის ადამიანურ კულტურასთან ადაპტაციისკენ. გარკვეული ფილოსოფიური სწავლებები ეფუძნება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის გენებზე და რამის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ბავშვი სუფთა ფურცელია, რომელზეც მშობელს შეუძლია დაწეროს ყველაფერი, რაც  მოესურვება.
ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას აერთიანებს ერთი რამ - ის უარს ეუბნება პატარა ადამიანს საკუთარი ძალისხმევით განვითარებაზე. 
შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი დამოკიდებულია ისეთ გარეგან და შინაგან ფაქტორებზე, რომელთაც ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ.
ჭეშმარიტება იმალება არა ამ ორ ურთიერსაწინააღმდეგო მოსაზრებას შორის, არამედ სულ სხვა სიბრტყეში.
მხოლოდ თავად ბავშვმა შეიძლება ააგოს, ჩამოაყალიბის საკუთარი პიროვნება და მხოლოდ უფროსს შეუძლია მისცეს მას ყველაფერი ის, რაც ბავშვს ამ მშენებლობისთვის  სჭირდება. 
ცხოველები გარემოს ბუნებრივი გადარჩევის გზით ერგებიან. განვითარება დამოკიდებულია  გარემოზე და არა სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში ლეკვი იზრდება ძაღლად მიუხედავად იმისა, ადრეული ასაკიდან ადამიანები ზრდიან თუ თავად იზრდება.
ბიოლოგიური ადაპტაციის მთავარი ძლიერი მხარე არის ის, რომ განვითარების და გაზრდის ეს პროცესი რთული შესაცვლელია, თუმცა მოიკოჭლებს  იმ მხრივ, რომ ხისტი პროგრამა ერგება მხოლოდ შეზღუდული პირობების სპექტრს.

ინსტინქტები - ქცევის თანდაყოლილი მეთოდი
გარემოსთან ადაპტაცია ერთნაირი ტიპის არსებებს მსგავსებად აქცევს.ადამიანური ტენდენციები არის თანდაყოლილი სურვილები, რომელიც ადამიანს ადამიანად აყალიბებს.საკუთარი თავის კულტურასთან ადაპტაცია  ადამიანებს ერთმანეთისგან ძალიან განასხვავებს.ადამიანის ადაპტაციის პრინციპები შემდეგნაირად არის მოწყობილი, ჩვილი იბადება აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი და ზრდისთვის საჭირო ყველა ელემენტს იღებს არა ინსტინქტების ხისტი პროგრამიდან, არამედ გარშემო მყოფი ადამიანებისგან. სხვადასხვა ისტორიული პერიოდისა და კულტურის ადამიანები ერთმანეთისგან არც ისე განსხვავდებიან, თუმცა როდესაც აღწევენ ზრდასრულ ასაკს, თითოეული მათგანი ხდება საკუთარი ადგილის და დროის ადამიანი.
ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე, გაქვს სხვადასხვა ჩვევები, ვართ ამტანები და მგრძნობიარეები სხვადსხვა მოცემულობის მიმართ. არც ერთ სახეობას დედამიწაზე არ აქვს უნარი იცხოვროს ასეთ განსხვავებულ პირობებში, მიიღოს ასეთი განსხვავებული საკვები, გაიტანოს თავი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში პლანეტაზე და მის გარეთაც კი.
ბავშვი საკუთარი განვითარების პროცესის მთავრი მოქმედი პირია, უფროსი კი ამ განვითარების მთავარი პირობაა, კულტურის ნიმუში, ზრდის სივრცის კონსტრუქტორი, რადგამ მას შეუძლია შეცვალოს გრემო, საკუთარი  თავი და იქონიოს ძალიან დიდ გავლენა იმაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებს საკუთარ თავს ბავშვი.
უფროსი აძლევს ბავშვს მასალას, ბავშვი საკუთარ თავს თავად ქმნის.

ბავშვს გააჩნია კულტურასთან, სოციუმთან ურთიერთობის თანდაყოლილი ინტერესი.დამოუკიდებელი აქტივობის უნარი. 6 წლამდე ინფორმაციის მაქსიმალურად შეწოვის უნარი.მშობელს შეუძლია ბავშვისთვის გარემოს პროექტირება, ბავშვის კონტროლი, ყურადღების მიქცევა.

პრინციპები, რომელიც განსაზღვრავს მონტესორის მეთოდიკას
ბავშვზე დაკვირვება ეხმარება მშობელს, გაიგოს, რა აინატრესებს მის შვილს და რაზე  შეიძლება გაამახვილოს ყურადღება.
სენსიტიური პერიოდის აღქმა ადაპტაციის მექანიზმად.
ადრეულ ასაკში ინფორმაციის შეწოვის უნარი, რომელიც ბავშვს გამოარჩევს სხვებისგან.
დამოუკიდებლობისა და აქტივობის მნიშვნელობა, რომელიც ასე აუცილებელია ბავშვის შემდგომი განვითარებისთვს.
ეს მეთოდი დეტალურად პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება შესათავაზოს უფროსმა ბავშვს მისი ასაკისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებთ.

ადამიანური ტენდენციების არსი მონტესორიში
გარდა ინსტიქტისა, ადამიანი იბადება სურვილებით, ჯერ კიდევ ურთიერთობების არმცოდნე მიისწრაფვის ადამიანური ურთიერთობებისკენ ისევე, როგორც საკვებისკენ. მიუხედავად შეზღუდუული გონებრივი შესაძლებლობებისა, აქვს მისწრაფება მაქსიმალურად შეიცნოს გარე სამყარო და გაიგოს, რა ხდება მის ირგვლივ.მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ ფლობს საკუთარ სხეულს, მაინც ცდილობს მაქსიმლურად დამოუკიდებლად იმქომედოს და ეს სიამოვნებას ანიჭებს. აქვს   წარმოსახვისა და აღქმის უნარი. მონტესორის მეთოდიკა იყენებს გამოცდილი და ცნობილი ფსიქოლოგების და ფიზიოლოგების ასწლოვან პრაქტიკასა და კვლევებს, რაც დაკავშირებულია ბავშვის განვითარებასთან.  პრაქტიკასა და კვლევებს, რაც დაკავშირებულია ბავშვის განვითარებასთან.