მონტესორის მეთოდი იმაზე მეტია, ვიდრე ნივთები ან სათამაშოები, რომლებთანაც ბავშვები ურთიერთობენ. ეს მეთოდი არის უფროსის უნარი, დაინახოს ბავშვში პიროვნება, რომელსაც ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია და რომელიც პატივისცემას იიმსახურებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დაელაპარაკება უფროსი ბავშვს. მოდით ვნახოთ ფრაზები, რომლებიც მონტესორის მეთოდის მიხედვით მისაღები და ადექვატურია ბავშვთან ურთიერთობის დროს. პირველ რიგში კი უნდა აღინიშნოს, რომ საუბრის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ თავი ბავშვს გაუტოლოთ.
ეს ის ფრაზებია, რომლებიც ყოველდღიურად, სიტუაციურად უნდა გამოიყენოს უფროსმა ბავშვებთან ურთიერთობისას, რა თქმა უნდა, შესაბამის კონტექსტში. ეს ფრაზები დაეხმარება ბავშვს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.