მონტესორის მეთოდი იმაზე მეტია, ვიდრე სათამაშოები და წიგნები, რომელთანაც ბავშვი ურთიერთობს. ეს არის უფროსის შესაძლებლობები და უნარი, აღიქვას ბავშვი როგორც პიროვნება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა და პატივი სცეს მას. სწორედ მშობელზეა დამოკიდებული, ესმის თუ არა ბავშვს მისი, მშობელმა უნდა გამონახოს საერთო ენა ბავშვთან. ამჯერად შემოგთავაზებთ ფრაზებს, რომელიც, მონტესორის მეთოდის მიხედვით, ხელს შეუწყობს მშობელს ბავშვის ნდობის მოპოვებაში.
მთავარი და საერთი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში - ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მას ვენდობით და ვცემთ პატივს. ასევე ვუზიარებთ ქცევის და ურთიერთობების იმ წესებს, რომლითაც თავად ვსარგებლობთ და რომელიც მისაღებია ჩვენს საზოგადოებაში.
ბავშვთან ურთიერთობის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი. რაც უფრო პატარა ასაკის არის, მით მარტივი უნდა იყოს ფრაზები და სიტყვები. მოკლე ფრაზებით ბავშვი შედარებით მარტივად აღიქვამს მითითებებს და მისთვის მკაფიო და ნათელია, რა უნდა გააკეთოს, რას მოითხოვენ მისგან. დიდებს ეს ფრაზები შესაძლოა ცოტა უბრალოდ მოეჩვენოთ, მაგრამ პატარებისთვის ეს აბსოლუტურად მისაღებია. მაგალითად, ორი წლის ბავშვის თვის უფრო მარტივად არის გასაგები ფრაზა, „თავად გააკეთებ თუ დაგეხმარო“? ვიდრე „თავად დაუმატებ სალათს მარილს თუ მე დაგიმატო, რადგან ვფიქრობ, ცოტა აკლია“.
მოკლე ფრაზები შეგიძლიათ განავრცოთ თანდათანობთ.
ბავშვთან ურთიერთობის დროს გამოსაყენებელი ყველაზე მისაღები ფრაზები:
ეცადეთ, რომ ბავშვი ჩართოთ საქმეში, მოგეხმაროთ ისე, დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ მართლა გჭირდებათ მისი დახმარება.
ასევე დაეხმარეთ არჩევანის გაკეთებაში ოღონდ ისე, რომ ამას ვერ მიხვდეს, მაგალითად: დღეს მწვანე მაისური გირჩევნია თუ წითელი?
ყოველთვის აიღეთ ნებართვა, თუ მის ნივთს გამოიყენებთ, მაგ. შეიძლება შენი სათამაშოს აღება?
თუ ბავშვი მშობელს ან მაგალითად და-ძმას ფიზიკურად უხეშად ეხება, შეგიძლიათ აუხსნათ, რომ არ არის საჭირო ასე რამის მოთხოვნა, საკმარისია თქვა, რა გინდა და ჩვენ შევეცდებით გავიგოთ შენი მოთხოვნა. ხელის კვრა და დარტყმა არავის სიამოვნებს და მათ შორის არც თქვენ და არც მის და-ძმას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს განვუმარტოთ ფრაზა: „არ შეიძლება“.
უნდა აუხსნათ, რომ არ შეიძლება რაღაც იმ კონკრეტულ მომენტში, რომ ეს არ არის საზღვარი, რომ დღეს არ შეიძლება, თუმცა ხვალ ამაზე იმსჯელებთ და შესაძლოა რამე მოიფიქროთ. ასევე ძალიან მნიშნელოვანია ასწავლოთ ნებართვის აღება, სანამ სხვა ადამიანს შეეხება. მაგალითად, სანამ ჩაეხუტებით და აკოცებთ, ჯერ ჰკითხეთ, შეიძლება მოგეფერო? უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც კი პატივი ეცით მის აზრს და გაითვალისწინეთ პასუხის შინაარსი. ხშირად ხდება, რომ ბავშვს დიდი სურვილი აქვს შეეხოს რაიმე ნივთს, რასთან შეხებაც მისთვის სახიფათოა, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ, რომ არის რაღაც, რაც მისთვის საშიშია, მაგალითად თქვენთან ერთად საჭმლის კეთების დროს თუ რაიმე ისეთი პროდუქტია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას, სთხოვეთ, რომ ხელები უკან წაიღოს და არ შეეხოს. ეს ჩვევა მას თანდათან გაუჯდება და სხვა დროს შედარებით ფრთხილად იქნება. ამ მარტივი პატარა წესებით, თქვენ შეძლებთ ბავშვში პიროვნების აღზრდას.