მონტესორის ბავშვის საწოლი - საინტერესო ფაქტები

28-09-2022

რით განსხვავდება მონტესორის საწოლი სხვა საწოლებისგან?

მონტესორის ბაღსა თუ სკოლაში ვერ ნახავთ ტრადიციულ საწოლს. აქ ბავშვებს, როგორც წესი, ან დაბალ საწოლებში სძინავთ ან იატაკზე, მატრასებზე. მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ბავშვს უნდა ეძინოს დაბალზე, თითქმის იატაკზე. ალბათ ბევრ ადამიანს დააინტერესებს მიზეზი, თუ რატომ უნდა ეძინოს ბავშვს იატაკზე. 

მონტესორის პედაგოგიკის მთავარი პრინციპი ბავშვის პატივისცემაა. პატივისცემა მისი ასაკის, მისი პიროვნების, მისი ფიზიოლოგიის. ამიტომაც არის, რომ მონტესორის სკოლაში ყველა ნივთი ბავშვის სიმაღლის შესაბამისია.  აქ ვერ შეხვდებით საკიდს, რომელსაც ბავშვი ვერ სწვდება, ან მაღალ ხელსაბან ნიჟარას, აქ ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ ნივთით, რომელიც მას სჭირდება. ეს ეხება არა მარტო სკოლებსა თუ ბაღებს, არამედ სახლებსაც. ამ შემთხვევაში ტრადიციული, სტანდარტული ზომის საწოლი მონტესორის მეთოდიდან გადახვევას გულისხმობს. გაღვიძებულმა ბავშვს მშობელს კი არ უნდა დაუძახოს, თავად უნდა ადგეს, თუ მას ადგომა უნდა და გადმოვიდეს საწოლიდან. 

მონტესორის საწოლი, მონტსორი, მარია მონტესორი, მონტესორის ოთახი.

საიდან გაჩნდა მაღალი საწოლი? 

ადრე სახლებში იყვნენ თაგვები და ვირთხები, რომელიც იატაკზე მწოლიარე ადამიანს, მით უმეტეს შვილს,  აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს, გარდა ამისა, იატაკზე უბრალოდ ციოდა, სითბო მაღლა უფრო იყო შენარჩუნებული... თუმცა დღესდღეობით ადამიანებს გვაქვს კომფორტული საცხოვრებელი პირობები და თუ სახლში სათანადოდ არის დაცული სისუფთავის ნორმები, იატაკზე ძილი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. 

მონტესორის საწოლი, მონტსორი, მარია მონტესორი, მონტესორის ოთახი.

გარდა ამისა, ჩვეულებრივ, მაღალ საწოლებს აქვს რამდენიმე მინუსი, რომლის აღნიშვნაც ვფიქრობთ, აუცილებელია. 
ბავშვის საწოლი იმავე სიმაღლის არის ხოლმე, როგორიც დიდის. უფროსებს საწოლი, როგორც წესი, მუხლამდე სწვდებათ ხოლმე, ბავშვს კი შესაძლოა წელამდე სწვდებოდეს. მოდით ეს ზომა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე წარმოვიდგინოთ, მაგალითად იმისათვის, რომ მიუჯდეთ მაგიდას და მიირთვათ, თქვენ უნდა აძვრეთ სკამზე, მიუჯდეთ უზარმაზარ მაგიდას, რომელსაც წესიერად ვერც კი სწვდებით. ან წარმოიდგინეთ, ხელის დასაბანად სკამზე ასვლა რომ გიწევდეთ, ან ისეთ საწოლში ძილი, რომელიც წელამდე გწვდებათ. იმავეს გრძნობს ბავშვიც, მაღალ საწოლზე ძილი არც ისე კომფორტულია. ამიტომაც არის, რომ ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ საკუთარ ლოგინში ძილი და მშობლებთან წოლას ითხოვენ, ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ. დაბალ საწოლში კი ბავშვი თავს ბევრად დაცულად გრძნობს, არც გადმოვარდნის საშიშროების წინაშე არიან. 

ასევე დაგაინტერესებთ: