როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი მონტესორის მიხედვით

14-09-2022

რა მნიშვნელობა აქვს ოთახს ბავშვის განვითარებისთვის 

ჩვენი ოთახი სავსე იყო სათამაშოებით, თავსატეხებით და სხვადასხვა თამაშით, ფერადი წიგნებით სავსე თაროებით, საყვარელი თოჯინებით და ნახატებით კედლებზე. ნამდვილი სამოთხე იყო ჩვენი სამი შვილისთვის. სანამ სიმონე დევისმა, პედაგოგმა ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. მან ხელი შეუწყო მონტესორის მეთოდით ჩვენი ოთახის აღჭურვას და შექმნა პირობები თვითგანვითარებისთვის.

მონტესორი, მონტესორის ოთახი, ბავშვის განვითარება, მარია მონტესორი,

რა სარგებელი მოაქვს მონტესორის სივრცეს?

სიმონე დევისი, მონტესორის პედაგოგი ნიდერლანდებიდან და The Montessori Toddler-ის ავტორი, ასწავლის მშობლებს, როგორ გამოიყენონ მონტესორის პრინციპები თავიანთ სახლებში. იგი ეხმარება მშობლებს შექმნან ფუნქციური სივრცე მთელი ოჯახისთვის, ჩაუნერგონ დამოუკიდებლობა ოჯახის  ყველაზე პატარა წევრებს, შექმნან მშვიდი ატმოსფერო - და ეს ყველაფერი გააკეთონ მონტესორის სულისკვეთებით.

მონტესორი, მონტესორის ოთახი, ბავშვის განვითარება, მარია მონტესორი,

მონტესორის მეთოდი მე-19 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა იტალიელმა მეცნიერმა მარია მონტესორიმ. დღეს ის საყოველთაოდ აღიარებულ პედაგოგიურ სისტემად იქცა, რომლის მიზანია ბავშვების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესში. „ტრადიციულ განათლებაში მასწავლებელი გახლავთ წამოწეული  წინა პლანზე და ხელმძღვანელობს კლასს, - ამბობს ქალბატონი დევისი, -  ჩვენ კი,”ბავშვზე“ ორიენტირებული მიდგომით უპირატესობას ვანიჭებთ  თამაშ-თამაშით სწავლას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს.

რა არის ამ პრინციპების სახლში გამოყენების მიზანი? დამოუკიდებლობა და ჩართულობა; ბავშვებისთვის გაკვეთილების  დროის შემცირება. სახლში „ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს საკუთარი აღმოჩენების გაკეთებაში, ვაძლევთ მათ თავისუფლებას და საზღვრებს და ვუქმნით პირობებს წარმატებისთვის. სახლის, ბავშვის სათამაშო სივრცის სათანადოდ  აღჭურვით, ვაძლევთ  ბავშვს საშუალებას აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - წერს სიმონე.

მონტესორი, მონტესორის ოთახი, ბავშვის განვითარება, მარია მონტესორი,

როგორ დავიწყეთ ცვლილებები სათამაშო ოთახში

ითამაშებენ თუ არა ჩემი შვილები ჩემ გარეშე, დამოუკიდებლად? სწორედ ამ პერსპექტივამ მომხიბლა ყველაზე მეტად. თეორიულად მშვენივრად ჟღერდა. მე და ჩემი ქმარი სამსახურში მივდივართ, ხოლო ბავშვები (1, 4 და 7 წლის) რჩებიან ძიძასთა ან ბებიასთან და ბაბუასთან. ჩემს სახლში ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ ბავშვების მოსავლელად შინ  სხვადასხვა ადამიანის ყოფნამ განაპირობა ის, რომ ყველაფერი თავის ადგილზე აღარ გვხვდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ ფაქტმა ძალიან გამაბრაზა. გამოსავალი დავინახე იმაში, რომ ბავშვებს თავად დაებინავებინათ ნივთები თავის ადგილას. როდესაც მისის დევისმა ჩემი საგულდაგულოდ დალაგებული  კარადიდან ნივთების სათითაოდ ამოღება დაიწყო, ცოტა ავღელდი.შევუდექით საქმეს.  ყველაფერი  თავიდან უნდა დაგველაგებინა,  გზადაგზა აღმოვაჩინეთ თავსატეხის დაკარგული ყველა ნაწილი. გამოვიყენეთ სახლში უკვე არსებული ნივთები და ამით დავზოგეთ ბიუჯეტი საბავშვო სივრცის  ხელახალი აღჭურვისთვის. შედეგად  სათამაშო ოთახი უფრო მოწესრიგებული, მშვიდი და ლამაზი გახდა.ცვლილებები ეფექტური აღმოჩნდა.

მონტესორი, მონტესორის ოთახი, ბავშვის განვითარება, მარია მონტესორი,

უფროსი ბავშვები ხშირად იღებდნენ  წიგნებს გადაჭედილი წიგნების კარადიდან და ხან სად მიაგდებდნენ და ხან სად. 
სიმონემ მოაწყო საკითხავი კუთხე, სადაც კომფორტულად მოათავსა ძველი საბანი, იატაკზე ბალიშები და საყვარელი რბილი სათამაშოები. ჩემდა გასაკვირად, მან თაროდან ყველა წიგნი ჩამოიღო, დააჯგუფა თითოეული ბავშვის ინტერესების მიხედვით და ისე დაალაგა  კარადაში, ზოგიერთი კი კალათაში ჩადო. თაროებზე განალაგა  პატარა მცენარეები, ბავშვების სურათები და მათი საყვარელი სუვენირები.
„ჩვეულებრივ ნივთებს ბავშვებისგან მოშორებით ვინახავთ ხოლმე,  მაგრამ თუ გვსურს, რომ ბავშვმა რაღაცით ითამაშოს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას ადვილად მიუწვდება ხელი ამ ნივთზე “, - ამბობს სიმონე. მან ეს ნივთები მოათავსა კონტეინერებში და შემდეგ უჯრაში, წიგნების კალათებთან ერთად იატაკზე დადო ტექსტილის ორი კალათა ბავშვის სათამაშოებით, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა კარადაში ნივთების შესანახად. ერთი მათგანი შეიცავს ოთხ რბილ ბურთულას, მეორე შეიცავს სხვადასხვა ტიპისა და ზომის მანქანების რამდენიმე მოდელს.
თაროებზე ელაგა პატარა პლასტმასის უჯრები  სავსე მასალებით უფროსი ბავშვებისთვის: მაკრატელი, ქაღალდი,  ხელოვნების სტიკერები.

მონტესორი, მონტესორის ოთახი, ბავშვის განვითარება, მარია მონტესორი,

რაც ნაკლები მით უკეთესი

ალბათ, ყველაზე უჩვეულო  აღმოჩენა ჩემთვის არის ის, რომ ბავშვები უფრო მეტხანს თამაშობენ, რაც უფრო ნაკლები სათამაშო აქვთ.
ფანქრები, მაგიდის ნაცვლად, კედელზე დაკიდებულ კონტეინერებში მოვათავსეთ. 
იმისათვის, რომ სათამაშოები თვალსაჩინო ადგილას იყოს,  უფროსებს გარკვეული  ძალისხმევა სჭირდებათ, მაგრამ ამის წყალობით ოთახი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო ხდება. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ რადგან ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი წვრილ-წვრილ სათამაშოებზე, მათ ნაკლები ხიფათი ემუქრებათ. 
„ბავშვებს არ სჭირდებათ იმდენი სათამაშო, რამდენიც ჩვენ გვგონია, - ამბობს სიმონე, - როცა გარშემო ცოტა რამ არის, ისინი უფრო კრეატიულები ხდებიან“.
ჩვენ გვჭირდება მარტივი ხის სათამაშოები, რომლებსაც აქვთ ერთი დანიშნულება. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

აბაზანის მოწყობა მონტესორის პრინციპით