რამდენ მშობელს აწუხებს სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ ცოტა დროს ატარებს შვილებთან, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს, არ აქვს იმის საშუალება, რომ ხშირად ესაუბროს და ეთამაშოს.
ისეც ხდება, რომ რეალურად ვართ ბავშვის გვერდით, თუმცა არ მიგვაჩნია, რომ მასთან ერთად ვატარებთ დროს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ბავშვის სკოლაში ან ბაღში წაყვანას, ანუ გარკვეული მანძილის ერთად გავლას. დაფიქრებულხართ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება დროის ამ მონაკვეთში, რომ ის მაქსიმალურად ეფექტური იყოს ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. გზაში ხომ ბავშვთან ერთად ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.
ამისთვის საკმარისია, დილით სულ რაღაც 10-15 წუთით ადრე ადგომა და სახლიდან შედარებით ადრე გასვლა, რათა არა სირბილ-სირბილით, არამედ სეირნობით წაიყვანოთ ბავშვი სკოლაში ან ბაღში და გზაში თან ისაუბროთ, ითამაშოთ.
გვერწმუნეთ, უმჯობესია ჩაიდინოთ „გმირობა“, გამოიმუშავოთ თვითდისციპლინა, შეეჩვიოთ დილით შედარებით ადრე გაღვიძებას და ენერგიულმა და მოტივირებულმა წაიყვანოთ ყოველ დილით ბავშვი სკოლაში ან ბაღში, ვიდრე ყოველ საღამოს თვითგვემას მიეცეთ იმის გამო, რომ საკუთარ შვილს სათანადო ყურადღებას და დროს ვერ უთმობთ.
და მაინც, კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება ბავშვთან ერთად სეირნობის დროს:
ეცადეთ ასე გაატაროთ დრო თქვენს შვილთან ერთად და თავადაც ნახავთ შედეგს და მიხვდებით, რომ თურმე სურვილის შემთხვევაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესაძლებელია შვილებთან ერად დროის საინტერესოდ, ნაყოფიერად და აზრიანად გატარება.