თამაშები სარკესთან, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას

07-05-2023

ცნობილია, რომ ცხრა თვის შემდეგ ბავშვი შეგნებულად იხედება სარკეში და უკვე აცნობიერებს, რომ სარკეში გამოსახული ადამიანი თავად არის. ცხოველების უმეტესობას ეს უნარი არ აქვს. მშობელმა შესაძლოა სარკე არა მარტო ჩასახედად, არამედ ბავშვის გონებრივი განვითარებისთვისაც გამოიყენოს. 

სარკესთან თამაში, სარკე,

როგორ ვათამაშოთ პატარა სარკესთან? 

აიღეთ დიდი სარკე. უმჯობესი იქნება, სარკე დამაგრებული იყოს კარადის კარზე ან კედელზე ბავშვის სიმაღლის დონეზე. პირველ რიგში ჩაატარეთ ექსპერიმენტი და დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს, რომ სარკეში საკუთარ გამოსახულებას ხედავს. ტუჩსაცხით სარკეს რამე დაახატეთ, ისე, რომ ბავშვი ადვილად მისწვდეს და ნახეთ, ეცდება თუ არა ბავშვი ტუჩსაცხის საკუთარი სახიდან მოშორებას. 
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი იმის შესამოწმებლად, შეუძლია თუ არა ბავშვს განასხვაოს  გამოსახულება სარკეში და საკუთარი თავი. როდესაც სარკესთან დადგება, მიუახლოვდით უკნიდან და მხარზე რბილ სათამაშო დაადეთ. თუ იგი შეეცდება სათამაშოს სარკიდან აღებას, ე.ი. ის ვერ აცნობიერებს, რომ სარკეში მისი გამოსახულებაა. თუ ხელი მხრისკენ წაიღო, ის ხვდება, რომ სარკეში მხოლოდ მისი ანარეკლია. 

სარკესთან თამაში, სარკე,
შეისწავლეთ სახის სხეულის ნაწილები. დადექით სარკესთან მდგარი ბავშვის უკან ისე, რომ სარკეში თავადაც ჩანდეთ, მიიდეთ ცხვირზე ხელი და ხმამაღლა თქვით - „ცხვირი“. შესთავაზეთ ბავშვს, იგივე გააკეთოს საკუთარ ცხვირთან მიმართებაში. ნელ-ნელა ბავშვი სხეულის ყველა ნაწილს შეისწავლის. 
საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც მას აჩვენებთ ცხვირს თავის სახეზე ისე, რომ თავად ამას ვერ ხედავს,  შედარებით რთულად ითვისებს. სარკესთან კი, თვალსაჩინო მაგალითზე, მასალას უკეთ აითვისებს. 

ემოციების გამოცნობა 

ასწავლეთ ბავშვს ემოციების გამოცნობა. დადექით სარკესთან და სარკეში სხვადასხვა მიმიკა გამოხატეთ. შეიჭმუხნეთ  წარბები და სთხოვეთ ბავშვსაც, გაბრაზებული სახე გაჩვენოთ, შემდეგ გაიცინეთ და გახარებული სახე მოითხოვეთ. ერთი შეხედვით, თითქოს ეს ელემენტარულია, თუმცა ასე ბავშვი სწავლობს უფროსებს მიბაძვით. ასე უკეთესად შეისწავლის საკუთარი ემოციების გამოხატვას და სხვისი ემოციების გაგებას. მოაწყვეთ თოჯინების თეატრი. აიღეთ ბავშვის სათამაშოები და დაიწყეთ თამაში სარკის წინ. გაითამაშეთ სცენარი, როდესაც სათამაშო შეეხება მის გამოსახულებას და დააკვირდით, გაიმეორებს ბავშვი ამას თუ არა.  

ასევე დაგაინტერესებთ: