თამაშები ბავშვისთვის სტრესისა და შფოთვის მოსახსნელად

26-09-2021

ალბათ ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი უშფოთველად და მშვიდად ცხოვრობდეს. რითი შეგვიძლია მშობლებს დავეხმაროთ ჩვენს შვილებს?
ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერი ისწრაფვის სულიერი ჰარმონიისკენ, ეს ეხებათ დიდებსაც და ბავშვებსაც.  
ბავშვებთან ურთიერთობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა უფროსი, როგორ მოექცევა ბავშვს. გთავაზობთ რამდენიმე ძალიან საინტერესო საშუალებას, რომელთა გამოყენებითაც ნამდვილად შეძლებთ  ბავშვის შინაგანი მდგომარეობის დასტაბილურებას და შფოთის მოხსნას. 

მცენარეები
მეტაფორად ვიყენებთ მცენარეს, რომლის ფესვებიც ჩადის ახალ ადგილას. ვიგონებთ (ვხატავთ ან ვძერწვათ) ამბავს ყვავილზე ან მარცვალზე, რომელსაც გადავრგავთ ახალ ქოთანში, რათა მასზე ვიზრუნოთ და მივუაროთ. ბავშვი თამაშში აიყოლიეთ, თუ ატყობთ, რომ ბავშვის აზრით მცენარე დაუცველია და რაღაც აწუხებს, აუცილებლად ჩაეძიეთ და გამოკითხეთ, რამე ხომ არ აწუხებს ამ მცენარეს, რა სჭირდება საიმისოდ, რომ თავი უკეთ იგრძნოს, იქნებ ახალი მეგობრები ან ღობე?

ცხოვრების გზა
ბავშვები, რომელთაც გადატანილი აქვთ რამე სტრესი, კაფსულირდებიან ტრავმულ მოგონებებში. ჩვენი მიზანია ისინი რეალურ დროსა და სივრცეში დავაბრუნოთ და ამაში დაგვეხმარება თამაში „ცხოვების ხაზი“. ეს თამაში გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდს ექნება მისი თამაშის დრო და რესურსი. ძაფით ან გრძელი თასმით ვაკეთებთ ცხოვრების ხაზს.  იდეალური იქნება მანათობელი გირლანდის გამოყენება. იმის მიხედვით, თუ რამდენი წლის არის ბავშვი, ხაზს რამით ვნიშნავთ, შესაძლოა ფეხსაცმლითაც კი. ნიშანი უნდა შეესაბამებოდეს ასაკს, რამდენი წლისაც არის, იმდენი ნიშანია. ცხვორების ხაზი ბევრად გრძელი უნდა იყოს, ვიდრე ბავშვის ასაკია.  ბავშვი დგება პირველ ნიშანზე, ჩვენ კი ვახსენებთ, რომ აქ იგი მხოლოდ ერთი წლის არის. ამ დროს იგი სწავლობს სიარულს, ჩვენ მას იმ კონკრეტული ასაკის შესაბამისად ვექცევით, ისიც აგყვებათ თამაშში და ეცდება ისე მოიქცეს, როგორც ერთი წლის ბავშვი, რომელმაც არ იცის სიარული და სწავლობს, შესაძლოა წაიქცეს კიდეც და თქვენ მოეფეროთ.მნიშვნელოვანია, რომ რეალური ასაკის ნიშნულთან ბავშვი შედარებით დიდხანს გაჩერდეს.  ამის შემდეგ კი ბავშვი აკეთებს დიდ ნაბიჯს მომავალში. მშობელმა უნდა წაახალისოს, ყოჩაღ, ნახე, რა წარმატებული ხარ, როგორი მომავალი გაქვს, რა ჭკვიანი ხარ, შეგიძლიათ ხელშიც კი აიტაცოთ და გადააფრინოთ.

თამაში სახეზე
ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვსაც, თუ გადატანილი აქვს რამე სტრესი, ხშირად აქვს გაქვავებული სახე. თუ ბავშვს მსგავსი შენიშნეთ, ეცადეთ ეთამაშოთ თამაში სახით. მაგალითად შეგიძლიათ გამოძერწოთ სახე სხვადასხვანაირი გამომეტყველებები. თითქოს ძერწავთ მის სახეს, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ ნიღბები და სთხოვოთ ბავშვს მოირგოს ხასიათის მიხედვით, ჩაანაცვლოს ერთი მეორეთი, თან ახსნას, რატომ იცვლის ნიღბებს, რის მიხედვით, ასე ბავშვი გაიხსნება და დაიწყებს საუბარს საკუთარ გრძნობეზე.

უბრალო დღესასწაულები
თუ ბავშვი რაღაცის გამო დათრგუნულია, აქვს საამისო მიზეზი, მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს ასწავლოს ბავშვს სიხარულის და ბედნიერების ხელახლა განცდა, მოიშოროს დანაშაულის გრძნობა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის მიღწევებზე და აღნიშნოთ, როგორი ყოჩაღია. ვიგონებთ დღესასწაულებს, მაგალითად წყალში თამაშის დღესასწაული, ლოგინის გაშლის დღესასწაული, ბალიშების აფუების დღესასწაული და სხვა.

ფერთა თერაპია
ხშირად ხდება, რომ ბავშვი მოგონებებით რჩება  წარსულში და ვეღარ აღიქვამს მომავალს. ბავშვს ვაჩვენებთ დროის სვლას, ვაფიქსირებთ ყოველ დღეს, ვაცოცხლებთ მოგონებებს. მაგალითად, ოთხშაბათი არის წითელი, ამ დღის განმავლობაში ეცადეთ შეარჩიოთ მხოლოდ იმ ფერის ნივთები, საჭმელიც კი. 

სად ხარ?
რეალური დროის დასაფიქსირებლად ძალიან კარგია თამაში „სად ხარ“? კითხვა უნდა დაუსვათ მოულოდნელად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში. პასუხი უნდა იწყებოდეს სიტყვებით „აქ ვარ“, რასაც უნდა მოსდევდეს რამდენიმე წინადადება „აქ ვარ“-თან დაკავშირებით. ბავშვმა უნდა ახსნას ადგილი, დრო, ფერი, არომატი, ხმა და ა.შ.

ვადგენთ გრაფიკს
სიტუაციის სტაბილიზაციისა და სტაბილურობის შეგრძნების დასაბრუნებლად განრიგის შედგენა დაგეხმარებათ. მკაფიოდ გაწერილი დღის განრიგი ეხმარება ბავშვს უფრო მკაფიოდ აღიქვას დღე, თუ განრიგში რამე იცვლება მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ.

გირლანდა
ყველა ბავშვს სჭირდება კომუნიკაცია სხვა ბავშვებთან, საზოგადოებასთან, თუმა ხშირად ამაში სიმორცხვე უშლის ხოლმე ხელს. ეს პატარ თამაში სწორედ მორცხვი ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი პრაქტიკა დაამყარონ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. ამ თამაშისთვის ქაღალდისგან უნდა გამოვჭრათ ადამიანი, რომლსაც ხელი ექნება ჩაკიდებული მეორე ადამიანისთვის. გამოჭრილ კაცუნებს შესაძლებელია მივახატოთ სახეები ან პირობითად დავარქვათ სახელები და ამით ბავშვს ერთობის, ერთად ყოფნის მეტაფორა შევუქმნათ. 

ერთი წვეთი საღებავი
ერთი წვეთი აკვარელის საღებავი ჩააწვეთეთ წყალში და ბავშვთან ერთად დააკვირდით როგორ იშლება იგი და უერთდება წყალს. ეს ძალიან კარგი საშუალებაა სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად. კარგი იქნება, თუ ცოტა ხანში ბავშვთან ერთად პლასტიკით, ცეკვით შეეცდებით იგივე მოძრაობების გადმოცემას, რაც საღებავმა განიცადა.

თითის ანაბეჭდი
ეს პატარა სავარჯიშო ძალიან ეფექტური საშუალებაა სტრესგადატანილი ბავშვისთვის გაყინული, გაციებულ ემოციების გასაცოცხლებლად. ჩააყოფინეთ ბავშვს თითი საღებავში ან ჭარხლის წვენში და გააკეთებინეთ  ანაბეჭდი ფურცელზე, შემდეგ კი დაუსვით შეკითხვა, რა შეიძლება დაუმატოს ანაბეჭდს, რომ ის აქციოს გოჭად, თევზად ან სხვა რაიმე ნივთად. ეს ბავშვის ემოციებს და ფანტაზიებს გააქტიურების საშუალებას მისცემს.

მსგავსი ტიპის თამაშები აუცილებლად დაეხმარება მშობელს ბავშვთან დაახლოებაში, თქვენ შორის ემოციური კავშირი კიდევ უფრო გამყარდება. იყავით მზად იმისთვის, რომ ბავშვი აუცილებლად მოითხოვს მისთვის მისაღები და კომფორტული თამაშის გამეორებას, თანაც რამდენჯერმე, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავი კარგად იგრძნო და სავარჯიშომ თავისი ფუნქცია შეასრულა. ბავშვი არასდროს ითამაშებს ხელმეორედ ისეთ თამაშს, სადაც ის ემოციურად კომფორტულად არ გრძნობს თავს. მშობელს ისღა დარჩენია აღიჭურვოს მოთმინებით და ბავშვთან ერთად ითამაშოს, ამით ხელი შეუწყოს მის ფსიქოლოგიურ და ემოციურ, შინაგანი წონასწორობის აღდგენას.