სათამაშოები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

07-07-2021

სიცოცხლის პირველი ერთი წელი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მისი განვითარების მხრივ. მან უნდა ისწავლოს ჯდომა, ხოხვა და ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაადგილება, ნივთების ხელში აღება და დაჭერა. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ. დედას შეუძლია დაეხმაროს ბავშვს განვითარებაში გარკვეული სათამაშოებით.  სათამაშოები შეგიძლიათ იყიდოთ ან გააკეთოთ საკუთარი ხელით.

თვალსაჩინო მოტორული კოორდინაციისა და წვრილი მოტორიკის განსავითარებელი სათამაშოები
პირველი თვეებისთვის დამახასიათებელი მნიშნელოვანი უნარი ხედვის კოორდინაცია და ამას დამატებული მოძრაობის უნარია. ანუ ბავშვმა უნდა მოახერხოს ნივთის დანახვა, მიზანში ამოღება და მოძრაობა მიზნის მისაღწევად.    
რა სახის სათამაშოები დაეხმარება ბავშვს ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში?

  • სხვადასხვა სახის მობილობა მხედველობის კოორდინაციისთვის, რაც დაეხმარება ბავშვს თვალის ფოკუსირებაში.  
  • ახალშობილებისთვის შეარჩიეთ შავ-თეთრი ბარათები, რადგან ამ ასაკში მხოლოდ ამ ორ ფერს არჩევენ. 1-2 თვის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ პასტელის ფერებზე. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ქაღალდის ფიგურები. ამის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.
  • აქტივობა, რომლის საშუალებითაც ბავშვი შეძლებს მისწვდეს სათამაშოს, აიღოს და მიიხუტოს იგი. საამისოდ გამოიყენეთ ხის ღია ფერის სათამაშოები. კარგი იქნება, თუ მოიძიებთ ხის რგოლს ან მაგალითად ზარს, რომელიც ბავშვის შეხების დროს პატარა ხმას გამოსცემს.  
  • აქტივობები, რომელიც განავითარებს ბავშვის მიერ ნივთის ჩაჭიდებას, მიზანშეწონილია დიაწყოთ სამი თვიდან. ნივთები უნდა იყოს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად ხისგან. სათამაშო უნდა იყოს ისეთი ტიპის, რომ ბავშვმა მოახერხოს მისი ხელში მარტივად აღება, დაჭერა და საბოლოოდ ხელიდან ხელში გადატანა. 

ასეთი ტიპის კლასიკური სათამაშოები ძირითადად არის:

  • ერთმანეთთან დაკავშირებული ორი დისკი
  • ხის ჯოხზე თასმით დამაგრებული რამდენიმე ბურთულა
  • ერთმანეთთან თასმით დაკავშრებული რამდენიმე ბურთულა
  • სათამაშოებით სავსე კალათა

სათამაშო, მონტესორი,

6-7 თვის ბავშვს უკვე თავისუფლად შეუძლია სათამაშოების ხელში აღება და ახალ-ახალი  ნივთების მიმართ ინტერესიც იზრდება.
შეგიძლიათ ბავშვს მოუმზადოთ სპეციალური კალათა, რომელიც სავსე იქნება მისთვის ასე თუ ისე ნაცნობი ნივთებით. ნივთები უნდა იყოს განსხავავებული როგორც ფერით, ისე სტრუქტურითა და ფორმით. ბავშვი თანდათან შეისწავლის ამ ნივთებს, შეიგრძნობს მათ ხელით, გადაარჩევს, გამოარჩევს ფერების მიხედვით და ა.შ.   
შეგიძლიათ ბავშვს რამდენიმე ასეთი კალათა გაუკეთოთ და სხვადასხვა ოთახში დაუდოთ. 

სათამაშო, მონტესორი,

სათამაშოები მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამყარებლად
წლამდე ასაკის ბავშვები მიზეზ-შდეგობრივი კავშირების დამყარების პერიოდში არიან. ამავდროულად მოსწონთ პატარ-პატარა სათამაშოებით თამაში. ამ სათამაშოებით ისინი წვრილ მოტორიკას ივითარებენ. ამ ტიპის თამაშისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქილები ნივთების შესაგროვებლად. 

სენსორული თამაშები წლამდე ბავშვებისთვის
სენსორული განვითარება ბავშვის ინტელექტუალური განვითარების უმთავრესი ნაწილია, რომლიც მას სამყაროს აღქმაში ეხმარება, ხელს უწყობს ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარებას, ესთეტიკის აღქმას და წარმოსახვის უნარს. 
სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილისთვის სათამაშოები აუცილებელი არ არის, სამყაროს შეცნობა მას საკუთარი ხუთი გრძნობის ორგანოთიც შეუძლია. საამისოდ ყველაზე კარგი მასალა გარე სამყაროა. მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი შეგრძნებებით აღიქვას ყველაფერი, განსაკუთრებით სეირნობის დროს. ამოიყვანეთ ეტლიდან, დასვით ბალახზე, მიეცით საშუალება შეეხოს ბალახს, ქვას, მიწას, დაყნოსოს ყვავილი, მოწყვიტოს ფოთოლი. 

სათამაშო, მონტესორი,

სმენის განვითარება

დაბადებისთანავე ჩაურთეთ ბავშვს სასიამოვნო მუსიკა. შესთავაზეთ მუსიკალური სათამაშოები. მიიქციეთ მისი ყურადღება გარკვეული ხმებით, მაგალითად მანქანის ხმით, ძაღლის ყეფით. ხშირად გაუმეორეთ კითხვა: "გესმის"? 
საჭმლის მომზადების დროს დაანახეთ ხილი, ბოსტნეული, გაუმახვილეთ ყურადღება ამა თუ იმ პროდუქტზე, მიეცით საშუალება შეეხოს, დასუნოს, თუ შესაძლებელია დააგემოვნის კიდეც ესა თუ ის ხილ-ბოსტნეული. 
აჩვენეთ, როგორ შეიძლება კონცენტრირდეს მხოლოდ ერთ საგანზე, მაგალითად, როდესაც დაინახავს როგორ დახუჭეთ თვალები და უყნოსეთ მანდარინს, ისიც იგივეს გააკეთებს.  
აჩვენეთ სხვადასხვა სახის ნივთები - მაგარი, რბილი, სრიალა, ხაოიანი, ცხელი, გრილი და ა.შ. 

შეუკერეთ ბავშვს რამდენიმე ტომარა, მოათავსეთ ზოგში წიწიბურა, ზოგში ხორბალი, ბრინჯი, შაქარი, მარილი და მიეცით საშუალება, ხელით შეიგრძნოს. რომ წამოიზრდება, დააწყვილოს მსგავსი ტომრები. ასე მას სენსორული უნარები განუვითარდება. ხოხვას რომ დაიწყებს, გაუკეთეთ სენსორული ხალიჩა სხვადასხვა სახის ლასკუტებით. ჩვილი ამ ხალიჩასთან მუდმივ შეხებაში იქნება და სენსორული უნარებიც მეტად განუვითარდება. 
ძალიან მნიშვნელოვანია, დაბადებისთანავე ბავშვს კომფორტული კუთხე ან ოთახი ჰქონდეს მოწყობილი.   

ბავშვს ბუნებრივი სწრაფვა გააჩნია მოძრაობისკენ. მას უნდა ჰქონდეს თავისუფლად მოძრაობის უნარი, როდესაც მას ამის სურვილი ექნება. ეს შეიძლება იყოს ხოხვა, წამოჯდომა, გადაბრუნება და ა.შ. 

სათამაშო, მონტესორი,

ყველაფერი ეს ძალიან კარგია, თუმცა მთავარია, ეს ყველაფერი ბავშვმა დედასთან ემოციური კავშირით გააკეთოს. დედა უნდა იყოს ჩვილის ნებისმიერი აქტივიობის თანამონაწილე, უნდა წაახალისოს იგი, მოუწონოს. სათამაშოები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვილისთვის, თუმცა დედასთან ემოციური კავშირი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და შეუცვლელია. 

წყარო: https://mchildren.ru/