ჰიპერაქტიური ბავშვები მონტესორის გარემოში

11-09-2021

ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიურ ბავშვებს, როგორც წესი, ძალიან უჭირთ ხოლმე სკოლამდელ დაწესებულებებში თანატოლებთან ურთიერთობა და გარემოსთან ადაპტირება. პრობლემა მხოლოდ ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა როდია. პირველ რიგში სირთულეები თვითკონტროლის დაბალ დონეს უკავშირდება. ბავშვს უჭირს დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, მისთვის სირთულეს წარმოადგენს სხვა ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე ჯდომა და მოსმენა.

მონტესორი, ჰიპერაქტიური ბავშვი,

როგორ გრძნობს თავს ჰიპერაქტიური ბავშვი გაკვეთილებზე მონტესორის გარემოში

მონტესორის ბაღში მომუშავე ფსიქოლოგები და მასწავლებელი საუბრობენ მათ გამოცდილებაზე აღნიშნული პრობლემების მქონე ბავშვებთან ურთიერთობაში. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათთან ბავშვები უფრო ეფექტურად მეცადინეობენ და უკეთეს შედეგებსაც აღწევენ, ვიდრე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ ტრადიციულ დაწესებულებებში.
მონტესორის მეთოდის მიხედვით, ბავშვს შეუძლია იმოძრაოს, იაროს, თუნდაც წამოწვეს და ისე მოუსმინოს გაკვეთილის, ისე, რომ სხვებს არ შეუშალოს ხელი. მისთვის აუცილებელი მოცემულობა არ გახლავთ ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა. თუ ჩვეულებრივ გაკვეთილებზე ბავშვი 10 წუთზე მეტ ხანს ვერ ძლებს და უამრავ შენიშვნას იღებს, მონტესორის სკოლაში მას ამის პრობლემა არ აქვს, რადგან არ უწევს მოთხვნილებებზე უარის თქმა და მოძრაობის შეზღუდვა, რაც საბოლოოდ ბევრად კარგ შედეგს იძლევა. ასეთი ბავშვბისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმუშაონ საკუთარ ტემპში. ჯგუფური ვარჯიშების დროს მასწავლებელი ყურადღებას ბავშვების ასაკის შესაბამის აქტივობებზე ამახვილებს. იგულისხმება, რომ ჯგუფში ყველა ბავშვმა უნდა იმუშაოს სინქრონულად და ერთ ტემპში. ჰიპერაქტიურ ბავშვებს კი უჭირთ ასეთ ტემპში მუშაობა. როგორც წესი, ისინი შედარებით გვიან ერთვებიან აქტივობებში, ხშირად ეფანტებათ გონება, მალე იღლებიან, შედეგად, ისინი ვერ ასწრებენ დავალების შერულებას, შედეგების შეჯამების დროს კი ბავშვი იჩაგრება.

მონტესორი, ჰიპერაქტიური ბავშვი,

სწავლების რა მეთოდი აქვთ მონტესორის სკოლებში?

მონტესორის სკოლაში ბავშვი მუშაობს საკუთარ ტემპში, მისთვის კომფორტულ გარემოში, ხშირად გადაერთვება სხვა რამეზე, შეიძლება გონებაც გაეფანტოს, თუმცა მალევე უბრუნდება პოზიციას და აგრძელებს მუშაობას,  შედეგად, ის ასრულებს დაწყებულ საქმეს და შესაბამისად საბოლოო შედეგი დადებითი აქვს. მონტესორის სკოლაში ბავშვი დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნას ახერხებს წყლის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმით, მარცვლეულის ერთი ადგილიდან მეორეში გადაყრით. ეს ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან სასარგებლო პროცესია, თუმცა ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, სითხის  გადასხმა, ნივთების გადაადგილება, გადაყრა, მიწევ-მოწევა ძალიან კარგი საშუალებაა ემოციური  ბალანსის აღსადგენად. ასეთ გარემოში ბავშვის თვითშეფასება იზრდება. როდესაც მას სხვებს არ ადარებენ, ძალიან მოსწონს და  თავს გამორჩეულად არ მიიჩნევეს. ბოლოს ხედავს და რწმუნდება, რომ მანაც ისწავლა რაღაც, მასაც გამოსდის რაღაცის კეთება და ეს ძალიან სიამოვნებს. 

ასევე დაგაინტერესებთ: