საკვები, რომელიც შესაძლოა, სახიფათო იყოს თქვენი ბავშვისთვის

24-10-2022

ზრდა-განვითარების განმავლობაში პატარები სიამოვნებით აგემოვნებენ თქვენ მიერ მიწოდებულ საკებს, თუმცა, ეს საკვები ყოველთვის არ არის ბავშვისთვის სასარგებლო.

საკვები, რომლის თავიდან აცილება უმჯობესია 12-დან 24 თვემდე:

უცხიმო რძე 
აღნიშნულ ასაკში პატარების უმეტესობას ზრდისა და განვითარებისთვის ესაჭიროება  ნედლთან მაქსიმალურად მიახლოებული რძის ცხიმი და შესაბამისი კალორიები. 
2 წლის შემდეგ (ტიპური განვითარების ბავშვის შემთხვევაში), თუ გსურთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მისთვის უცხიმო რძის მიცემა (თუმცა, თუ პატარას წონა დასაშვებ ნორმას სცდება, უმჯობესია ექიმმა გირჩიოთ უცხიმო რძის დაშვება 2 წლამდეც).

რაფინირებული შაქარი
2 წლამდე ასაკის ბავშვების კვება საერთოდ არ უნდა მოიცავდეს რაფინირებულ შაქარს, კერძოდ კი - შაქარს და სიროფებს, რომლებსაც ამატებენ საკვებსა ან სასმელში დამუშავების ან მომზადების დროს (აქ არ იგულისხმება რძესა და ხილში ბუნებრივად არსებული შაქარი). ბავშვის ყოველდღიურ კვებაში რაფინირებული შაქრის დამატება დაკავშირებულია ჭარბ წონასთან და მომავალში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გაზრდის რისკთან, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი შეფუთულ საკვებზე და მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია 1  ან მეტი გრამი ე.წ. "დამატებული შაქარი".

სახიფათო საკვები,საკვები, მარილი, წყალი,პური, იოგურტი, გადაცდენა,

არაპასტერიზებული საკვები
ბავშვის კვება არ უნდა მოიცავდეს არაპასტერიზებულ სასმელებს, როგორებიცაა წვენი, სიდრი ან არაპასტერიზებული (ნედლი) რძის პროდუქტები, რადგან ისინი შესაძლოა, შეიცავდეს მავნე ბაქტერიებსა და პარაზიტებს, რომლებიც  სერიოზულად დააზიანებენ ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობას, ზოგ შემთხვევაში კი მათი მოხმარება ლეტალური შედეგის მომტანიც შესაძლოა იყოს ბავშვისთვის. 

ჭარბი ოდენობით ნატრიუმი
ნატრიუმი არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც ძირითადად მარილის სახით მოიხმარება, თუმცა ნატრიუმის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარება შესაძლოა იყოს საზიანო. ამ ასაკის ბავშვების კვება უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 1200 მგ ნატრიუმს დღეში (USDA-სა და DHHS-ის მიხედვით ). 
ჭარბი ოდენობით ნატრიუმის მოხმარებისგან თავის დასაცავად, დაკონსერვებული, გაყინული და დაფასოებული საკვების ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ ეტიკეტი.

დიდი ლუკმები
ლუკმა არ უნდა იყოს ძალიან დიდი, რათა არ გაიჭედოს თქვენი შვილის ყელში. პედიატრიის ამერიკული აკადემია (AAP) გვირჩევს, რომ საკვები დაჭრათ ნაჭრებად არაუმეტეს სამი სანტიმეტრისა. მაგალითად, ხილი -  ყურძენი, ჩერი პომიდორი და მარწყვი სუფრასთან მიტანამდე დავჭრათ მეოთხედებად. ხორცი, ბოსტნეული და ყველი ასეთსავე ზომებად დაჭერით, დააქუცმაცეთ ან დაძენძეთ. 

უმი ბოსტნეული
გადაცდენის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რბილად მოხარშეთ ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, ნიახური და ბროკოლი, შემდგომ კი დაჭერით კუბებად ზომით არა უმეტეს 3 სანტიმეტრისა.

თხილეული და თესლი
სუფრასთან მიტანის წინ, გააცალკევეთ თესლი და კურკები  ხილისგან, როგორიცაა საზამთრო, ატამი, ქლიავი, ბალი და სხვა. მოერიდეთ ბავშვისთვის თხილისა და თესლის (მზესუმზირის, გოგრის და სხვა) ჭმევას. თესლი შეიძლება, გაიჭედოს ბავშვის სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს ინფექცია და ასფიქსიაც კი.

მაგარი ან ხრაშუნა საჭმელები: თხილი, ნიგოზი, პოპკორნი - ასეთი საკვების მიღება ბავშვისთვის ასევე წარმოადგენს გადაცდენის საფრთხეს. 

წებოვანი საკვები
საღეჭი რეზინი და წებოვანი საკვები, როგორიცაა ჟელე, წელვადი კანფეტები, ჩირი და ზეფირი, შეიძლება წარმოადგენდეს გადაცდენის საფრთხეს, ისევე როგორც ძაფიანი პროდუქტები (მაგ. ჩურჩხელა) დაუჭრელი მდნარი ყველი

თხილის კარაქი
არაქისისა და სხვა თხილეულის კარაქის  გადაყლაპვა რთულია, შესაბამისად დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს. არ მისცეთ ის ბავშვს  კოვზზე. პურს ან კრეკერს წაუსვით თხილის კარაქი თხლად, ან გაათხელეთ წყლით, ვაშლის სოუსით ან იოგურტით.

სახიფათო საკვები,საკვები, მარილი, წყალი,პური, იოგურტი, გადაცდენა,

საკვები, რომლის თავიდან აცილება უმჯობესია 24-დან 48 თვემდე

ბევრი დამატებული, რაფინირებული შაქარი
კვების საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, 2 წელს ზემოთ, ყველამ უნდა მიიღოს არაუმეტეს დღიური კალორიების 10 პროცენტისა დამატებული შაქრის სახით. 
ამ ასაკის ტიპური ბავშვისთვის ეს უდრის არაუმეტეს 24 გრამს. შაქრის ასეთი შემცველობა შესაძლოა, ჰქონდეს, მაგალითად, საბავშვო დასალევ იოგურტს.
არაპასტერიზებული საკვები: შედარებით უმცროსებთან ერთად, ამ ასაკის ბავშვებსაც არასოდეს უნდა ჰქონდეთ წვდომა არაპასტერიზებულ წვენსა და არაპასტერიზებულ (ნედლ) რძის პროდუქტებთან, რადგან, როგორც აღინიშნა, ისინი შეიძლება, შეიცავდეს მავნე ბაქტერიებსა და პარაზიტებს. 

ჭარბი ნატრიუმი
კვების გაიდლაინები გვირჩევენ, რომ 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა მოიხმარონ არაუმეტეს 1200 მგ ნატრიუმი დღეში. რაოდენობა იზრდება 1500 მგ ნატრიუმამდე დღეში 4 წლის ბავშვებისთვის. დაკონსერვებული, გაყინული და დაფასოებული საკვების ყიდვისას შეამოწმეთ ეტიკეტი.

გადაცდენის საშიშროება
მიუხედავად იმისა, რომ ზრდა-განვითარებასთან ერთად, საკვებთან მიმართებით ბავშვის ცნობიერება იზრდება, მაინც არსებობს საჭმლის გადაცდენის რისკი. 
გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ბავშვის კვება სიარულის, ლაპარაკის, ტელევიზორის ყურებისა და წოლის დროს. 

სახიფათო საკვები,საკვები, მარილი, წყალი,პური, იოგურტი, გადაცდენა,

საკვები, რომლის თავიდან აცილება უმჯობესია  4-დან 5 წლამდე

დამატებული შაქარი:
გააგრძელეთ შაქრიანი კერძების შეზღუდვა და დააკვირდით დამატებულ შაქარს საკვებში, როგორიცაა იოგურტი, მარცვლეული, ტკბილი ბატონები და წვენი.

არაპასტერიზებული საკვები
აღნიშნული ასაკის ბავშვებსაც, ისევე, როგორც უმცროსებს,  არასოდეს უნდა ჰქონდეთ შეხება არაპასტერიზებულ წვენთან ან  არაპასტერიზებულ (ნედლი) რძის პროდუქტებთან, რადგან, როგორც აღინიშნა, ისინი შეიძლება, შეიცავდეს მავნე ბაქტერიებსა და პარაზიტებს. 

ჭარბი ნატრიუმი
კვების გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა მოიხმარონ არაუმეტეს 1500 მგ ნატრიუმისა დღეში. დაკონსერვებული, გაყინული და დაფასოებული საკვების ყიდვისას კვლავ შეამოწმეთ კვების  ეტიკეტი. თქვენი შვილი ახლა გაცნობიერებული მჭამელია, მაგრამ თქვენ მაინც უნდა აკონტროლოთ საკვები, რომელიც დახრჩობის საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს. 

წყარო: babycenter

ასევე დაგაინტერესებთ: