ნატრიუმი ბუნებრივი მინერალია, რომელიც უამრავ საკვებ პროდუქტში გვხვდება, მათ შორისაა: კვერცხი, რძე (დედის რძის და ხელოვნური საკვების ჩათვლით), ხორცი და ბოსტნეული. ნატრიუმის დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობას ვნებს.ქლორიდთან შერწყმისას ნატრიუმი წარმოქმნის მარილს, რომელიც თითქმის ყველა კერძის განუყოფელი ინგრედიენტია მსოფლიოს ყველა სამზარეულოში.
როდის შეუძლიათ პატარებს მიიღონ მარილი/ნატრიუმი?
ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ მარილი ზომიერი რაოდენობით. ნატრიუმი ხელს უწყობს წყლის ბალანსის რეგულირებას უჯრედებში და ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, კუნთების შეკუმშვას, ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას და სხვა. ამის მიუხედავად, ნატრიუმის ადრეულმა და გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ბავშვი მიაჩვიოს მარილიანი საკვების მირთმევას, გაზარდოს სიმსუქნის რისკი და დააყენოს ის ჰიპერტენზიის განვითარების რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადებები და ინსულტი ზრდასრულობის პერიოდში.
ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 6 თვის და უმცროსი ასაკის ჩვილი ბავშვებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული რაოდენობა დღეში შეადგენს 110 მილიგრამს, ხოლო 7-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის - მაქსიმუმ 370 მილიგრამს. გაითვალისწინეთ, რომ დედის რძე და ხელოვნური საკვებიც შეიცავს ნატრიუმს. 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, დღეში 800 მილიგრამამდე ნატრიუმი მიიღონ. ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საკვებში მარილის დამატება არ არის სასურველი. ბავშვისთვის საკვების შეთავაზებამდე გამოიკვლიეთ მასში შემავალი ნივთიერებები.
მარილი შეიძლება ზომიერად დაუმატოთ საკვებს ბავშვის პირველი დაბადების დღის შემდეგ. დაფასოებული და დამუშავებული საკვები შეიცავს მეტ ნატრიუმს, ვიდრე სახლში მომზადებული კერძი. თუ თქვენი შვილი ძირითადად სახლში მომზადებულ საკვებს მიირთმევს, დასაშვებია, რომ მთელი ოჯახისთვის მომზადებულ კერძს მწიკვი მარილი დაუმატოთ, თუმცა არ დაამატოთ მარილი პირდაპირ ბავშვის თეფშში. წაიკითხეთ ეტიკეტი, როდესაც იყენებთ სანელებლებს, რადგან ისინი ხშირად შეიცავენ დამატებით ნატრიუმს.
ეს დამოკიდებულია სანელებელზე. კეტჩუპის მირთმევა შეიძლება ზომიერი რაოდენობით, როდესაც ბავშვი 12 თვის გახდება. უმჯობესია განიხილოთ ისეთი ბრენდები, რომლებსაც მარილისა და შაქრის დაბალი შემცველობა აქვთ ან უფრო უკეთესი, თავად მოამზადოთ. საშუალოდ, კომერციული კეტჩუპის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს დაახლოებით 150 მილიგრამ ნატრიუმს.
მოერიდეთ თევზის სოუსს და სოიოს სოუსს, რადგან ისინი ნატრიუმს ჭარბად შეიცავენ - 1000 მილიგრამს ან მეტს თითო პორციაზე. ბევრი სანელებელი შეიცავს დანამატებს, კონსერვანტებს და ფარულ ალერგენებს, როგორიცაა ანჩოუსი, სეზამი, სოიო და ხორბალი, რომლებიც შეუსაბამოა ჩვილი ბავშვის კვების რაციონისთვის. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები და თუ ეჭვი გეპარებათ, არ შესთავაზოთ ის ბავშვს.
დიახ, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. MSG არის მარილის ერთ-ერთი ფორმა და ბუნებრივად არის წარმოდგენილი უამრავ საკვებში (ყველი, სოკო, ხორცი, ზღვის მცენარეები და ბევრი ბოსტნეული). სასურველია, რომ ის ბავშვმა შეზღუდული რაოდენობით მიიღოს ორი მიზეზის გამო: მონო-ნატრიუმის გლუტამატის მიღების გავლენა ჩვილი ბავშვის ორგანიზმზე შესწავლილი არ არის და მას ჭარბად შეიცავს ისეთი პროდუქტები, რომელთა მირთმევა ბავშვისთვის ისედაც არ არის მიზანშეწონილი, მათ შორისა: კარტოფილის ჩიფსები, შემწვარი ქათამი, პომიდვრის წვნიანი და სხვა. MSG-ის მიმართ ალერგიული რეაქციაც შეიძლება წარმოიშვას, რომლის სიმპტომებია თავის ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება, წამოხურება, ჩხვლეტის შეგრძნება და ძილიანობა.
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ საკვები სოდა და საცხობი ფხვნილი ნატრიუმის დიდ რაოდენობას შეიცავს, ბავშვის მიერ მიღებული პორციის ზომა განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნის (თუმცა სასურველია რეცეპტეპში დამატებითი შაქრის რაოდენობა შეზღუდოთ). უპირატესობა მიანიჭეთ იმ რეცეპტებს, რომლებიც იყენებენ საცხობ ფხვნილს და არა საკვებ სოდას.
რეკომენდებულია თუ არა საკვები სოდის გამოყენება კოლიკის მკურნალობის მიზნით?
რა თქმა უნდა - არა! მიუხედავად იმისა, რომ კულინარიაში გამოყენებული სოდის რაოდენობა, როგორც წესი, საკმარისად მცირეა იმისთვის, რომ პრობლემები გამოიწვიოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ის ნატრიუმის უკიდურესად მაღალ დოზას შეიცავს. მის სამკურნალო საშუალებად გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს ბავშვის მდგომარეობა, გამოიწვიოს ელექტროლიტების დისბალანსი და მოწამვლა.
წყარო: solidstarts.com