ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი, წლამდე ასაკის კვების რაციონში მარილის, შაქრის და თაფლის შესახებ
მარილი
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ჩვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან პროდუქტის შემადგენლობაში არსებული მარილის მიმართ. დამტკიცებულია, რომ მარილის ჭარბი მოხმარება პრობლემებს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ჩვილის ჯანმრთელობას, კერძოდ თირკემელებს, სასუნთქ ორგანოებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. თუმცა ეს როდი ნიშნავს მას, რომ ჩვილს მარლი საერთოდ არ სჭირდება. სჭირდება, თუმცა ყველა დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს უნდა იყოს დოზირებული, ჩვილის ბავშვისთვის დღე-ღამეში საჭირო მარილის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 გრ-ს. ამ რაოდენობას ჩვილი უპრობლემოდ იღებს დედის რძის ან ხელოვნური საკვების მეშვეობით. დამატებითი საკვების შემთხვევაში კი თავად პროდუქტში არსებული მარილი საკმარისია. დაივიწყეთ ბავშვის საკვებში მარილის დამატება, თუ საკვებს თავად უმზადებთ, განსაკუთრებით 1 წლამდე.
ხშირად ხდება, როდესაც მშობელი ყიდულობს ბავშვისთვის მზა პროდუქტს ან ნახევარფაბრიკატებს და აქვს ეჭვი, რომ ამა თუ იმ პროდუქტში არის დიდი ოდენობით მარილი. კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა, თუ 100 გრ. პროდუქტში არის მარილი შემადგელობით > ვიდრე 1,5 გრ, 0,6 გრ-ზე მეტი ნატრიუმი, მაშინ აღნიშნული პროდუქტი ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.
შაქარი
შაქარს უკავშირდება ძირითადად ორი პრობლემა: 1. ეს გახლავთ ადვილად ათვისებადი ენერგიის წყარო. ენერგია ბავშვს ბევრი სჭირდება, შაქარს კი ნაწლავების მეშვეობით ძალიან სწრაფად იწოვს. შედეგად, ორგანიზმს აქვს ბევრი ენერგია, ამ ენერგიიდან ნაწილს ადამიანი ხარჯავს, ნაწილი კი ზედმეტი წონის სახით ორგანიზმში გროვდება. 2. მეორე პრობლემა კი შაქრის კბილების მინანქართან კონტაქტია, იგივე კარიესი. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია კბილების ამოჭრის ეტაპზე. მოკლედ რომ ვთქვათ, შაქარი არ არის სასარგებლო პროდუქტი. არასდროს დაამატოთ შაქარი ბავშვისთვის განკუთვნილ ულფაში. მნიშვნელოვანია და ბავშვმა უნდა მიიღოს გლუკოზა, ფრუქტოზა, ყავისფერი შაქარი - ესეც იგივე შაქარია. შაქრის შემცვლელი, ხელოვნური დამატკბობლები არ შეიძლება. გამოიყენეთ თავისთავად, ბუნებრივად ტკბილი პროდუქტები, ხაჭო დაუტკბეთ მაგალითად ხილით ან ჩირით, ქიშმიშით, გარგარის ჩირით, დაგვერწმუნეთ, ძალიან გემრიელი იქნება და თან სასარგებლო.
თაფლი
ალბათ გაგიგიათ ისეთი დაავადების შესახებ, როგორიც არის ბოტულიზმი. მას პროვოცირებს განსაკუთრებული ჩხირი, რომელიც მრავლდება ჟანგბადის გარეშე და წარმოქმნის გარკვეული სახის შხამს, უფრო სწორად, ძალიან საშიშ შხამს. ყველაზე მეტად გავრცელებულია კვებითი ბოტულიზმი, რომელიც ძირითადად დაკონსერვებულ პროდუქტში იჩენს ხოლმე თავს, კერძოდ, როდესაც დარღვეულია მისი წარმოების ტექნოლოგია. არსებობს ასევე საბავშვო ბოტულიზმი, რომლითაც ბავშვები ავადობენ განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკში. სწორედ ამ დროს არის ძალიან ადვილი ბოტულიზმის ჩხირის მსხვილ ნაწლავში მოხვედრა და დაავადება. ბოტულიზმის მთავარ წყაროდ კი, გაგიკვირდებათ და ძალიან ხშირად თაფლი იქცევა ხოლმე. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თაფლის მიცემა არ არის მიზანშეწონილი. ერთი წლის შემდეგ ბავშვის ნაწლავები საკმაოდ ვითარდება და ბოტულიზმის ჩხირი კარგავს ორგანიზმში დაავადების გამოწვევის უნარს. ასე რომ, ერთ წლის შემდეგ თაფლის დოზირებულად მიცემა ბავშვისთვის აბსოლუტურად დასაშვებია.
წყარო: წიგნი „თქვენი პატარას ცხოვრების დასაწყისი“ გვ 272 - 273