დიახ. მიწისთხილი შეიცავს უამრავ ცილას, ცხიმს, ბოჭკოს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის ფუნქციონირებას. მიწისთხილი ასევე მდიდარია ტვინისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინები B6 და E, თუთია, სპილენძი, ვიტამინი B3 და მაგნიუმი. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყიდულობთ უმარილო მიწისთხილს, რადგან მარილიანი მიწისთხილი შეიცავს ზედმეტ ნატრიუმს, რაც ჭარბი რაოდენობით საზიანოა ჩვილებისთვის (ისევე როგორც მოზრდილებისთვის).
მიწისთხილის ფქვილი სულ უფრო პოპულარული საკვები პროდუქტი ხდება. ფქვილი მზადდება დაფქული მიწისთხილისგან, რომელსაც ამოღებული აქვს ცხიმის შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ მას აკლია ცხიმი, ის მაინც შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის ბოჭკოს, პროტეინს და მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, ვიტამინი B6 და ფოლიუმის მჟავა. რეკომენდებული ასაკი: 6 თვე +
ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას.
მიწისთხილის მირთმევა ბავშვს შეუძლია მყარ საკვებზე გადასვლისთანავე. როგორც წესი, ეს 6 თვის ასაკში ხდება. მთლიანი, დაჭრილი მიწისთხილი და არაქისის კარაქი ჩვილებისა და ბავშვებისთვის გადაცდენის საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ შეიტყვეთ, როგორი სახით შესთავაზოთ ისინი ბავშვს უსაფრთხოების დაცვით. ჩვილებისთვის მიწისთხილის კარაქის ყიდვისას, აირჩიეთ უმარილო, გლუვი არაქისის კარაქი დამატებითი შაქრის, დამატკბობლების, არომატიზატორების, ჰიდროგენირებული ზეთის ან სხვა კონსერვანტების გარეშე.
ყველა სახეობის თხილი, თხილის ნაჭრები და თხილის კარაქი ჩვილებისა და ბავშვებისთვის დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს. რისკის შესამცირებლად, გაათხიერეთ მიწისთხილის კარაქი წყლით, დედის რძით, ხელოვნური საკვებით, ან პიურეებით.
დიახ. ბავშვებში მიწისთხილზე ალერგიის შეთხვევების რაოდენობა მატულობს. ალერგიის უფრო დიდი რისკია, თუ ბავშვს აწუხებს ეგზემა ან კვერცხის მიმართ ალერგია.
სამწუხაროდ, მიწისთხილის მიმართ ალერგია სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ალერგია მიწისთხილის მიმართ, ასევე აქვთ გაზრდილი შანსი (25-დან 40%-მდე), რომ იყვნენ ალერგიული ერთ ან რამდენიმე სახეობის თხილზე. რაფინირებული არაქისის ზეთი, როგორც წესი, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, რადგან ალერგენი ცილები ამოღებულია დამუშავების დროს. თუმცა, არარაფინირებული არაქისის ზეთი იწვევს ალერგიულ რეაქციას მიწისთხილის მიმართ ალერგიის მქონე პირებში.
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიწისთხილთან ბავშვის ადრეულმა ექსპოზიციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მიწისთხილის მიმართ ალერგიის განვითარების რისკი. აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი გვირჩევს, რომ მიწისთხილი შევთავაზოთ ბავშვს პირველ დაბადების დღემდე.
რეცეპტი: მიწისთხილის და ვაშლის “საღებავი”
ინგრედიენტები:
• 1 ჩაის კოვზი გლუვი მიწისთხილის კარაქი (დამატებითი მარილისა და შაქრის გარეშე)
• ½ ჭიქა ვაშლის სოუსი დამატებითი შაქრის გარეშე
• 1 მწიფე ბანანი
• 1 ჩაის კოვზი დაფქული მიწისთხილი (უმარილო, უმი ან მოხალული)
მომზადების წესი:
• ათქვიფეთ მიწისთხილის კარაქი და ვაშლის სოუსი, სანამ არ გახდება გლუვი - საღებავივით!
• ბანანი გაჭერით შუაზე სიგრძივად, აიღეთ ერთი ნახევარი და დაჭერით.
• ამოსვარეთ ბანანის ნაჭრები დაფქულ მიწისთხილში.
• ბავშვის წინ მოათავსეთ ბანანის ნაჭრები და არაქისის კარაქის „საღებავის“ თასი. აჩვენეთ პატარას, როგორ ჩაყაროს ბანანის ნაჭრები (ან მისი პატარა თითები) თასში და “დახატოს” მის წინ ზედაპირზე.
სნექი არ შეიცავს არანაირ დანამატსა და შემკვრელს, შესაბამისად სტრუქტურა ოთახის ტემპერატურაზე არის კრემისებრი. მიწისთხილში შემავალი მცენარეული ცხიმი მატებს მასას მის სასარგებლო თვისებებს. დროთა განმავლობაში ეს ცხიმი ექცევა თავზე, რაც ნორმალურია, ეს უსვამს ხაზს მის ნატურალურობას და სიჯანსაღეს.
გემოების შეხამება:
არაქისის მდიდარი არომატი ბევრ საკვებ პროდუქტს უხდება. მისი გემო აბალანსებს ისეთი ხილის ტკბილ და მჟავე არომატს, როგორიცაა ვაშლი, ბანანი, მანგო, პაპაია, ანანასი და მარწყვი. ის ასევე აძლიერებს ზოგიერთი ბოსტნეულის არომატს, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, ბოკ ჩოი, კომბოსტო, ნიახური, მწვანილი, მწვანე ლობიო და ისპანახი. დაფქული მიწისთხილის სოუსს შეუძლია დამატებითი მდიდარი არომატი შემატოს ცილებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა საქონლის, ქათმის და ცხვრის ხორცი, ზღვის პროდუქტები, როგორიცაა ორაგული, კრევეტები, ტილაპია ან კალმახი. ასევე შეგიძლიათ დაფქვილი მიწისთხილი მოაყაროთ ლაფშას, მაკარონს, ან ბრინჯს.
წყარო: solidstarts.com
შეკვეთისთვის ეწვიეთ სნექის გვერდს snackypeanutbutter