უსაფრთხოება კვების დროს

01-08-2021
  • სანამ ბავშვი ჯდომას ისწვლიდეს, დედას უნდა ეჭიროს ხელში, ოდნავ დახრილ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც ისწავლის ჯდომას, ჭამის დროს იგი სპეციალურ სკამში უნდა იჯდეს;
  • არ შეიძლება სირბილი/სიარული ჭამის დროს;
  • არ შეიძლება საკვების მიცემა უშუალოდ ქილიდან (ჭურჭლიდან, რომელშიც ინახება საკვები), ბავშვის ნერწვიდან ბაქტერიები საჭმელში მოხვდება და გამრავლდება;
  •  ნარჩენი საკვები უნდა განადგურდეს, არ შეიძლება მისი ჭურჭელში ჩაბრუნება;
  • კვებამდე უნდა შემოწმდეს ბავშვის საკვების ტემპერატურა;
  • ბოთლით კვებისას, საწოვარას ნახვრეტი ისეთი უნდა იყოს, რომ საკვები გამოდიოდეს წვეთებად. ეს თავიდან აგვაცილებს მის გადაცდენას;
  • დაუშვებელია ბავშვის ბოთლით მარტო დატოვება (ასპირაციის რისკი).

უსაფრთხოება სამზარეულოში

  • წყლის (სითხის) დაქცევისას მაშინვე უნდა მოიწმინდოს იატაკი, რათა ბავშვს ფეხი არ გაუსრიალდეს და არ დავარდეს;
  • არ შეიძლება ცხელი ან საშიში ნივთების ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვება;
  • არ შეიძლება ბავშვის ხელში აყვანა საკვების მომზადებისას;
  • სამზარეულოს უჯრებსა და კარებებს უნდა დაუმაგრდეს ჩამკეტი, რათა ბავშვმა არ გამოაღოს ისინი და არ ამოიღოს მისთვის საშიში ნივთები;
  • თუ ქურას არ აქვს დამცავი საფარი, მის გამოყენებისას უნდა აანთონ უკანა სანათი;
  • ნაგავი მოთავსდეს მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ან სათავსოში;
  •  ასანთი შეინახონ მიუწვდომელ ადგილას;
  • საკვები და არასაკვები ნივთები ერთად არ უნდა შეინახონ;
  • სარეცხი/საწმენდი საშუალებები, მედიკამენტები ისეთ ადგილას უნდა მოთავსდეს, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს;
  • ბავშვისთვის გამოიყენეთ სპეციალური, ინდივიდუალური ჭურჭელი

წყარო: ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი