ვაშლის შეთავაზება შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი ბავშვი მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, როგორც წესი, 6 თვის ასაკში ხდება.
დიახ. ვაშლი დიდი რაოდენობით ბოჭკოს, C, B6 ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. თუმცა, ვაშლის შემადგენლობა განსხვავდება ჯიშის მიხედვით, მაგალითად: წითელი ვაშლი შეიცავს სპეციფიკურ ანტიოქსიდანტს, რომელსაც ანთოციანინი ეწოდება და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის განვითარებას. ყველა ჯიშის ვაშლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს, უჯრედების ზრდას, არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და ზრდის ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიომს.
პირველ რიგში, ფრთხილად იყავით ვაშლის თესლებთან დაკავშირებით: ისინი ამიგდალინს შეიცავს, მცენარეულ ნაერთს, რომელიც ბუნებრივი ციანიდია. ჭარბი რაოდენობით ვაშლის თესლის მირთმევამ შეიძლება ციანიდით მოწამვლა გამოიწვიოს.
მეორეც, ვაშლს ჩვეულებრივ უხვად ასხურებენ პესტიციდებით. პესტიციდებთან ექსპოზიციის შესამცირებლად, აირჩიეთ ორგანული ვაშლი და კარგად გარეცხეთ ის მირთმევამდე.
რჩევა: ვაშლი მდიდარია ბუნებრივი შაქრით და შეიძლება გამოყენებულ იქნას შაქრის შემცვლელად. სცადეთ მოხარშული ვაშლის დაჭყლეტა ვაშლის სოუსის მოსამზადებლად, შემდეგ გამოიყენეთ ვაშლის სოუსი შაქრის ნაცვლად ცომეულში ან სალათებში.
უმი ვაშლი და ვაშლის ჩირი ჩვილებისთვის დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მათი დაღეჭვა და გადაყლაპვა რთულია. დახრჩობის რისკის შესამცირებლად, ვაშლი მოხარშეთ, სანამ არ დარბილდება ან თხლად დაჭერით.
არა. ვაშლი არ განიხილება გავრცელებულ კვებით ალერგენად.
თუმცა, პირის ღრუს ალერგიის სინდრომის მქონე პირები (ასევე უწოდებენ საკვების მტვრის ალერგიის სინდრომს) შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი ვაშლის მიმართ. ორალური ალერგიის სინდრომი, როგორც წესი, იწვევს ხანმოკლე ქავილს ან წვას პირის ღრუში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს საშიში ალერგიული რეაქცია. ნაყოფის გახეხვამ და მოხარშვამ შეიძლება შეამციროს რეაქცია.
გარდა ამისა, პირებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან Rosaceae-ს ოჯახის სხვა ხილის მიმართ, როგორიცაა გარგარი, ნუში და ქლიავი, ასევე შეიძლება ჰქონდეთ ალერგია ვაშლის მიმართაც.
6-დან 9 თვემდე: მოხარშეთ ვაშლის ნაჭრები (კანი და თესლები მოაშორეთ). შეგიძლიათ მოხარშული ვაშლი დაჭყლიტოთ და მოამზადოთ ვაშლის სოუსი, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქი ან იოგურტი, ჯანჯაფილი და სანელებლები, როგორიცაა კარდამონი ან დარიჩინი.
9-დან 18 თვემდე: განაგრძეთ მოხარშული ვაშლის ნაჭრების შეთავაზება და მიართვით ბავშვს უმი ვაშლის მრგვალი, დაახლოებით ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრები კანით ან მის გარეშე.
18-დან 24 თვემდე: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მზად არის, შეგიძლიათ სცადოთ მთლიანი ვაშლის შეთავაზება. იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვმა თესლები არ მიირთვას.
24 თვე +: 2 წლის ასაკში პატარები მზად არიან ნედლი ვაშლის მოზრდილი ნაჭრებისთვის.
ინგრედიენტები
• 2 ცალი ვაშლი
• 2 ჭიქა წყალი
• 1 კარდამონის ტოტი ან დარიჩინის ჯოხი (სურვილისამებრ)
მოზადების წესი
• გარეცხეთ და გააშრეთ ვაშლები. გაჭერით ისინი ორად ან ოთხად და მოაშორეთ გული, თესლები და ღერო.
• ვაშლი და წყალი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე დადებულ ქვაბში. თუ გსურთ, დაამატეთ სანელებელი არომატისთვის.
• დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ ვაშლი მთლიანად დარბილდება, დაახლოებით 10 წუთით.
• ვაშლი ამოიღეთ საწურით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
გემოების შეხამება
სცადეთ ვაშლის მირთმევა ნუშის, თხილის, არაქისის ან კაკლის გემოს დასაბალანსებლად. გამოიყენეთ ვაშლი მარცვლეულის დასატკბობად, როგორიცაა ამარანტი, ფრიკე, შვრია და ქინოა. მიირთვით ვაშლი ბოსტნეულთან ერთად, როგორიცაა გოგრა, ხახვი, ისპანახი ან ტკბილი კარტოფილი. ვაშლი ასევე განსაკუთრებით უხდება ცილოვან საკვებს, როგორიცაა საქონლის და ღორის ხორცი, ქათამი, ან ქათმის ღვიძლი.
წყარო: solidstarts.com/foods/apple/