მდნარი ყველი, ლაბნე ბავშვის მენიუში

28-08-2022

როდის შეუძლია ბავშვს მდნარი ყველის მირთმევა?

ლაბნე, რომელსაც ნატრიუმის დაბალი შემცველობა აქვს, შეგიძლიათ ბავშვის კვების რაციონში მაშინვე შეიტანოთ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, როგორც წესი, 6 თვის ასაკში ხდება. ბავშვისთვის უსაფრთხოა პროდუქტი, რომლის თითო პორციაში 100 მგ-ზე ნაკლები ნატრიუმი შედის. 

სასარგებლოა თუ არა ლაბნე ბავშვებისთვის? 

დიახ, ლაბნე ჯანსაღი ცხიმებისა და ცილების შესანიშნავი წყაროა. შეეცადეთ აირჩიოთ ცხიმის შემცველი ლაბნე და არა უცხიმო, რადგან ბავშვებს ბევრი ცხიმი სჭირდებათ კუჭ-ნაწლავის, იმუნური და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ლაბნე ასევე A ვიტამინის და კალციუმის კარგი წყაროა.
დაძველებული ლაბნე, როგორც წესი, ჭარბ ნატრიუმს შეიცავს, ამიტომ ბავშვს ყოველთვის შესთავაზეთ ყველი ნედლი ფორმით.

რამდენად დიდია ლაბნეს გადაცდენის საშიშროება ბავშვებში? 
ეს დამოკიდებულია მის ტიპზე. რბილი კონსისტენციის მქონე ლაბნე დიდ რისკს არ წარმოადგენს, თუმცა ლაბნეს უფრო მყარი ფორმები, როგორიცაა ლაბნეს ბურთულები, საკმაოდ სახიფათოა. რისკის შესამცირებლად, გახეხეთ ან დააქუცმაცეთ მაგარი კონსისტენციის მქონე ლაბნე.

ყველი, მდნარი ყველი, ლაბნე,

წარმოადგენს თუ არა ლაბნე გავრცელებულ კვებით ალერგენს? 

დიახ. ლაბნე, როგორც წესი, ძროხის რძისგან მზადდება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული კვებითი ალერგენია. თუ ბავშვი ალერგიულია რძის პროდუქტების მიმართ, იცოდეთ, რომ ეს ალერგია დროთა განმავლობაში ქრება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძროხის რძეზე ალერგიის მქონე ბავშვების უმეტესობას ის 6 წლის ასაკში აღარ აღენიშნება.
რძე არის საკვები ცილებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის ხშირი მიზეზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FPIES. FPIES არის დაგვიანებული ალერგიური რეაქცია საკვების ცილაზე, რომელიც იწვევს ღებინების და დიარეის უეცარ დაწყებას საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მკურნალობის გარეშე მან შეიძლება მნიშვნელოვანი დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. საბედნიეროდ, რძის ალერგიის სხვა ფორმების მსგავსად, FPIES, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება, ჩვეულებრივ 3-5 წლის ასაკში ქრება. 

თუ ბავშვს ლაქტოზას აუტანლობა აქვს, ყველი მისთვის შეუთავსებელი პროდუქტია, რადგან ის დიდი რაოდენობით ლაქტოზას შეიცავს. თუმცა არსებობს ბრენდები, რომლებიც ულაქტოზო ლაბნეს აწარმოებენ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს შვილს ლაქტოზის აუტანლობა აქვს, მნიშვნელოვანია მისთვის იპოვოთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები, რათა უზრუნველყოთ ბავშვის დაბალანსებული კვება და ძვალ-სახსროვანი სისტემის კარგი განვითარება. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს შვილს რძის მიმართ ალერგია აქვს, რძის პროდუქტების შეთავაზებამდე კონსულტაცია გაიარეთ ალერგოლოგთან. 

რა ფორმით მივაწოდოთ ლაბნე ბავშვს? 

6-დან 12 თვემდე: მიართვით ბავშვს რბილი ლაბნე თასში და მიეცით საშუალება თავად მიირთვას. შეგიძლიათ ლაბნეს დაასხათ ზეითუნის ზეთი და შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ალტერნატიულად, შესთავაზეთ ლაბნე შერეული სხვა საკვებში, ტოსტის ზოლებზე, ბრინჯის და ოსპის კერძებში. მოერიდეთ დაძველებული ლაბნეს შეთავაზებას 12 თვემდე, რადგან მასში ნატრიუმის შემცველობა უფრო მაღალია.
12-დან 24 თვემდე: განაგრძეთ რბილი ლაბნეს შეთავაზება დამოუკიდებლად ან სხვა საკვებთან ერთად (როგორიცაა პური ან ბოსტნეული). მიართვით ბავშვს ლაბნე სანელებლების ჯამთან ერთად და მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტოს, როგორ შეაზავოს პროდუქტი. კოვზის გამოყენების წახალისების მიზნით, წინასწარ აიღეთ კოვზით ხაჭო და მიაწოდეთ ბავშვს ან დადეთ ჯამის გვერდით, რათა თავად აიღოს.

რეცეპტი: ლაბნე ნუშთან და ლეღვთან ერთად
ინგრედიენტები:
•    120 მლ ლაბნე 
•    2 ცალი ლეღვი 
•    1 უმარილო ნუში (სურვილისამებრ) 
•    1 ყლორტი ახალი პიტნა (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
•    გადაიტანეთ ლაბნე ბავშვის ჯამში. 
•    გარეცხეთ და დაჭერით ლეღვი ასაკის შესაფერის ზომებად. თუ ლეღვი არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა ხილი, როგორიცაა მაყვალი, მოცვი ან თუთა. 
•    დაჭყლიტეთ 1 ან 2 ცალი ლეღვი და შეურიეთ ლაბნეს.
•    ნუში წვრილად გახეხეთ და პიტნა წვრილად დაჭერით. მოაყარეთ ისინი ლაბნეს.
შენახვა: კერძი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, 1 კვირის განმავლობაში. დაჭრილი ლეღვი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში.
გემოების შეხამება:

ლაბნე კარგად ეხამება რეჰანს, პურს, ლიმონს, პიტნას, ზეითუნის ზეთს და ისპანახს.

წყარო: solidstarts.com