მაყვალი ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე შეიტანოთ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, ჩვეულებრივ, დაახლოებით, 6 თვის ასაკში ხდება.
★რჩევა: სუფრასთან მიტანის წინ მაყვალი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. თბილი ტემპერატურა არბილებს კენკრას და უფრო სასიამოვნოს ხდის მის არომატს.
დიახ. მაყვალი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს ნაწლავების მოქმედების გასაუმჯობესებლად და C ვიტამინს, საკვებ ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ბავშვის ორგანიზმს რკინის ათვისებაში. მაყვალი ასევე შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ანთოციანინები, ფლავანოლები და ფენოლის მჟავები. ფაქტობრივად, მაყვალი ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი უმდიდრესი საკვები წყაროა.
მაყვალი მრგვალი და საკმაოდ მკვრივია. ეს ორი თვისება ზრდის გადაცდენის და დახრჩობის რისკს. რისკის შესამცირებლად ბავშვს შესთავაზეთ დაჭყლეტილი კენკრა. როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო გარემოს ბავშვისთვის, დარჩით მასთან ახლოს კვების დროს და გაითვალისწინეთ ასაკის შესაბამისი შეთავაზებები.
არა. მაყვალზე ალერგია ძალიან იშვიათად ფიქსირდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ახალი პროდუქტის პირველად შეთავაზებისას, დაიწყეთ მცირე ულუფებით და ყურადღებით დააკვირდით კვების შემდეგ ალერგიული რეაქციის ნიშნებს. თუ არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირდა, თანდათან გაზარდეთ ულუფის ზომა მომავალ კვებაზე.
6-დან 9 თვემდე: დაჭყლიტეთ მწიფე, რბილი მაყვალი ჩანგლით და შეურიეთ თბილ მარცვლეულის ფაფას, იოგურტს ან სხვა რბილი კონსისტენციის მქონე საკვებს. თუ გაქვთ მსხვილი, ძალიან რბილი მაყვალი, შეგიძლიათ სცადოთ მისი გაბრტყელება, რათა ბავშვმა თავად აიღოს და მიირთვას (თუმცა კენკრის აღება შეიძლება რთული იყოს ახალბედა მჭამელებისთვის).
9-დან 12 თვემდე: მაყვალი გაჭერით ოთხად, სიგრძეზე, და შესთავაზეთ ბავშვს აიღოს ის თითებით, რათა ივარჯიშოს პინცეტის რეფლექსის განვითარებაში. ასევე შეგიძლიათ გააგრძელოთ კენკრის დაჭყლეტა ან გაბრტყელება.
12-დან 24 თვემდე: ამ ასაკში ბავშვი მზად არის სცადოს მთლიანი მაყვლის მირთმევა. მაყვლის მრავალი სახეობა არსებობს. უფრო დიდი ზომის, რბილი და მწიფე ნაყოფის მირთმევისას მეტია გადაცდენის და დახრჩობის რისკი, ვიდრე პატარა ზომის ნაყოფის მირთმევისას, რომლის ფორმა და ზომა უფრო ახლოსაა ბავშვის ტრაქეის დიამეტრთან.
წყარო: solidstarts.com