ბავშვის მოვლა ღამით, როდესაც ის ავადაა - კომაროვსკის რჩევები

04-11-2022

ღამე ავადმყოფი ბავშვის სასთუმალთან - რჩევები მშობლებს

მწვავე ინფექციური დაავადებების დროს გართულებები, განსაკუთრებით ღამის საათებში და განსაკუთრებით ბავშვებში ერთ-ერთი პრინციპული თავისებურებაა. ბავშვს დამოუკიდებლად მკურნალობა არ შეუძლია. სწორედ მშობელია ამ დროს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოთახში იყოს ავადმყოფისთვის ოპტიმალერი ტემპერატურა, რომ ბავშვმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით სითხე, მშობელი უზრუნველყოფს ბავშვისთვის სასუნთქი გზების გასუფთავებას, რათა მან შეძლოს თავისუფლად სუნთქვა და სწორედ მშობელს ღამე ძალიან ეძინება.

კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ თუ ღამე, რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვი არ ღებულობს სითხეს და სუნთქავს პირით,  დილით შესაძლოა მისი  მდგომარეობა დამძიმდეს და ეს მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს. თუ ბავშვი საღამოს თავს ცუდად გრძნობს, იმის შანსი, რომ ღამე მდგომარეობა გაუმჯობესდება, ძალიან მცირეა. ღამე ავადმყოფ ბავშვთან საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს დღის განმავლობაში.

ავადმყოფი ბავშვი, ბავშვის ავადმყოფობა, ღამე ავამყოფ ბავშვთან,

რა უნდა აკონტროლოთ აუცილებლად: 

ავადმყოფი ბავშვის მოვლა და მკურნალობა ღამის საათებში არ მთავრდება, ის ღამე კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ვიდრე დღის საათებში. ღამისთვის მზადების დროს კი ყურადღება უნდა გაამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან  საკითხზე: 
•    ჰაერის პარამეტრები;
•    ოთახის ხშირი განიავება;
•    ჰაერის დატენიანება;
•    საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
პატარა წამოტირება, წუწუნიც კი არის მიზეზი იმისა, რომ მიხვიდეთ ბავშვთან და დაალევინოთ წყალი, მისცეთ სითხე. თუ ავადმყოფმა ბავშვმა სამი საათის განმავლობაში არ გაიღვიძა, უნდა გააღვიძოთ და დაალევინით წყალი. ასევე ხშირ-ხშირად უნდა უზომოთ ტემპერატურა. აუცილებლად წინასწარ უნდა გქონდეთ გამზადებული სიცხის დამწევი საშუალება და ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დოზით მისცემთ. ასევე ხელთ უნდა გქონდთ საშუალება, ცხვირის წვეთები, რომელიც უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გასუფთავებას და ბავშვის ნორმალურად სუნთქვას. ერთი სიტყვით, სწორად დაგეგემილი ღამე ავადმყოფ ბავშვთან მოიაზრება შემდეგნირად: სამ საათში ერთხელ რომელიმე მშობელი ანიავებს ოთახს, უზომავს ბავშვს სიცხეს, ასმევს წყალს და აწვეთებს ცხვირში წვეთებს.  სასურველია აწარმოოთ ჩანაწერი, რომელ საათზე დაალევინეთ ბავშვს სიცხის დამწევი, რომელი სიცხის დამწევი და რამდენი ჰქონდა ტემპერატურა. 
ალბათ უმჯობესია, ეს მშობლებმა რიგ-რიგობით გააკეთონ. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი

ასევე დაგაინტერესებთ: